x
image
melody_inside
7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც სქესი შეიცვალეს
საოცარია დედა-ბუნება. მაგალითად, მოაქცევს კაცს ქალის სხეულში ან პირიქით. კარგია რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და შესაძლებელია არა მარტო ღიად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, არამედ გამოვიყენოთ მედიცინის უახლესი მიღწევები
ამ პრობლემის გადაწყვეტაში. სულ რაღაც 100 წლის წინ მამაკაცი, რომელსაც ქალად
ყოფნა სურდა, შეეძლოთ საგიჟეთში ჩაესვათ. ცნობილ ადამიანებს შორის არიან ისეთი გაბედულებიც, რომლებმაც არა მარტო შეიცვალეს სქესი, არამედ ხმამაღლა საუბრობენ ამაზე, ეწევიან ღია ცხოვრებას და ა.შ.
image
ცნობილ ადამიანებს, ვისაც ყოველ დღე ვუყურებთ ეკრანებზე, უფრო მეტად უმძიმთ. მათი გაგებაც შეიძლება_ ძალიან ძნელია გაუმკლავდე ინტიმურ პრობლემებს, როცა ყველა გიცნობს და გიყურებს.

ძმები ვაჩოვსკები_ დები ვაჩოვსკები

ვაჩოვსკების ოჯახური დუეტი აღიქმებოდა როგორც ტანდემი ორი ნიჭიერი ძმა- რეჟისორისა_ლარის და ენდის, რომლებმაც გადაიღეს ფილმი „მატრიცა“. ახლახანს აღმოჩნდა, რომ ძმა ლარი მთელი ცხოვრება ქალად გრძნობდა თავს და საშინლად იტანჯებოდა. არ შეეძლო მიეღო თავი ისეთად, როგორადაც ბუნებამ შექმნა. მას გაუმართლა ახლობლებში_ როცა უთხრა, რომ უნდოდა სქესის შეცვლა, მთელი ოჯახი
გვერდით დაუდგა. და აი, ფილმ „ღრუბლების ატლასი“-ს პრემიერაზე წარსდგა ენერგიული, მხიარული ქალი სახელად ლანა. ეგრევე ჩანს, რომ ლარის სქესის შეცვლა ძალიან მოუხდა. ცვლილება ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.


image


ახლახანს ენდიმაც განაცხადა რომ შეიცვლიდა სქესს და –ის უკვე ქალია სახელად ლილი. თვითონ დაამატა, რომ ქალის იპოსტაზში დიდი ხანია გადავიდა. უბრალოდ არ უნდოდა მის პირად ცხოვრებაზე ყურადღება მიექციათ. ახლა კი

დადგა დრო თქვას სიმართლე. უნდა ვაღიაროთ, რომ დები ლანა და ლილი ვაჩოვსკები
ძალიან სიმპატიური ქალები აღმოჩნდნენ.


ბრიუს ჯენერი_ კეტლინ ჯენერი

image
65 წლის ბრიუს ჯენერი ერთ-ერთი ცნობილი სპორცმენია_ ჩემპიონი ათჭიდში, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი და სპორტული რეკორდსმენი. რამდენიმე წლის წინ თავისი ოჯახი შოკში ჩააგდო თავისი განცხადებით-
მთელი ცხოვრება თავს ქალად გრძნობდა. რის გამოც ის უბედური იყო სამივე
ქორწინებაში. ამიტომ გადაწყვიტა შეიცვალოს სქესი. ეხლა მას ქვია კეტლინ ჯენერი.
მას იღებენ ფილმებში და გამომცემლობების მთელი რიგი მას თვლის ყველაზე ცნობილ ქალ- ტრანგენდერად მსოფლიო შოუ-ბიზნესში.

ჩესტიტი ბონო_ ჩეზ ბონო

image

ცნობილი მომღერალის და მსახიობის, შერის ქალიშვილმა ეს
სახელი, ჩესტიტა მიიღო იმ ფილმის გამო, რომელშიც დედამისი მონაწილეობდა როცა მასზე იყო ფეხმძიმედ. მოუქნელი და ფუმფულა გოგონას ბავშვობა არ იყო ყველაზე ბედნიერი. თანატოლები მას დასცინოდნენ. მისი
პირადი ცხოვრება არ ლაგდებოდა, შერი კი მხოლოდ თავისი თავით იყო დაკავებული და არ ეცალა გოგონას მხარდაჭერისთვის. ის შოკირებული იყო, როცა გაიგო, რომ გოგონას ნაცვლად ახლა მას ბიჭი ყავს ჩეზი. გაბრაზებულმა შერიმ შვილს უთხრა, რომ „
პლასტიკური ოპერაციებით ბოროტად არ უნდა ისარგებლო“. რაზეც ჩეზმა მხოლოდ გაიცინა. ჩესტი ხომ მთელი ბავშვობა დედის მაგალითს ხედავდა, რომელიც მუდამ პლასტიკური ქირურგების პაციენტი იყო.


რობერტ არკეტი_ ალექსის არკეტი
image
სიმპატიურმა ბიჭმა რობერტმა არკეტების მსახიობთა დინასტიიდან, მიხვდა რა რომ დაიღალა ბიჭად ყოფნით- გადაწყვიტა გადაქცეულიყო ალექსისად. ოჯახმა მისი ასეთი რადიკალური ცვლილება საკმაოდ თბილად მიიღო. მაყურებელმაც კარგად შეაფასა მსახიობის ახალი სტილი. ალექსისმა წარმატებით გააგრძელა თავისი კარიერა კინოში, გადაიღო რა ისეთ მშვენიერ ფილმებში, როგორიცაა
„მომღერალი ქორწილში“ ან „ ლამაზმანები“.


როდერიკ კოქსი- ლავერნა კოქსი

image

პატარა ბიჭი როდერიკი ყველას აბრაზებდა გარშემო, როცა სკოლაში კაბით და მაკიაჟით მიდიოდა. მაგრამ რა უნდა ექნა, როცა ბავშვობიდან თავს ბიჭად ვერ აღიქვამდა. მასწავლებლები და თანაკლასელები სიცოცხლეს უმწარებდნენ,
მაგრამ ყმაწვილმა თავის შინაგან სამყაროს მაინც არ უღალატა. როცა გაიზარდა,
გადაიქცა ულამაზეს გოგონად_ ლავერნად. დღესდღეობით ლავერნა არა მხოლოდ პოპულარული მსახიობია_ ის ყველა ტრანსგენდერის აქტიური დამცველიცაა. „ქალი პირველ რიგში -ეს კეთილი გულია და მახვილი გონება და მხოლოდ შემდეგაა გარეგნობა“._ამბობს ლავერნა.


ჯორჯ ჯეიმსონი- ეიპრილ ეშლი

image

ალბათ ყველაზე გაბედული ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა სქესი შეეცვალა, იყო ჯორჯ ჯეიმსონი. ის დაიბადა დიდ ბრიტანეთში 1935 წელს და ძალიან ადრე გააცნობიერა თავისი არსი. მაგრამ მაშინ სულ სხვა დრო იყო და გამხდარ, პატარა, ლამაზ ბიჭს ძალიან უმძიმდა ცხოვრება. მან გადაიტანა ფსიქიატრიული კლინიკა, თვითმკვლელობის მცდელობა, თანატოლებისგან დამცირება, მაგრამ მაინც არ
დანებდა. შეაგროვა რა ცოტაოდენი თანხა, ჯორჯი წავიდა მაროკოში, სადაც ჭორები
დადიოდა, რომ (რა თქმა უნდა არალეგალურად) მსოფლიოში პირველად სქესის შეცვლის ოპერაციებს აკეთებდა სამშობლოდან გაძევებული ერთი ნიჭიერი ქირურგი. ოპერაციის დროს სიკვდილის ალბათობა ერთი-ერთზე იყო. მაგრამ ჯორჯმა გარისკა.
მაროკოდან ინგლისში დაბრუნდა განსაცვიფრებელი სილამაზის გოგონა ეიპრილი, რომელიც მაშინვე მიიწვიეს კინოში და გახდა ახალგაზრდა ვარსკვლავი. მაყურებელი აღმერთებდა მას. პროდიუსერები ისწრაფვოდნენ ჩაერთოთ თავიანთ პროექტებში. (მათ არაფერი არ იცოდნენ ეიპრილის წარსულზე.) სიმართლე გაიხსნა მხოლოდ 1961წელს, მაგრამ ეიპრილი იმდენად უყვარდა საზოგადოებას, რომ არანაირად არ შეცვლილა ამითი მისი ცხოვრება. მალე ის ცოლად გაყვა ლორდს, მიატოვა კინო. მათ ოთხი ბიჭი ყავდათ. ეიპრილი დღესაც ცოცხალია. ის შვილთაშვილებს ზრდის, ეხმარება ახალგაზრდა მსახიობებს და გამოდის ტრანსგენდერების დასაცავად.



image

1
1227
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1227
  
ვინც იცვლის სულელია! ნუ დებთ უაზრო სტატიებს!
0 1 1