x
image
hamunaptra1990
გორავ ჩოპრამ პროექტი დატოვა და საქართველოდან გაემგზავრა
image
"ცეკვავენ ვარსკვლავების" სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინდოელი მსახიობი გორავ ჩოპრა ჯანმრთელობის გაუარესების გამო კონკურსს გამოეთიშა და სამშობლოში გაემგზავრა. პროექტის დატოვების გადაწყვეტილება არხთან შეთანხმებით მიიღო.

"სამწუხაროდ გორავ ჩოპრა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოეთიშა. მას ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და ექიმების რეკომენდაციით და არხთან შეთანხმებით მან პროექტი დატოვა.
გორავს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და როგორც დაგვპირდა ველოდებით ფინალურ შოუზე."

imageინდოელ მსახიობს კისრის არეში ტკივილები რამდენიმე თვეა აწუხებს. სამეჯლისო ცეკვების სპეციფიკამ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. მისთვის ზედმეტი დატვირთვა და სიმძიმის აწევა არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა მისი მდგომარეობა დაამძიმოს და ნევროლოგიური პრობლემები განუვითარდეს.

გორავ ჩოპრამ სამშობლოში გამგზავრებამდე თბილისი დაათვალიერა და ის ადგილები მოინახულა, რომელიც გამგზავრების შემდეგ ძალიან მოენატრება. მათ შორის "ცეკვავენ ვარსკვლავების" სტუდიაც მოინახულა.


პროექტში გორავ ჩოპრას მეწყვილე მოცეკვავე ლიკა ღუღუნიშვილი იყო.

37 წლის ინდოელი მსახიობი ქართველმა მაყურებელმა სერიალ "ორი ბედით" გაიცნო და მალე დაიპყრო სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულები.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ გორავ ჩოპრას მიმართ ჟიური ძალიან უსამართლოდ იქცეოდა:

"No fans, მაგრამ ძალიან კომპეტენტური ჟიურის ბრალია. იმედია ხვდებით, რომ ტკივილი არაფერ შუაშია და ყველა თავმოყვარე ადამიანი მის ადგილას ასევე მოიქცეოდა. წმინდა ადმიანური თვალსაზრისით, რაღა X factoris ჟიური და რაღა თქვენი. სტუმარს თუ იწვევთ ცოტა პატივისცემით მოეპყარით ან ნუ დასცინებთ მაინც თუ ეს ძალიან ძნელია..."

"ეხლა ვნახოთ ვის დაცინებს ჩვენი პატივცემული ელიტა..."image

0
640
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
640
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0