x
image
მანჩო 777
გასაოცარი და ორიგინალური ხელოვნება - პლანშეტზე დახატული სურათები
ისლანდიელი მხატვარი ჰაიმე სანჯუან ოკაბო Jaime Sanjuan Ocabo პლანშეტზე ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს ხატავს. ის ქმნის გასაოცარ რეალისტურ ნახატებს, რომელთა ნახვისას ძნელია დაიჯერო, რომ ისინი შესრულებულია სენსორულ ეკრანზე. ამ შედევრების შეხედვისას გავიწყდება, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ პლანშეტზე დახატული ნამუშევრებია. მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ნახატი ოკაბოს გალერეადან, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ ადამიანის ფანტაზიას და მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.


image



"თითქმის ადამიანი"

image



ოკაბუ სურათებს ხატავს პლანშეტზე პროგრამა Procreate-ის დახმარებით.



"იბერიული ავაზა"

image


ადამიანების და ცხოველების გამოსახულებები ჰაიმეს ნახატებში საოცრად რეალისტურია.



"ბუშტები"

image


პორტალ Bored Panda-თან ინტერვიუს დროს ხელოვანმა განაცხადა, რომ მას დამთავრებული აქვს ხელოვნების ფაკულტეტი და დაცული აქვს დისერტაცია ხელოვნების და თანამედროვე ტექნოლოგიების დარგში.



"მზის ჩასვლა"

image


ხაიმემ აღნიშნა აგრეთვე, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობდა სამსახურს და მოუხდა დროებით მიენებებინა თავი ხატვისათვის.


"მწყემსი"

image


მხატვარმა თქვა, რომ ერთი წლის წინ მას აჩუქეს iPad, რამაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება.



"დილა სამზარეულოში"

image


"ამ ინსტრუმენტის დახმარებით (იგულისხმება iPad) მე უკვე აღარ მჭირდება სახელოსნო და აღარ მიწევს ფულის დახარჯვა ძვირადღირებულ საღებავებსა და ტილოებში. მე ისევ უმუშევარი ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა", - განაცხადა მხატვარმა.

აი კიდევ რამოდენიმე სურათი მხატვრის კოლექციიდან.



"ყავა გრავიტაციის გარეშე"

image



"ორი ჭორიკანა"

image



"სუფთა ჰაერი"

image



"ბებერი მელა"

image



"კექსები"

image



"პორტრეტი"

image



"სამეფო ლოკოკინა"

image



"გაბზარული სულები"

image



"ანატომიური გამოკვლევა"

image

3
117
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
117
  
2014, 22 სექტემბერი, 23:58
დაუჯერებელია
2014, 21 სექტემბერი, 22:24
ნეტა როგორ ახერხებს?
2014, 21 სექტემბერი, 22:20
საოცრებაა ეს ნახატები :O
0 1 3