x
image
hamunaptra1990
ნუკი კოშკელიშვილის ახალი ფოტოკოლექცია
imageნუკი კოშკელიშვილი ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელია, თუმცა ბოლო ხანებში იგი ნაკლებად ჩანს, შემოქმედებით კარიერაში ეტყობა პაუზა აქვს.

ნუკი საზოგადოებამ პირველად გაიცნო კონკურსიდან "მის საქართველო". მართალია სილამაზის კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მას შემდეგ ეს მომხიბვლელი, ქერათმიანი გოგონა ბევრმა შეამჩნია და უამრავი შეთავაზებები ჰქონდა.

აქედან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა. გადაღებულია სხვადასხვა ტელესერიალებში და მრავალი ტელეპროექტის წამყვანიც იყო.


შესანიშნავად რომ ცეკვავს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ტელეპროექტში მონაწილეობით დაამტკიცა. სადაც ორი თვის მანძილზე იბრძოდა გამარჯვებისთვის და თავისი თავი ამ მხრივ კარგად გამოავლინა.


გიორგი ნაზღაიძესთან ერთად მიყავს გადაცემა "ცოტა ყავა და ბევრი ჭორი", სადაც ისინი ურეკავენ ქართველ ცნობილ სახეებს და მათ შესახებ გაგონილ ჭორებზე ესაუბრებიან.

როგორც ცოტა ხნის წინ ნუკი კოშკელიშვილმა აღნიშნა, ეთერში დაბრუნებას მალე აპირებს, თუმცა დეტალების დაზუსტებიდან თავი შეიკავა.


მის პირად ცხოვრებაში რა ხდება ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ნუკი თავის შეყვარებულს დაშორდა. მათი რომანი კი იმით დაიწყო, რომ დაქალისთვის არჩეული ბიჭი, ბოლოს მისი შეყვარებული გახდა და დიდი ხნის მანძილზე იყვნენ ერთად.

იმედია ნუკი მალე დაუბრუნდე ტელე ეთერს, რადგან იგი მართლაც რომ ძალიან საინტერესო და ნიჭიერი პიროვნებაა და ქართულ ტელესივრცეს ჭირდება ასეთი პიროვნებები.


ახლა კი წარმოგიდგენთ მის ახალ ფოტოკოლექციას.imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
ეს კი ნუკის ბავშვობის ფოტოაimage

2
86
4-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
86
  
2013, 26 ივნისი, 11:50
კარგი სტილის გოგოა მომწონს
2013, 26 ივნისი, 9:55
არ მომწოონს ეს გოგოო
0 1 2