x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცეკვავენ ვარსკვლავების მცირე ისტორია
image


"ცეკვავენ ვარსკვლავების"(Strictly Come Dancing) ისტორია სათავეს 2004 წლის 15 მაისს იღებს, როდესაც ბრიტანულმა ტელეკომპანიამ BBC One მაყურებლებს შესთავაზა ტელშოუ ცეკვები პროფესიონალი მოცეკვავის და ცნობილი ვარსკვლავის წყვილთა შესრულებით, რომლებსაც სამეჯლისო და ლათინური ცეკვები უნდა შეესრულებინათ.იდეის ავტორი და პროდიუსერი გახლდათ რიჩარდ ჰოპკინსი.


image


მოცეკვავებს აფასებს მოწვეული ჟიური(ორი მუდმივი წევრი და ერთი სტუმარი)შოუ მიჰყავთ წამყვანებს(2) და თანაწამყვანებს.(მაყურებელთა სმს-გზავნილები მოგვიანებით დაემატა).

პირველ წელს შოუმ ტელეეკრანს 4, 61 მილიონი მაყურებელი მიაჯაჭვა, ხოლო ფინალს 9, 28 მილიონმა ბრიტანელმა უყურა.


ცეკვა საშუალოდ 90 წამი უნდა გაგრძელებულიყო.პროგრამაში იყო შემდეგი სავალდებულო ცეკვები:ვალსი, ჩა-ჩა-ჩა, კვიქსტელი, რუმბა, ტანგო, ჯაივი, ფოქსტროტი, პასადობლი, სამბა, ამერიკული ცეკვა, როკ-ნ-როლი, ვენური ვალსი და სხვა.


გამარჯვებული გახდა ნატაშა კაპლინსკი და ბრენდონ კოლი( Natasha Kaplinsky & Brendan Cole)





2005 წლიდან შოუ სახელით Dancing with the Stars -ს იმართება უკვე აშშ-ში, ტელეარხ ABC -ზე, იმავე წელს კანადაში აჩვენებენ შოუს CTV/CTV Two -ტელეარხებზე.


2006-2007 წლებში ანალოგიური შოუები გაიმართა უკვე მსოფლიოს 17 ქვეყანაში, ამჟამად მათი რაოდენობა 53 ქვეყანას შეადგენს.


საქართველოში "ცეკვავენ ვარსკვლავების " პირველი სეზონი 2012 წელს ტელეკომპანია "იმედზე"გაიმართა.გაიმარჯვა სამორე ბალდეს და ლიკა ლაბაძის წყვილმა.


ამჟამად საქართველოში "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონი დაიწყო.


0
238
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0