x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალი, რომელიც საშვილოსნოს და ვაგინის გარეშე დაიბადა: "ჩემი საშინელი ისტორია" - ჯოანა ჯანული

ჯოანა ჯანული 27 წლისაა. მას არა აქვს საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი და ვაგინა. ამ დაავადებას როკატანსკის სინდრომი ჰქვია. ჯოანა თავად გვიყვება იმ სირთულეების შესახებ, რაც ყოველი 5000 ქალიდან ერთს, ამგვარი ანომალიით დაბადებულს აქვს.


image


"- როდესაც პირველად წავედით ექიმთან, მამა ცდილობდა ისეთი სახე მიეღო, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა; დედაც ასევე იქცეოდა, თუმცა მას ეს უფრო ცუდად გამოსდიოდა. ის ჩემზე მეტად იტანჯება აგერ უკვე 10 წელია და მე გული მტკივა, როცა მის შეწუხებულ სახეს ვხედავ.

პირველი ხუთი წელი ჩვენ ამის შესახებ ლაპარაკს ვერიდებოდით. შემდეგ დედამ დაიწყო საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ თითქოს მან რაღაც შეცდომა დაუშვა ჩემზე ფეხმძიმობის დროს და მეც ამიტომ დავიბადე ანომალიით. მე მას ავუხსენი და დავამშვიდე, რომ ის არაფერში არა დამნაშავე და რომ მთავარი აქ გენეტიკაა...

მაგრამ ყველაზე დიდი გულისტკენა განვიცადე მაშინ, როცა ჩემმა შეყვარებულმა მიმატოვა მას შემდეგ, რაც გაიგო, თუ რა ნაკლი მქონდა. მაშინ 21 წლის ვიყავი, ჩვენ ათენში ვცხოვრობდით და უსაზღვროდ ვიყავი შეყვარებული ჩემს მომავალ მეუღლეზე. როცა ჩემს საქმროს, რომელსაც მანამდე ძალიან ვუყვარდი, ვუამბე ჩემი დარღვევების შესახებ, მან ნიშნობა ჩაშალა და მიმატოვა.

ეს ყველაფერი დღეს უკვე წარსულს ჩაბარდა..ახლა მე მყავს საყვარელი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის ჩემს შესახებ- მან იცის, რომ ჩვენ არასოდეს გვეყოლება შვილები, მაგრამ მაინც ჩემს გვერდითაა და მე ბედნიერი ვარ, რომ ის მყავს.

მე ძალიან გამიმართლა, რომ მას შევხვდი.


image


დედამ პირველად ექიმთან 14 წლის ასაკში წამიყვანა იმის გამო, რომ თანატოლებისაგან განსხვავებით, თვიური არა და არ მეწყებოდა. ექიმმა ზერელედ გამსინჯა, რადგან ჩემი ასაკის გამო არ უნდოდა ინტიმურ ადგილებს შეხებოდა. მეორედ ექიმთან უკვე 16 წლის ასაკში მოვხვდი. ექიმმა სერიოზულ გამიოკვლევაზე გამგზავნა და სწორედ მაშინ გამოირკვა, რომ საერთოდ არ მქონდა საშვილოსნო და ვაგინა. მე პლასტიკური ოპერაცია ჩამიტარდა, რათა შემძლებოდა სქესობრივი ცხოვრება. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა მე სამი თვე ვერ შევძელი ფეხზე დადგომა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა ბერძენი ექიმების პრაქტიკაში. 17 წლის ასაკში მე ხელოვნური ვაგინა ჩამიდგეს, ეს კი რევოლუციური პროცედურა იყო. მაგრამ ახალი ვაგინა ვიწრო აღმოჩნდა, ამიტომ სექსი საშინელ ტკივილს მაყენებდა. ამის გამო განმეორებითი ოპერაცია გამიკეთეს და სადინარი გააფართოეს. ამ ოპერაციის შემდეგ მე ფიზიკურად უკვე კარგად ვგრძნობდი თავს, თუმცა ამას ვერ ვიტყოდი ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - მე ხომ განგებამ მძიმე ტვირთი მარგუნა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა მეტარებინა.

მე მყავდა უამრავი ნაცნობი, რომლებიც უბრალოდ დამცინოდნენ ჩემი ნაკლის გამო. წლების განმავლობაში არ შემეძლო ვინმესთან სტაბილური ურთიერთობა მქონოდა. როცა ახალგაზრდა ყმაწვილს გავიცნობდი და ის ჩემს მიმართ სიმპატიით განიმსჭვალებოდა, საკმარისი იყო ჩემი პრობლემის შესახებ შეეტყო, რომ კეთროვანივით გამირბოდა და ისევ მარტო ვრჩებოდი.


ჩემი დიაგნოზის შეტყობის პირველ წლებში მე საშინლად ვგრძნობდი თავს: ეს ძალიან, ძალიან მძიმე იყო. დედა ყველა ნათესავს და ახლობელს უყვებოდა ჩემი პრობლემის შესახებ. ზოგი მათგანს ვეცოდებოდი, ზოგიც დამცინავად მიყურებდა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს უსარგებლო, ზედმეტი ტვირთი ვიყავი დედამიწაზე. ვფიქრობდი, რომ მე არ ვიყავი იმის ღირსი, რომ ვინემს ვყვარებოდი-მოკლედ, ათასგარი შავბნელი ფიქრებით ვიტანჯავდი თავს.


მას შემდეგ 10 წელი გავიდა, მე კვლავ ძველებურად ვწუხვარ, რომ ასეთი დავიბადე, მაგრამ უკვე აღარ მრცხვენია ჩემი თავის, არ ვთვლი თავს ზედმეტ ბარგად. მე მივხვდი, რომ არაფრის შეცვლა არ შეიძლება და რომ მეც მაქვს სიცოცხლით დატკბობის უფლება.


მე სხვა ადამიანი გავხდი-ძლიერი, მიზანსწრაფული, მიხარია სიცოცხლე და ვოცნებობ უკეთეს ხვალინდელ დღეზე.


მე დიდი სურვილი მაქვს გავხდე დედა. მიუხედავად იმისა, მე ვერასოდეს ვიქნები ჩემი შვილის ბიოლოგიური დედა, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - დედა არის არა ის, ვინც ბავშვს აჩენს, არამედ ის, ვინცა მას ზრდის. მე ვაღმერთებ პატარებს და დიდი იმედი მაქვს, რომ დადგება ის ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში, როცა გავიგონებ, როგორ დამიძახებენ სანატრელ სიტყვას - "დედა"". მე ამ იმედით ვცოცხლობ!


ჩემთვის იოლი არაა ამ ყველაფრის მოყოლა და სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ მე ვიპოვე ძალა ჩემს თავში, რადგან ამით მინდა გავამხნევო ის ქალები, რომელთაც ჩემსავით თანდაყოლილი ნაკლი აქვთ და იტანჯებიან. მე ჯოჯოხეთი გამოვიარე და კარგად ვიცი, რას განიცდიან ეს ქალები. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ქალებს ასეთივე თანდაყოლილი ნაკლით თვითმკვლელობით დაუსრულებიათ სიცოცხლე. ჩვენ თუ არ დავეხმარეთ და გვრდში არ დავუდექით ერთმანეთს, ამას აბა სხვა ვინ გააკეთებს?

ახლა, როცა მე ჩემი ამბავი მოგიყევით, გაცილებით ძლიერად და თვითდაჯერებულად ვგრძნობ თავს. ყველა ქალს მოვუწოდებ, მიუხედავად პრობლემებისა, სულით არ დაეცნენ და იპოვონ საკუთარ თავში ძალა იმისათვის, რათა დატკბნენ სიცოცხლით!"





1
576
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
576
  
2016, 22 აპრილი, 12:07
შემეცოდა, მაგრამ ძლიერი გოგოა და თავს არავის დააჩაგვრინებს-რესპექტი სტატიას
0 1 1