x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
10 კინომითი, რომლისაც გვჯერა

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ის, რაც ფილმებში ხდება, ყოველთვის სიმართლე არ არის. თუმცა, ზოგიერთ მითს ფილმებიდან, ყველა შეცდომაში შეჰყავს, რადგან მისი გამეორება არაერთხელ ხდება.

აქ განვიხილავთ კინოს რამდენიმე ფსევდოფაქტს, რომელიც აქამდე სიმართლე გვეგონა.


image

image


მითი I. პოლიცია ზარის განხორციელების ადგილს 3 წუთში ადგენს

image

image

ფილმების მიხედვით, დამნაშავეს რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა აიძულო საუბარი, რომ პოლიციამ მისი ადგილ-მდებარეობა დაადგინოს – ეს რეალური ფაქტია, თუ საუბარი სტაციონალური ტელეფონით განხორციელებულ ზარს ეხება, რომელიც 1970 წლამდე, კომუტატორის დახმარებით მუშაობდა. კომუტატორების გაუქმების შემდეგ, უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ ამ ხრიკს ფილმებში ისევ იყენებენ.

რეალურად, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ზარი და საუბარი მობილური ტელეფონით ხორციელდება, ობიექტის მდებარეობის დადგენა, დროის მოკლე შუალედში – პრაქტიკულად, შეუძლებელია. გამონაკლის მხოლოდ მოწყობილობა წარმოადგენს, აქტივირებული GPS-ით, რომელსაც დამნაშავე აუცილებლად გათიშავდა და ეს რომ არც გაეკეთებინა, ამ სისტემიდან მონაცემის მისაღებად, მინიმუმ 30 წუთი მაინც არის საჭირო და დამნაშავე ამ ხნის მანძილზე, ერთ ადგილზე ნამდვილად არ გაჩერდება.
imageმითი II. გაჩერებული გულის ამუშავება დეფიბრილატორის გამოყენებით შეიძლება


image


დეფიბრილატორით გაჩერებული გულის ამუშავება და მომენტალურად მკვდრეთით აღდგომა, – ჩვეულებრივი სიტუაციაა, რომელსაც ფილმებში ძალიან ხშირად იყენებენ. მაგრამ, ეს მხოლოდ კინომითია.

რეალურად, ადამიანის რეანიმირება, თუ მას გული გაუჩერდა, უკვე შეუძლებელია. ეს ხელსაწყო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ადამიანს გულის რითმი აქვს დარღვეული, რამაც შემდგომში, შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს. გულის რითმის დარღვევის შემთხვევაში, მონიტორზე არასტაბილურად მოძრავი ხაზი ჩნდება და არა სწორ ხაზი, როგორც ეს ფილმებშია.
ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, დეფიბრილატორს არ შეუძლია გაჩერებული გულის ამუშავება.imageმითი III. ქლოროფორმით ადამიანის დაძინება შეიძლება
image
ესეც ფსევდოფაქტია კინოდან. მომენტალურად ადამიანის დაძინება შეუძლებელია. იმისთვის რომ ის ეფექტი მიიღონ, რასაც ფილმებში აჩვენებენ, ადამიანმა მინიმუმ 5 წუთი მაინც უნდა ისუნთქოს ამ პრეპარატით. მხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება გაითიშოს, მაგრამ მალევე მოდის გონზე. რაც შეეხება ღრმა ძილს, ამისთვის საჭიროა, რომ ქლოროფორმი მუდმივად ხვდებოდეს სასუნთქ ორგანოებში. თუმცა, ამ შემთხვევაში, შეიძლება ადამიანი, ამ ტოქსიკური პრეპარატით მოიწამლოს და გარდაიცვალოს.
ამრიგად, ადამიანის ქლოროფორმით, დიდი ხნით დაძინება, შეუძლებელია.

imageმითი IV. ორი იარაღით ერთდროულად სროლა, მტრის დამარცხების გარანტია არის

image
ე. წ. ბოევიკებში, მთავარი გმირები ხშირად მიმართავებ მტრებთან ბრძოლის ამ მეთოდს. ისინი ერთდროულად ორი იარაღიდან ისვრიან და ირგვლივ გვამების ცვენა იწყება.

ორი იარაღით სროლა, ძალიან ეფექტურია ეკრანზე, სანახაობრივი თვალსაზრისითის. მაგრამ რეალურად, ორი იარაღით ერთდროულად დამიზნება და სროლა შეუძლებელია. უფრო, მეტიც ორი იარაღით სროლის დროს, დამიზნება ერთი იარაღითაც შეუძლებელია.imageმითი V. წამლის შეყვანა პირდაპირ გულში – ჩვეულებრივი სამედიცინო პროცედურაა

image
ასეთი პრაქტიკა ნამდვილად არსებობს, მაგრამ არის უფრო ეფექტური – ინექცია ვენაში. ბუნებრივია, გულში გაკეთებული წამალი უფრო მალე იმოქმედებს, ვიდრე ვენაში. მაგრამ, გულში ჩხვლეტა ძალიან სახიფათოა, რადგან შეიძლება, გაჩენილი ნახვრეტიდან, სისხლდენა დაიწყოს.
გულში ჩხვლეტა, მედიცინაში, პრაქტიკულად არ გამოიყენება.

imageმითი VI. წამებით ყოველთვის შეიძლებ უტყუარი ინფორმაციის მოპოვება
image
ის, რომ ადამიანის ფიზიკური წამებით სიმართლის გაგება შეიძლება – რეჟისორების მოგონილი ფსევდოფაქტია. მეცნიერული თვალსაზრისით, ინფორმაციის გამოძალვის მსგავსი მეთოდი, შედეგს არ იძლევა. სავარაუდოდ, ნაწამები და შეშინებული ადამიანი, ოღონდ კი, წამება დასრულდეს და იმას იტყვის, რისი მოსმენაც მისგან უნდათ.
წამება — ეფექტური საშუალება არ არის, სიმართლის გასაგებად.imageმითი VII. დახრჩობა ხმაურით ხდება

image


ფილმებში, ადამიანი, წყლიდან რამდენიმე წამით ამოყვინთვის მომენტში, შველას ითხოვს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ კინომითია. რეალურად – ადამიანები უხმოდ, ხმის ამოუღებლად იხრჩობიან, რადგან მოგუდვის მომენტში, რაიმე სახის ბგერის გამოცემა, ფაქტიურად, შეუძლებელია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს წყალში მოხვედრის გამო სტრესი აქვს ან პანიკაშია არის ჩავარდნილი, ეს უკვე შეშინაბაა და არა დახრჩობა. მას ამ შემთხვევაში, შეუძლია იყვიროს და დახმარება ითხოვოს.
ხმამაღალი ყვირილი, დახრჩობის მომენტში, უბრალოდ შეუძლებელია.

imageმითი VIII. მაყუჩიანი პისტოლეტი – უხმაუროა
image
ეს სიმართლე არ არის. ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს ასეთი ტიპის იარაღთან, კარგად იცის, რომ მაყუჩი სროლის ხმას ამცირებს, მაგრამ სრულად არ აქრობს, როგორც ეს ფილმებშია ნაჩვენები.
მაყუჩი ხმას მხოლოდ ამცირებს, მაგრამ არ ახშობს. imageმითი IX. თავი მოიგიჟიანე – და სასჯელს გაექცევი

image
სერიულმა მკვლელმა თავი შეშლილად მოაჩვენა და მას მხოლოდ შინაპატიმრობა მიუსაჯეს. არც ეს არის სიმართლე. ჯერ-ერთი, შეურაცხადობას დამტკიცება სჭირდება, ეს კი რთული და ხანგრძლივი პროცესია. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავეს შეურაცხადად ცნობენ, მას სახლში არავინ გაუშვებს, თუნდაც შინაპატიმრობით. ის აუცილებლად მოხვდება გისოსებს მიღმა, სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელსაც მოიხდის და იმკურნალებს კიდეც.
შეურაცხადობა — სასჯელისთვის თავის არიდების საუკეთესო საშვალება არ არის. imageმითი X. სასამართლო ექსპერტიზა ყოველთვის ხსნის დანაშაულს

image
სასამართლო ექსპერტიზა, დანაშაულის ადგილზე, მტკიცებულებებს აგროვებს და თითოეულ მათგანს ანალიზს უკეთებს. თმის ღერით და ანაბეჭდით დამნაშავის მოძებნა, როგორც ფილმებში ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მისი მონაცემები, პოლიციის მონაცემთა ბაზაში უკვე დაფიქსირებული არის. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მოსახლეობის დნმ-ის და თითის ანაბეჭდების სრული რეესტრი.
ფილმებში სასამართლო ექსპერტიზის ეფექტურობა, დამნაშავის ძებნის საქმეში, ნამდვილად გაზვიადებულია.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსაბედისწერო ქალები წითლებში. სექსუალური კინოგმირების TOP- 10
მსახიობები, რომლებმაც უნაკლოდ შეასრულეს ისტორიული პერსონაჟების როლები

10 ლეგენდარული კინოროლი, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

რა დრო გასულა?

დიდი მსახიობი თავისი ცხოვრების და კარიერის შესახებ. ინტერვიუ 82 წლის ალენ დელონთან

0
266
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0