x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ათი მცენარე, რომლებსაც სახელები ცნობილი ადამიანების პატივსაცემად დაარქვეს
მცენარეთა უმრავლესობას სახელები მათი პირველაღმომჩენების პატივსაცემად აქვს დარქმეული. მათი დიდი ნაწილი ცნობილი ბიოლოგების, ექიმების, ზოოლოგების, ფიტოფიზიოლოგების, მათემატიკოსების ან სხვა დარგის მეცნიერების სახელებს ატარებს, თუმცა დღევანდელ ნაკრებში საუბარი არ გვექნება მათზე.


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი მცენარე, რომლებსაც სახელები ცნობილი ადამიანების პატივსაცემად უწოდეს.


ნაპოლეონა



image

ამ სიტყვით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ნაპოლეონა - ულამაზესი მცენარეა, რომლის სამშობლოა აფრიკა. შეხსენებაც კი არაა საჭირო იმისა, რომ მას სახელი ნაპოლეონ I-ის პატივსაცემად დაარქვეს. მცენარის ყვავილებს გვირგვინის ფურცლები არ აქვს, თუმცა მის უცნაურ ფორმასა და შეფერილობას აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი.


ლაპაჟერია


image

ლაპაჟერია-გასაოცარი მცენარეა, რომელიც ხუთ გრადუსამდე ყინვას იტანს. მას ძალიან ხშირად ნახავთ ორანჟერეებში, თუმცა მისი ბუნებრივი გავრცელების არეალი სამხრეთ ანდებია. სახელი ამ მცენარემ მიიღო ნაპოლეონის ცოლის ჟოზეფინას პატივსაცემად, რომლის სრული სახელი გახლდათ მარი როზ ჟოზეფა ტაშე დე ლა პაჟერი.


პავლონია


image

პავლონია-ესაა მაღალი მრავალწლოვანი ხე. მისი სახელი ვინმეს გვარს ან სახელს კი არ გამოსახავს, არმედ მამის სახელს. მცენარეს პავლონია ან პავლოვნას პატივსაცემად უწოდეს. ხე იზრდება შორეულ აღმოსავლეთსა და ჩინეთში. მისი ერთეული ეგზემპლარები გვხვდება აგრეთვე ლაოსში, კამბოჯასა და ვიეტნამშიც.


ცნობისათვის: ანა პავლოვნა რუსეთის იმპაერატორის პავლე I-ის ქალიშვილი გახლდათ. ის ატარებდა ნიდერლანდების დედოფლის ტიტულს, თანამედროვეები მას ქალური სილამაზის ეტალონად თვლიდნენ. დატკბით ანა პავლოვნას პორტრეტით და შეაფასეთ, თუ როგორი გემოვნება ჰქონდათ მე-18 საუკუნეში.


image



რაფლეზია


image

რაფლეზია- ესაა ყვავილოვანი პარაზიტული მცენარე, რომლის სამშობლო ინდონეზიაა. ის თავისი სიცოცხლის დიდ ნაწილს სხვა მცენარის შტამზე ატარებს. ყვავილის დიამეტრმა შესაძლებელია ერთ მეტრს გადააჭარბოს. პარაზიტ-ყვავილს სახელი სინგაპურის დამაარსებლის- სერ ტომას სტემფორდ ბინგლი რაფლეზის პატივსაცემად დაარქვეს.


ჰატიორა


image

ჰატიორა-კაქტუსის სახეობაა, რომელიც ბრაზილიაში იზრდება. მას სახელი თომას ჰერიოტის პატივსაცემად უწოდეს. თუ თქვენ ეს სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ, გეტყვით, რომ თომასის გამოგონებას იყენებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი სკოლის მოსწავლე, რადგან სწორედ ამ მეცნიერმა შემოიღო მეტობის (>) და ნაკლებობის (<) ნიშნები. ითვლება, რომ სწორედ ჰეროიტმა შემოიტანა კარტოფილი პირველად ევროპაში.


აროსტოტელია


image

არისტოტელია ხარობს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ ამერიკაში. მისი ნაყოფი პატარა გულებს წააგავს, რომლისგანაც ლიქიორს ამზადებენ, აგრეთვე მას უმატებენ წითელ ღვინოში სასიამოვნო ფერის მისაცემად. რაღა თქმა უნდა, მცენარეს სახელი არისტოტელეს პატივსაცემად დაარქვეს.


სეკვოია


image

ამ უნიკალურ გიგანტებს შეუძლიათ სიმაღლეში 110 მეტრამდე გაიზარდონ. სეკვოიას მაქსიმალური ასაკი 2000 წელია. სახელი ხემ მიიღო სეკვოია ჯორჯ გესის - ჩეროკების ინდიელთა ტომის ბელადის პატივსაცემად. გესი გასაოცარი ადამიანი იყო- მან დააარსა გაზეთი, რომელიც ჩეროკების ენაზე გამოდიოდა, ხოლო მანამდე ცოტაოდენი ხნით ადრე გამოიგონა ჩეროკების დამწერლობა.


ფრანკლინია


image

ფრანკლინია-ფოთლოვანი ხეა, რომელიც სიმაღლეში 6-10 მეტრამდე იზრდება. სამწუხაროდ, ტყეების უმოწყალო გაჩეხვის გამო, ის ბუნებში აღარ გვხვდება. მისი ნახვა მხოლოდ ორანჟერეებსა და დენდრარიუმებშია შესაძლებელი. მე მგონი, ბენჟამენ ფრანკლინის შესახებ ყველას სმენია, ამიტომ ალბათ არავის გაუკვირდება, თუ რატომ ეწოდა მისი სახელი ამ ულამაზეს და უიშვიათეს მცენარეს..


ტერნერა


image

ეს არის მცენარეთა მთელი ჯგუფი, რომლებსაც სახელი ინგლისური ბოტანიკის მამის- თეოდორ ტერნერის პატივსაცემად უწოდეს. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მან მცენარებსა და ორნიტოლოგიას დაუთმო, მაგრამ მის მიერ აღმოჩენილი ეგზემლპარებიდან აღსანიშნავია სწორედ ტერნერა, რომელიც ძალიან ძლიერ აფროდიზიაკს წარმოადგენს.


ბეგონია


image

ესაა მცენარეების მთელი სახეობა, რომელიც მოიცავს როგორც ყვავილებს, ასევე ერთწლიან და მრავალწლიან ბალახებს, ბუჩქებსა და ნახევრადბუჩქებს. მას სახელი ჰაიტის გუბერნატორის მიშელ ბეგონის პატივსაცემად ეწოდა.

2
1296
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1296
  
2016, 15 მაისი, 22:58
მადლობა მაკ
2016, 15 მაისი, 22:48
საინტერესოა მანჩო. (გავაზიარე)
0 1 2