x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სავარაუდოდ, სამყაროში უამრავი ცივილიზაცია არსებობს (შანსი იმისა, რომ მარტონი ვართ – 10 მილიარდ ტრილიონში, მხოლოდ ერთია)

image
არის, თუ არა, სხვა სიცოცხლე სამყაროში? და თუ არის, შეუძლია მას ჩვენთან ურთიერთობა? ან აქვს კი, ამის სურვილი? თუ არის ასეთი ცივილიზაცია, რამდენად ხანგრძლივია მისი სიცოცხლე? – ასეთია ძირითადი კითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად უსვამენ ასტრონომებს, როდესაც უცხოპლანეტელებზე არის საუბარი. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, არც ისე ადვილია, როგორც ეს «ვარსკვლავურ ომებში» არის ნაჩვენები.

დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი, აღნული საკითხებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ, ჯერ კიდევ, 1961 წელს მიიღო და ის დღეს, ფრენკ დრეიკის ფორმულის სახელით არის ცნობილი: «კითხვა, იმის შესახებ, არსებობენ, თუ არა, სხვა განვითარებული ცივილიზაციები სამყაროში, დამოკიდებულია სამ დიდ ალბათობაზე, რომელიც ფორმულაში არის მოცემული», – თქვა მეცნიერმა.

image

image

image

ან

image

image

imageსადაც:

N — არის გონიერი ცივილიზაციების რაოდენობა, რომლებსაც ჩვენთან კონტაქტში შემოსვლის სურვილი აქვთ;

N*— ვარსკვლავების რაოდენობა ჩვენს გალაქტიკაში;

fp — ვარსკვლავების წილი, რომლებსაც პლანეტები აქვთ;

ne — ალბათობა, პლანეტების (და მათი თანამგზავრების) საშუალო რაოდენობისა, რომელზეც არის ყველა პირობა, ცივილიზაციის ჩასახვისთვის;

fe — იმის ალბათობა, რომ ხელსაყრელ პირობებში სიცოცხლე ჩაისახება;

fi— ალბათობა, სიცოცხლის გონიერი ფორმების განვითარებისა, პლანეტებზე, სადაც არსებობს სიცოცხლე;

fc — პლანეტების რაოდენობის თანაფარდობა, რომელზეც გონიერი ცივილიზაცია არესებობს და მზად არის კონტაქტში შემოსასვლელად, იმ პლანეტებთან, რომელზეც გონიერი სიცოცხლე საერთოდ არსებობს;

L — ცივილიზაციის არსებობის დრო (ანუ დრო, რომლის მანძილზე ცივილიზაცია არსებობს და კონტაქტში შემოსვლის სურვილი აქვს);

Tg — ჩვენი გალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა;


image

სამყაროში სხვა სიცოცხლის არსებობის ორი ფორმულა: დრეიკის ფორმულა (ზევით) და ადამ ფრანკის და ბუდრფ სალივანის შედარებით ახალ ფორმულა.


«ჩვენ უკვე დიდი ხნია, რაც ვიცით, თუ როგორ ცხოვრობს ვარსკვლავების უმრავლესობა, – დაამატ ფრენკ დრეიკმა. – მაგრამ, არ ვიცით, მალავენ თუ არა სიცოცხლეს ეს ვარსკვლავები, არც ის ვიცით, რამდენად ხშირად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლე პლანეტაზე და გაჩნდებიან თუ არა მასზე გონიერი არსებები».
ამ საკითხების გასარკვევად, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტრონომიის და ასტრო-ბიოლოგიის განყოფილების დოქტორმა ადამ ფრანკმა და მისი შრომის თანაავტორმა ბუდრაფ სალივანმა, ზემოთ აღნიშნულ, ფორმულაში უცნობი სიდიდეების კვლევა, სამი მიმართულებით დაიწყეს. მათ უნდა დაედგინათ:
1. რამდენ ვარსკვლავს შეიძლება ჰქონდეს პლანეტა, რომელზეც სიცოცხლის არსებობა არის შესაძლებელი?

როგორც გაირკვა, ვარსკვლავების საერთო რაოდენობის 1/5 გააჩნია სიცოცხლის ზონები ანუ ისეთივე ორბიტები, როგორზეც ჩვენი პლანეტა მოძრაობს. ამის დადგენა, კოსმოსური ტელესკოპის – «კეპლერის» და სხვა პლანეტარული კვლევის მასალების შესწავლის შედეგად მოხერხდა.
2. რამდენად ხანგრძლივია ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია და ამიტომ მკვლევარებმა ის სხვა კითხვით ჩაანაცვლეს: «ვართ თუ არა ჩვენ ერთადერთი ტექნოლოგიური სახეობა, რომელიც ოდესმე განვითარებულა სამყაროში?».
3. რამდენად მოსალოდნელია, პლანეტაზე, რომელზეც სიცოცხლე არსებობს, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის განვითარების შესაძლებლობა?

იმისთვის, რომ ამ კითხვებზე პასუხი გაეცათ, მათ დაუშვეს, რომ სამყაროში მარტონი ვართ. როდესაც ეს ალბათობა, უკვე ცნობილი ვარსკვლავების რაოდენობას შეუფარდეს, აღმოჩნდა, რომ ამის შანსი – 10 მილიარდ ტრილიონში, მხოლოდ ერთია.


image

კეპლერის მიერ აღმოჩენილი, დედამიწის პირობების მსგავსი ოთხი პლანეტა და დედამიწა: Kepler-22b, Kepler-69c, Kepler-62e, 62f-Kepler (მარცხნიდან მარჯვნივ)


მიღებული შედეგით, მეცნიერებმა, ფაქტიურად მოახდინეს, უკვე არსებული, დრეიკის «არქეოლოგიური ფორმის» ფორმულის დუბლირება. ახალ ფორმულაში ერთმანეთზე ორ ტერმინი არის გადამრავლებული: «Nast» და «fbt»-სი, სადაც «Nast» არის «დასახლებული პლანეტების რაოდენობა, სამყაროს მოცემულ მოცულობაში», ხოლო «fbt» – «ტექნოლოგიური სახეობის ალბათობა, ამ პლანეტებიდან რომელიმეზე».

A = «Nast» X «fbt»

მკვლევარები ამბობენ, რომ ერთი – 10 მილიარდ ტრილიონზე, ძალიან დაბალი ალბათობა არის იმის დასამტკიცებლად, რომ სამყაროში მარტონი ვართ. მაგრამ, სამყაროს უზარმაზარ მანძილზე არსებობა, ცივილიზაციის არსებობის პერიოდის განუსაზღვრელობასთან კომბინაციაში, იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა პლანეტაზე არსებული ცივილიზაციების წარმომადგენლები, ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდებიან.

«ჩვენი ცივილიზაცია, დაახლოებით, 10 000 წლის არის. თუ დავუშვებთ, რომ ტიპიური ცივილიზაციები ათეულობით ათასი წლის მანძილზე ცხოვრობენ, სამყაროს არსებობის 13 მილიარდი წლის მანძილზე, უამრავი ცივილიზაცია შეიძლებოდა ყოფილიყო და ისიც შესაძლებელია, რომ სხვა ცივილიზაციები უკვე დაიღუპნენ და მხოლოდ ჩვენ დავრჩით – აცხადებენ მეცნიერები.
«კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენი ცივილიზაცია არ არის უნიკალური და არის იმის ალბათობა, რომ მსგავსი ცივილიზაციები სხვა პლანეტებზეც არსებობდნენ – დაამატა დრეიკმა – და თუ ეს სიმართლეა, მაშინ იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩამქრალი ცივილიზაციების ბედი არ გავიზიაროთ».

7
960
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
960
  
2016, 19 მაისი, 16:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 16 მაისი, 22:00
მართალი ბრძანდებით ბატონო პლატონ, გეტანხმებით 100%-ით. მართლა სულელებივით იქცევიან ასტრონომები(ზოგიერთი)
მე ვფიქრობ ხოლმე და რამდენიმე ვერსია მოვიფიქრე:
როდესაც ასტეროიდი ეცემა დედამიწას, ხომ შეიძლება იმ ასტეროიდზე იყოს არადედამიწური ბაქტერიები, ანუ ესენი არიან არადედამიწელები, რაც ნიშნავს, რომ ისინი უცხოპლანეტელები არიან. ჩვენ უკვე ვიპოვეთ ბაქტერიები-უცხპლანეტელები, თუმცა ამ ასტრონომებს მაინცდამაინც ცივილური არსების ნახვა სურთ. ჯერ დაიწყონ არადედამიწური ბაქტერიების შესწავლა და მერე მიხედონ ცივილურ არსებებს.
2016, 16 მაისი, 21:16
რა იციან? რომ წერია ვერ შეხვდებიან ცივილიზაციები ერთმანეთსო, იქნება ვხვდებით? ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. იქნება რაღაც ცივილიზაცია ისეა განვითარებული, რომ აქვთ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც დადის სინათლის სხივის სისწრაფით და მოგვაგნონ? ეგენი წინასწარმეტყველნი არა არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდნენ!
რაც შეეხება უცხოპლანეტელებს, მათ არსებობას ვერავინ ამტკიცებს. რელიგია ამბობს არ არიანო, მეცნიერება არიანო. ვერარ გავიგე. ამის გადაჭრა შესაძლებელია: დაველოდოთ ან მათ მოსვლას ან შეიძლება ჩვენ ვნახოთ ისინი.
დრო გვიჩვენებს, დრო ხომ პასუხია!
2016, 16 მაისი, 18:53
მხოლოდ მშრალი ასტროფიზიკური მონაცემები და მრავალჯერადი მათემატიკური გამოთვლები როგორც წინა პერიოდში და ახლაც რეალურ შედეგს არ იძლევა - ახლა როგორც youtube.com საიტში დადებული ვიდეომატერიალები იუწყება - უკვე დედამიწაზე ადამიანის დაკვიდრებამდე სწვევიან უცხოპლანეტელი კოლონიზატორები დედამიწას პლანეტა x - ანუ ნიბირუდან... და ეს არ არის ფანტაზია - ეს რეალობაა...
2016, 16 მაისი, 16:33
ფაქტებიც არსებობს და მათემატიკური გამოთვლებიც. მაგრამ ეს ყველაფერი სამეცნიერო ნაშრომის სახით არის, რომელსაც სპეციალური განათლების გარეშე, ადამიანი ვერ წაიკითხავს. ასტრო-ფიზიკა და ასტრო-ბიოლოგია სკოლაშიც კი არ ისწავლება.
ასე, რომ, ეს ყველაფერი არც ისე მარტივი არის.
2016, 16 მაისი, 15:14
ვერსიები, ვერსიები, ვერსიები... იქნებ ფაქტებიც არსებობს, მაგრამ ჩვენ ვერ და არ გავიგებთ((
0 1 7