x
image
natia.a
ტანსაცმლის 10 შეხამება, რომელიც პროვინციალიზმზე მიუთითებს - არა დაუშვათ ეს შეცდომები!
image

მართალია, დღეისთვის მოდა საკმაოდ დიდ თავისუფლებას გვთავაზობს სხვადასხვა სტილისა თუ ფერის სამოსის შეხამებაში, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული ტიპის ტანსაცმელი, რომელთა ერთმანეთთან შეხამებაც ნებისმიერ სახეს აფუჭებს.

მუხლამდე ქვედაბოლო + მუხლამდე ჩექმები


image

ამ შეხამების აკრძალვა ალბათ საკანონმდებლო დონეზეც კი იქნებოდა კარგი, განსაკუთრებით, თუ ქვედაბოლოს ზღვარი შუა მუხლზე გადის. ორიოდე სანტიმეტრით დაბალყელიან ჩექმებთან წყვილში ამგვარი სიგრძე უმოწყალოთ ჭრის თქვენს ფეხებს და ფიგურას მასიურობას სძენს.

ტყავის შარვალი + ტყავის ჩექმები + ტყავის ქურთუკი


image

თუ ბაიკერი ან ბაიკერის შეყვარებული არ ხართ, ამგვარი შეხამება უმჯობესია როკ-ენ-როლის სტილის თემატური წვეულებებისთვის შემოინახოთ.

ბერეტი + დუტი (სპორტული ქურთუკი)



image

საკმად პოპულარული შეხამება, რომელიც სინამდვილეში ძალიან წარუმატებელია. ბერეტი და დუტის ან სხვა სპორტული თბილი ქურთუკი არანაირ პირობებში არ ჯდება ერთმანეთში. ამიტომ არ ღირს მათი ერთად ტარება.

სპორტული შარვალი + ფეხსაცმელი "ნავები"


image

მიუხედავად სპორტული სამოსის ე.წ. casual სტილში ჩართვის ტენდენციისა, მელანჟის სპორტული ზედა ან შარვალი და კლასიკური ნავის ტიპის ფეხსაცმელი ვერასოდეს დაწყვილდება. რა თქმა უნდა, იყო ცალკეული წარმატებული მცდელობა ამ ორი ტიპის შერწყმისა, მაგრამ ეს მაინც ის შემთხვევაა, როცა გარისკვა არ ღირს.

მოკლე ზედა + ლეგინსებიimage

ცხადია, ლეგინსებზე, როგორც casual სამოსზე სრულად ტაბუს დადება არ ღირს, მაგრამ თუ აპირებთ ატაროთ მოკლე ტოპი, რომელიც წელის სიგრძეს არ სცილდება, უმჯობესია ჩაიცვათ ჯინსები ან სხვა შარვალი.

ორი ან მეტი ოვერსაიზი ერთდროულად


image
ოვერსაიზი სამოსი საკმაოდ მარტივია მოსახმარად, მაგრამ ერთდროულად ორი ან რამდენიმე დიდი ზომის ტანსაცმელი ნიშნავს საკუთარი თავის უფორმო და დიდ მასად გარდაქმნას. არც სტილური იქნება და არც ლამაზი.

კედები ტანკეტკაზე + skinny-ჯინსები


image
ხუთიოდე წლის წინ პოპულარობის პიკზე მყოფი კედები ე.წ. ტანკეტკაზე უკვე დიდი ხანია თავიდან უნდა მოიშოროთ, მით უმეტეს არ ღირს მათი ტარება skinny-ჯინსებზე. ეს შეხამება ისე გამოიყურება, თითქოს გოგოს ფეხები ჩლიქებით მთავრდება და არა ფეხსაცმლით. თუ ტანკეტკის მქონე კედები თქვენთვის ძალიან ძვირფასია და ვერ ელევით, ატარეთ ისინი კლასიკური სიგრძის ფართე ჯინსებთან, ქუსლიანი ფეხსაცმლის ალტერნატივად.

დამოკლებული ტოპი + ჯინსები დაბალ წელზე


image

თეძოებზე ჯინსები მოკლე ტოპთან ერთად გლამულურ 2000-იანი წლების დასაწყისში დარჩა, თუმცა ამ შეხამების ნახვა ისევ ხშირად შეიძლება ქუჩაში. თუ მაინცდამაინც გსურთ მოკლე ტოპის ჩაცმა და სპორტ-დარბაზებში დაუღალავი შრომის შედეგის გამომზიურება, აირჩიეთ ჩვეულებრივი ჯინსები ან ჯინსები მაღალ წელზე.

გამჭვირვალე კოლგოტები + ზამთრის ტანსაცმელი


image

კანისფერი გამჭვირვალე კოლგოტები დუტის ქურთუკსა და ჩექმებთან ან უგებთან ძალიან უცნაურად გამოიყურება - "შიშველი" ფეხები ზამთრის ტანსაცმლისთვის არც თუ ისე კარგი დეტალია. წელიწადის ცივ დროს შეეცადეთ მუქი ფერის თბილი კოლგოტები მოირგოთ.

კაპრონი + სანდლები


image
რა თქმა უნდა, არსებობს ცნობილი ბრენდების ხარისხიანი (და საკმაოდ ძვირადღირებული) კოლგოტები, რომლებიც იმდენად თხელია ან იმდენად დახვეწილი და ეშმაკური დიზაინით გამოირჩევა, რომ სანდლებთანაც კი შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესობა ღია ფეხსაცმელთან საკმაოდ სქელ კაპრონს ატარებს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილად შეიმჩნევა. განსაკუთრებით "თვალისმომჭრელია", როცა კოლგოტის ქვეშიდან წითელი ლაქით შეღებილი ფრჩხილები "იჭყიტება".


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 10 ნიშანი იმისა, რომ გემოვნება არ გაქვთ - არ დაუშვათ ეს შეცდომები!

image

2. რასთან უნდა ვატაროთ ბოტასები და კედები - არ დაუშვათ შეცდომა, ეს ბევრმა არ იცის!

image

3. 12 ტიპის სამოსი, რომელიც გარეგნულად 10 წელს მოგაკლებთ - ეს ბევრმა არ იცის!

image

4. 9 ნიშანი, რომლითაც ხარისხიან ტანსაცმელს ამოიცნობთ შეძენამდე - გაითვალისწინეთ!

image

5. 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ჩაცმულობა პროვინციულია - გაითვალისწინეთ!

image


სხვა სასარგებლო რჩევები იხილეთ ბმულზე.

0
7391
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
7391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0