x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
20 დესერტი, რომლითაც საპატარძლო ტორტი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ - ამისთვის ქორწილის გადახდა კიდევ ერთხელ ღირს!
image

საპატარძლო ტორტი ტრადიციული ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. მაგრამ რა მოხდება თუ ტრადიციულ ბისკვიტის ტორტს უფრო ორიგინალურ ალტერნატივას გამოვუნახავთ? ალბათ ეს წვეულებას გაცილებით უფრო ლამაზს, დაუვიწყარს და... გემრიელს გახდის! ქვემოთ გთავაზობთ ტრადიციული საპატარძლო ტორტის რამდენიმე საინტერესო ალტერნატივას, რომლებიც, გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს...ყოველ შემთხვევაში, ტკბილეულის მოყვარულთ მაინც.

1. ჰაეროვანი ბრინჯი


image


მოკრძალებული, მსუბუქი, ორიგინალური დესერტი ტკბილი ჰაეროვანი ბრინჯისგან.


2. კარამელი

image

ტორტი "ვარდისფერი სამოთხე", რომელიც შედგება უამრავი გრძელი კარამელისგან.


3. ნაყინი

image

უნიკალური სამსართულიანი ტორტი ნაყინის ბურთულებისგან.


4. პოპკეიკები

image

ორიგინალური, ლამაზი და ძალიან გემრიელი ტორტი, რომელიც შედგება ჯოხებზე დამაგრებული, მინანქარში ამოვლებული ბისკვიტის ბურთულებისგან.

5. ყველი

image

საქორწილო ტორტი, რომელიც რამდენიმე სახეობის ყველისგან შედგება, ნამდვილად დაუვიწყარს გახდის თქვენს წვეულებას.




6. ბეზე

image

საპატარძლო ტორტი მარწყვით მორთული უამრავი პატარა ბეზეთი.


7. ფენოვანი მილაკები
image
ეფექტური და ამავდროულად ძალიან მარტივი ტორტი მოხარშული კრემისა და ფენოვანი მილაკებისგან.

8. მაკარუნი

image

პირამიდა უგემრიელესი, სხვადასხვაფერი მაკარუნებისგან.


9. ღვეზელი


image


ხილის ღვეზელის ოთხი სართული ტრადიციული ტორტის მაგივრად.

10. ბლინები

image

დიდი საქორწილო ტორტი ბლინებისგან, კრემისა და ჯემისგან.


11. ვაფლი

image

მსუბუქი და ნაზი საქორწილო ტორტი ვაფლებისგან.

12. ბრაუნი

image

უჩვეულო საქორწილო დესერტი - პირამიდა კვადრატებად დაჭრილი, შოკოლადის უგემრიელესი ბრაუნისგან.


13. შოკოლადის ტრიუფელი

image

მრავალსართულიანი დესერტი მოზრდილი შოკოლადის ტრიუფელებისგან.

14. კანოლები


image

სიცილიური დესერტი. კოშკი ვაფლის მილაკებისგან მასკარპონეს კრემით.


15. დარიჩინიანი ფუნთუშები

image

ტორტი პოპულარული დარიჩინიანი ფუნთუშების - სინაბონებისგან.

16. ორცხობილა

image

მადისაღმძვრელი კოშკი კრემიანი ორხობილებისგან.


17. ბურთულები

image

უმშვენიერესი ტორტი ერთი ზომის მრგვალი, მინანქარში ამოვლებული ბისკვიტის ბურთულებისგან

18. კაპკეიკები


image

მშვენიერი კაპკეიკების პირამიდა ტრადიციული საქორწილო ტორტის ნაცვლად.


19. დონატები

image
ულამაზესი კოშკი მინანქრიანი დონატებისგან.


20. ჩუროსი

image

გემრიელი დესერტი ტკბილი შემწვარი, ფუნჩულებისმაგვარი ჩხირებისგან.

1
434
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
434
  
2016, 23 მაისი, 21:01
მმმ.. მომინდაა :(((
0 1 1