x
image
melody_inside
ჯულია რობერტსი ფეხშიშველი გამოვიდა წითელ ხალიჩაზე კანის ფესტივალზე!
image

ჰოლივუდის მსახიობმა ჯულია რობერტსმა დაარღვია კანის ფესტივალის დრეს-კოდი. წითელ ხალიჩაზე მან ფეხშიშველმა გაიარა.


დარღვევის შესახებ ფაქტი სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი, მაშინ როცა 48 წლის "ლამაზმანი" ვარსკვლავი კიბეზე ადიოდა. მას Giorgio Armani-ის გრძელი კაბის აწევა მოუხდა რომ არ დაცემულიყო, როგორც ჯორჯ კლუნის მეუღლე – ამალი.




ყურადღებიანმა პაპარაცებმა სწორედ მაშინ დააფიქსირეს ფეხშიშველი ჯულია რობერტსი. ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ მსახიობი დაიღალა ფეხსაცმელების მაღალი ქუსლებით და გადაწყვიტა ცოტა დაესვენა. სხვა კადრებში ჯულია რობერტსი უკვე ფეხსაცმელებითაა.



კანის ფესტივალის წესები ქალებს უკრძალავს წითელ ხალიჩაზე ფეხშიშველ გამოსვლას და ასევე დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით გავლას.







0
137
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0