x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
5 რეალური და შოკისმომგვრელი ფაქტი დედამიწაზე, რომლებიც ისტორიას არ ავიწყდება

დედამიწაზე აღსავსეა უცნაური და მისტიური მოვლენებით. ალბათ გქონიათ შემთხვევა,
როდესაც მეგობრებთან ერთად, სადღაც მყუდრო გარემოში ან სახლში მარტო დარჩენილებს გისაუბრიათ პარანორმალურ მოვლენებზე, ხშირ შემთხვევაში გამოგონილებზე. მაგრამ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 6 რეალურ, მისტიურ ისტორიას, რომელიც ასეთ სიტუაციებისთვის ნამდვილად გამოგადგებათ. არ დაივიწყოთ, როგორც მეცნიერები ამბობენ: ყველაზე მეტ კალორიას საშინელებათა ჟანრი წვავს. ასე, რომ დღეს ჩვენ უამრავ კალორიას გავანადგურებთ..










ეშმაკის ნაკვალევი


image


1855 წლის 8 თებერვალს, ინგლისის ქალაქ დევონში ადგილობრივები უცნაური და

შიშისმომგვრელი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. ღამის საათებში შეუჩერებელი თოვლის

მიუხედავად, არხეინად დასეირნობდა "ეშმაკი" - ასე უწოდეს ადგილობრივებმა.

თოვლის შემდეგ, მოულოდნელად უცნაური ანაბეჭდები გაჩნდა, რომელიც ჩლიქებს წააგავდა. სიგანეში დაახლოებით 4-6 სმ იყო, სიგრძეში კი 20 სმ-მდე. ნაკვალევი მთელ ქალაქს გასდევდა და დაახლოებით 160 კმ-ის მანძილზე უწყვეტად გრძელდებოდა. ამასთან ერთად, ხაზი ძირითად შემთხვევაში სწორად, პირდაპირ მიდიოდა. ადგილობრივებიდან რამოდენიმემ ეს უცნაური არსება შეამჩნიეს კიდეც, მათი აზრით, ეს არ უნდა ყოფილიყო ადამიანი... ის იყო დაახლოებით 3 მეტრა სიმაღლის და

უცნაური გარეგნობის. ამ ისტორიის შემდეგ, რამოდენიმე გაბედულმა მამაკაცმა იარაღს

ხელი მოჰკიდა და ეშმაკის საძებნელად გაეშურა, თუმცა ამაოდ. წლების შემდეგ, 2009 წელს იგივე შემთხვევა განმეორდა იგივე ქალაქში. მეცნიერების უახლესი ტექნოლოგიებით ჩარევამ შედეგი ვერ გამოიტანა. ადგილობრივები მოვლენას სიმბოლურად “ეშმაკის ნაკვალევი” "Devil’s Footprints" უწოდეს.








ფელიცია ფელიქს-ზომბი


image


1907 წელს, ფელიცია ფელიქსი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ, გავიდა

30 წელი და ადგილობრივებებმა ჰაიტის მოქალაქეებმა, ფელიცია შენიშნეს შეშლილ

მდგომარეობაში ქუჩაში სიარულის დროს, რომელსაც ასევე თან ახლდა სხვა "ზომბებიც"

რამოდენიმე საათში მოხერხდა ფელიციას დაკავება, ეს შოკისმომგვრელი ფაქტი იყო

მთელი ქვეყნისთვის. ფელიცია გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას რამოდენიმე

მედიკამენტი მიაღებინეს. როგორც ცნობილია, "ზომბად" ქცეულ ქალბატონს ადრეულ

ასაკში ფეხი ჰქონია მოტეხილი და სიცოხლეს კოჭლობით ატარებდა, მაგრამ

გადაყვანილ საავდმყოფოს ტრავმატოლოგების თქმით, ფელიციას ფეხზე არანაირი

მოტეხილობა არ ჰქონია... ადგილობრივებმა ეს ფაქტი მკვდრეთით აღდგომასთან

დააკავშირეს.












უცხოპლანეტელები


image


უცხოპლანეტელების თემა ისევ ეჭვქვეშ დგას, ამ კითხვაზე სრულ, დამაკმაყოფილებელ

პასუხს ვერავინ გვცემს. ისტორიას ახსოვს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებმაც

საკუთარი თვალით დაინახეს უცხოპლანეტელები და ამტკიცებდნენ მათ არსებობას.

ერთ-ერთი მისტიური შემთხვევა განვითარდა 1973 წლის 18 ოქტომბერს. აშშ-ს

საჰაერო ძალების ოთხი პილოტი ამტკიცებდა, რომ მათ დაინახეს უცხოპლანეტელების

ხომალდი. ეს ფაქტი უცხოპლანეტელების შესახებ, ერთ-ერთ უძლიერეს მტკიცებულებას

წარმოადგენს, ვინაიდან ამჯერად თვითმხილველების რაოდენობა ერთს აღემატებოდა,

ამასთან ერთად მათ შენიშნეს წითელი შუქი, რომელიც უცხოპლანეტელების

ხომალდიდან ანათებდა. ეს წითელი შუქი, ოჰაიოს შტატის რამოდენიმე ქვეითად

მოსიარულე მოქალაქემაც შენიშნა.










Ourang Medan


image


1948 წლის თებერვალში ინდონეზიის მახლობლად მყოფ გემებს მიუვიდათ შეტყობინება ჰოლანდიური სატვირთო გემიდან სახელად SS Ourang Medan. მესიჯი შემდეგს იტყობინებოდა: „ყველა ოფიცერი კაპიტანის ჩათვლით მკვდარია და გემბანზეა მიმოფანტული. ალბათ მთელი ეკიპაჟი მკვდარია.“ ეს მესიჯი მოსდევდა მორზეს კოდით დაწერილ სიტყვებს, რომელთა გაშიფვრა შეუძლებელი გახლდათ და მთავრდებოდა საზარლად – „მე ვკვდები“. როდესაც პირველი მაშველთა ფლოტი Ourang Medan-ს მიუახლოვდა, მათ გემთან კონტაქტი სცადეს, მაგრამ იქიდან არავინ გამოეხმაურათ. როდესაც გემისკენ აბორდაჟი გაგზავნეს, მათ თვალწინ გადაეშალათ სანახაობა, რომელმაც „ოურანგ მედანი“ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ საზღვაოსნო ისტორიად აქცია.

გემის ეკიპაჟის თითეული წევრი თვალგახელილად მკვდარი იყო და თითოეულის სახეზე დიდი შიში შეიმჩნეოდა, ყველას ერთნაირად ხელები განზე ჰქონდა გაშლილი და სახე მზისკენ ჰქონდათ მიმართული. ეკიპაჟის ძაღლიც კი მკვდარი იყო. როდესაც ძრავის ოთახში შევიდნენ მაშველთა რაზმმა სუსხი იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატებოდა. შეშინებულმა მაშველებმა გადაწყვიტეს “ოურანგ მედანი” მათ გემს ჩაებათ და ასე მიეყვანათ ნაპირამდე. ჩააბეს თუ არა თოკები, საშინელებათა გემიდან მასიური კვამლი ამოვარდა. მაშველთა რაზმმა ძლივს მოახერხა თოკების გადაჭრა, სანამ Ourang Medan აფეთქდა და ჩაიძირა.









კივილის გვირაბი



image


კივილის გვირაბი წარმოადგენს პატარა რკინიგზის ქვეშ გადასასვლელ გვირაბს ონტარიოში (კანადა). იგი მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა, არის 4.9 მეტრი სიმაღლეში და მხოლოდ 38 მეტრი სიგრძეში. თუკი მას ესტუმრებით, მკაფიოდ გაიგებთ კივილის ხმას და სწორედ ეს აქცევს ამ პატარა გვირაბს საშინელ ადგილად.
ადგილობრივი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ამ გვირაბში სახლობს პატარა გოგონას მოჩვენება, რომელიც ერთ-ერთი მახლობელი ფერმიდან ცეცხლმოკიდებული გამოვარდა და ამ გვირაბში მოკვდა. არსებობს ლეგენდის სხვა ვარიანტებიც – ერთ-ერთის თანახმად, გოგონა საკუთარმა მამამ დაწვა მას შემდეგ, რაც ცოლს გაეყარა. სხვა ისტორია კი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც ამ გვირაბში გააუპატიურეს და შემდეგ, კვალის დასაფარად, დაწვეს.
რომელია ნამდვილი ამ ლეგენდებიდან ჩვენ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ ყველა ლეგენდა მოგვითხრობს პატარა გოგონაზე, რომელიც დაიწვა და სწორედ აქედან მოდის გვირაბის ეს განწირული კივილი.







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

4
1271
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1271
  
2016, 4 მაისი, 15:27
Madloba aseti komentarebistvi
2016, 4 მაისი, 15:15
საინტერესო იყო და ხშირად თუ მოგაწვდით ასეთ იმფორმაციას კარგი იქნება :)
2016, 22 აპრილი, 12:20
დიდი მადლობა... მაკა რავიცი აბა მეც ცოტა მჯერა თითქოს
2016, 22 აპრილი, 12:18
ძალიან საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ უცხოპლანეტელების არსებობის არ მჯერა :)) გავაზიარე.
0 1 4