x
image
natia.a
როგორ განვაახლოთ ჯინსები საგაზაფხულოდ - ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდი
image
მოსაწყენი ზამთრის შემდეგ გაზაფხული ნათელი ფერებისა და მხიალური გუნება-განწყობის დროა. შესაბამისად, სურვილი გვიჩნდება განვაახლოთ ჩვენი გარდერობი და შევუხამოთ იგი ჩვენს განწყობას. გაზაფხულზე ზამთრის მსგავსად შავ–რუხ-თეთრ ფერებში სიარული აღარ არის საინტერესო. აუცილებელია რაიმეს შეცვლა, ამის დაწყება კი ჩვეულებრივი, ძველი ჯინსით შეიძლება.


ერთი შეხედვით მოსაწყენი ჯინსისგან ძალიან მარტივად შეიძლება ახალი, საგაზაფხულო, ნათელი ფერის სამოსის შექმნა. მაშ ასე, თუ თქვენს გარდერობში მოიძებნება ძველი, დალაქავებული, თითქმის გადასაგდებად გამზადებული ჯინსის შარვალი, ნუ იჩქარებთ სანაგვე ურნაში მის ჩაგდებას. უმჯობესია, გადააქციოთ იგი გარდერობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ელემენტად.


ამისათვის კი დაგჭირდებათ:


1. ჯინსის შარვალი


2. რამდენიმე ფერის საღებავი ქსოვილისთვის

3. ღრუბელი

image


განაზავეთ საღებავები ცალ-ცალკე ჭურჭელში.

image


ჩააწეთ ღრუბელი ერთ-ერთ საღებავში და დაიტანეთ ფერი ტანსაცმელზე. შეგიძლიათ ქაოტური უზორები გააკეთოთ, ან კიდევ, სისტემატური, რეგულარული - ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
image

ამავე წესით დაიტანეთ სხვა ფერებიც.
imageimage

გააშრეთ ჰაერზე მთელი ღამის განმავლობაში და მორჩა, თქვენი ახალი ჯინსი მზადაა.
image
image


5
231
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
231
  
2016, 18 აპრილი, 18:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 16 აპრილი, 12:12
ეგ ვიგულისხმე ზუსტად :) ანუ გადაგდება მერე მაინც მოგვიწევს. ან საღებავს გააჩნია...
2016, 16 აპრილი, 11:59
ასეთ შეღებილ ჯინსს რომ გარეცხავ სხვა ტანსაცმელთან ფერებს გაუშვებს
2016, 16 აპრილი, 11:18
გარეცხვის შემდეგ საინტერესოა რა მოუვა?
2016, 15 აპრილი, 14:29
ზუსტად ახლა მეხევა ჯინსი და თან ბოლოა :D აღარც ვიყიდი
0 1 5