x
image
natia.a
როგორ გამოვიყურებით ცნობილი მაღაზიების გასახდელებში - ნახეთ და გაითვალისწინეთ!
image
ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა შოპინგის შემდეგ სახლში მისულს შეძენილი ტანსაცმელი აღარ მოგწონებიათ. არადა მაღაზიის გასახდელში სულ სხვანაირად გამოიყურებოდით მასში...


ალბათ იმასაც შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი მაღაზიის გასახდელში საკუთარი გამოსახულება უფრო მეტად მოგწონთ (თითქოს სარკეში ავტომატური ფოტოშოპია ჩაყენებული), სხვებში კი პირიქით, სარკიდან უსიმპატიურო ადამიანი გიყურებთ, რომელიც არაფრით გსურთ, რომ საკუთარ თავად აღიქვათ.


ამიტომ წარმოგიდგენთ ექსპერიმეტს რომლის დროსაც გოგონამ 10 სხვადასხვა მაღაზიის გასახდელში გადაიღო სურათები, რათა გაერკვია, რა განსხვავებაა მათ შორის. ათივე მაღაზია ბრენდულია და, მოუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი საქართველოში არ ჩატარებულა, აღნიშნული ბრენდების მაღაზიები ჩვენთანაც არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, სტატია ქართველი მომხმარებლისთვისაც იქნება საინტერესო.


მაშ ასე, ეს არის ჩვენი ექსპერიმენტის გმირი, რომელიც 10 სხვადასხვა მაღაზიის გასახდელში გადაღებულ ფოტოებს წარმოგვიდგენს:


image



1. ZARA


image

რაღაც სარკეების ლაბირინთის მსგავსია არა? თან ძალიან მკვეთრი განათება აქვს ზემოდან, რაც ცუდად აისახება სახეზე.


2. Stradivarius

image

ადგილი დიდი არ არის, მაგრამს საკმაოდ მყუდროა. განათება რბილია და არ აღიზიანებს, სარკე კი სხეულს არ ამახინჯებს.


3. Adidas


უცნაური გასახდელია, სადარბაზოს გვაგონებს...


4. PROMOD

image

წითელი ფარდის ფონზე რაღაც სუპერგმირების მსგავსად გამოიყურება... თუმცა ამ ფონზე ტანსაცმელის კონტრასტულად გამოიყურება და ადვილად მიხვდებით გიხდებათ თუარა.


5. New Yorker

image

მომწვანე ფერი რაღაც ფსიქოდელიურ ატმოსფეროს ქმნის, სარკე კი ფიგურის პროპორციებს აშკარად ადიდებს.


6. MEXX

image

ძალიან მცირე ადგილია. კლაუსტროფობია ტუ გაწუხებთ უმჯობესია ტანსაცმელი პირდაპირ დარბაზში მოიზომოთ. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ფიგურა საკმაოდ კარგად გამოიყურება.


7. Mango

image

საკმაოდ კარგი განათებაა, თვალს არ ჭრის და მხრებზე კარგად ეცემა.


8. H&M


image

ნორმალური გასახდელია. საკმაოდ ნათელია და ადგილიც საკმარისია როგორც გასახდელად ასევე ტანსაცმლის დასაწყობად. არც სარკეში საკუთარი თავის დანახვის შეგეშინდებათ.


9. Bershka

image

სარკეში გამოსახულებას უცნაური ვარდისფერი დაჰკრავს, არა?


10. OSTIN


image

ფარდები გასახდელში აჯობებს თუ შავი არ იქნება, რადგან მათ ფონზე მუქი ტანსაცმელი კარგად არ ჩანს.



დაკვნები:


1. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. თუ გასახდელში ძირითადი შუქი კონცენტრირებულია ზემოთ და მკვეთრია, საკუთარი ანარეკლის შეგეშინდებათ. მაგრამ იცოდეთ, რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად არ ხართ ასეთი საშინელი!


2. თუ ძირითადი განათება ვერტიკელურად ეშვება სარკის ორივე მხარეს და თან რბილია, ეს საუკეთესო ვარიანტია და თქვენი თავი თქვენვე შეგიყვარდებათ...


3. თუ მაინც გეეჭვებათ, გამოდით გასახდელიდან და გაიარეთ დარბაზში. "ნორმალური" განათება შეიძლება არც აქ იყოს, მაგრამ იმის შესაძლებლობა მაინც გექნებათ, რომ საკუთარ თავს სხვა გარემოში შეხედოთ და შედარებით სწორი არჩევანი გააკეთოთ.


წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!

1
678
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
678
  
2016, 6 აპრილი, 16:26
ესეც
0 1 1