x
image
მანჩო 777
ლეონარდო და ვინჩის უნიკალური ანატომიური ნახატები
ცნობილი მხატვარი და მეცნიერი ლეონარდო და ვინჩი აქტიურად იკვლევდა ადამიანის სხეულის ანატომიას და თავისი ნაშრომების სპეციალური ტრაქტატის სახით გამოცემასაც კი აპირებდა, თუმცა მას ეს არ დასცალდა. გენიოსი მხატვრის სიკვდილის შემდეგ 400 წელზე მეტი გავიდა...დღემდე მისი უამრავი, დასურათხატებული ესკიზი არსად არ გამოფენილა და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი იყო.


image


და ვინჩის ანატომიური ნახატების მნიშვნელოვან რაოდენობას ინახავს ბრიტანული ორგანიზაცია Royal Collection Trust, რომელმაც ამ ბოლო ხანებში დაასრულა მათი აღწერა და საზოგადოების სამსჯავროზე წარადგინა ისინი.


image



იმისათვის, რათა ადამიანის ფიზიოლოგიას ჩასწვდომოდა, ლეონარდო და ვინჩი სწავლობდა სხეულის აგებულებას და აწარმოებდა გვამების გაკვეთას. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღორძინების ეპოქის ბევრ მხატვარს უწევდა ანატომიის შესწავლა იმისათვის, რათა უკეთ დაეხატათ ადამიანის ფიგურები.


image


და ვინჩი ანატომიას ისეთსავე დიდ ყურადღებას აქცევდა, როგორსაც არქიტექტურას, ინჟინერიას, საფრენი მანქანის ესკიზის შემუშავებას ან იარაღის შექმნას. მის ანატომიურ ნახატებს თან ახლავს დაწვრილებითი აღწერა, რომელსაც ის ასრულებდა სარკეში არეკლილი გამოსახულების მიხედვით. სწორედ წერის ამ მეთოდს გამოიყენებდა მეცნიერი თავისივე დღიურების საწარმოებლად.


image


არქიმედე, ტესლა, კიური, აინშტაინი, ნიუტონი, მენდელეევი...ძნელია ყველა გენიოსის ჩამოთვლა, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში, მაგრამ... ლეონარდო და ვინჩი იმდენად უნიკალური და მრავალმხრივი ადამიანი იყო, იმდენ დარგში მოახერხა მან მოღვაწეობა და გასაოცარი აღმოჩენების გაკეთება, რომ უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ყველაფერი ეს მოეხერხებინა ერთ ადამიანს, ერთ ტვინს?- როგორც ჩანს, ლეონარდო უბრალოდ სხვა ეპოქაში დაიბადა, მან რამოდენიმე საუკუნით გაუსწრო თანამედროვეობას.


image



ახლა კი გთავაზობთ ლეონარდო და ვინჩის უნიკალური ანატომიური ნახატებიდან რამოდენიმეს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














1
1145
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1145
  
2016, 19 აპრილი, 15:04
ამიტომაც უწოდეს მისი სახელი მსოფლიოში საუკეთესორობოტ-ქირურგს, რომელიც უშეცდომოდ და სწრაფად აკეთებს დამოუკიდებლად ოპერაციებს.
0 1 1