x
image
alex999
Mediator image
Mediator image
5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!

ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რომლებსაც მეცნიერები

და მკვლევარები დღემდე პასუხს ვერ სცემენ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 უცნაურ

მოვლენას, რომლებსაც მეცნიერები დღესაც ვერ სცემენ პასუხს.


image




ჯონ ტიტორი

ჯონ ტიტორი არის ის ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა თავის დროში მოგზაურობის შესახ. მისი მტკიცებით, მან იმოგზაურა მომავალში. პირველი მოგზაურობა

2036 წელში შედგა. 2000 წელს ინტერნეტსივრცეში მან რამოდენიმე

ჭორი გაავრცელა დროში მოგზაურობის და მომავლის შესახებ, თუმცა

არცერთი ვარიანტი არ დამტკიცებულა.

image

როგორც ცნობილია, ჯონ ტიტორი იყო სამხედრო აგენტი, რომელიც

ქვეყნის ბრძანებებს ასრულებდა. ჯონის მტკიცებებს შორის არის

რამოდენიმე წინასწარმეტყველებაც, რომლებიც უნდა ახდენოდა 2000- 2036 წლების შუალდეში. ჯონის მტკიცებით, 2015 წელს დაიწყებოდა მესამე მსოფლიო ომი,

რომელიც გაგრძელდებოდა 20 წლის განმავლობაში. ამ ყველაფერს დაემატა

კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ფოტო, რომელიც 1940 წელს ეკუთვნის.

ერთ-ერთ მეცნიერთა ჯგუფის მტკიცებით, ფოტოში გამოსახული პიროვნება

ჯონ ტიტორია. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ტიტორის ჩაცმულობას, სათვალეებს და მის ფოტოაპარატს, რომელიც მაგ პერიოდისთვის ცოტა არიყოს უცხო იყო.

image

ვოინიჩის ხელნაწერი

ვოინიჩის მანუსკრიპტი (ინგ. voynich manuscript) წარმოადგენს საიდუმლოებით მოცულ წიგნს, რომელიც დაიწერა დაახლოებით 500 წლის წინ, უცნობი ავტორის მიერ, უცნობ ენაზე, გამოყენებულია უცნობი ანბანი.ვოინიჩის მანუსკრიპტის გაშიფრას საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ, მაგრამ დღემდე წარუმატებლად. იგი გახდა კრიპტოგრაფიის წმინდა გრაალი, მაგრამ სულაც არაა გამორიცხული, რომ მანუსკრიპტი წარმოადგენდეს მისტიფიკაციას და სიმბოლოების ნაკრებს ყოველგვარი კომბინაციის და ურთიერთკავშირის გარეშე.

image

წიგნს სახელი დაერქვა ამერიკელი, წარმოშობით ლიტველი, წიგნით მოვაჭრის, ვილფრიდ ვოინიჩის პატივსაცემად, რომელმაც ის შეიძინა 1912 წელს და ეხლა ინახება იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკაში. ვოინიჩის მანუსკრიპტი საიდუმლოებით მოცული წიგნია. მისი 270-ივე გვერდი გაუგებარი სიტყვებით, ასოებით და ილუსტრაციებითაა სავსე. მეცნიერები წლებია ცდილობენ ამოხსნან წიგნის საიდუმლოება, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოთ.

image

ფრედი ჯექსონის მოჩვენება

პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ინგლისის სამხედრო არმიის მსახური

ფრედი ჯექსონი ვერტმფრენში გარდაიცვალა.

გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ ფრედი ჯეკსონი ჩნდება ფოტოში,

სადაც მისი მეგობრები სამახსოვრო სამხედრო ფოტოს იღებდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფოტოში არანაირი მონტაჟი არ იყო,

დღემდე დარჩა ლეგენდა ფრედი ჯექსონის მოჩვენების შესახებ...

image

პირი რეისის რუკა

რუკა დახაზულია თურქი ადმირალის, პირი რეისის მიერ. ადმირალმა

რუკა სულთან სულეიმანს უსაჩუქრა. 1929 წელს შემთხვევით

აღმოაჩინეს ერთ-ერთ მუზეუმში. რუკაში კარგად ჩანდა აფრიკის სამხრეთი,

სამხრეთ ამერიკის სანაპიროები და ანტარქტიდა. ადმირალს საკმაოდ

კარგად ჰქონდა შემოხაზული ანტარქტიდის კონტინენტი, რომლის დახაზვაც

მხოლოდ კოსმოსური დაკვირვებით არის შესაძლებელი, ამასთან ერთად ცივი

კონტინენტი 1826 წელს იქნა აღმოჩენილი. მეცნიერებმა დღემდე ვერ გასცეს

კითხვას პასუხი: როგორ დახაზა პირი რეისმა რუკა, როცა ჯერ ანტარქტიდა

არ იყო აღმოჩენილი, ან კიდევ როგორ მოხერხდა ანტარქტიდის კონტინენტის

ნახაზის შედგენა.?....

imageimage

ინციდენტი დიატლოვის უღელტეხილზე

1959 წლის ოქტომბრის თვეში, რუსეთში, სვერდლოვსკის პოლიტექნუკური უნივერსიტეტის 10 სტუდენტი, იგორ დიატლოვის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ექსპედიციაში ჩრდილოეთ ურალში. ათივე მათგანი გამოემშვიდობა ოჯახის წევრებს და უღელტეხილის დასალაშქრად გაემართნენ. ერთ-ერთ მათგანმა გზაში

თავი ცუდად იგრძნო და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

image

9 სტუდენტი ურალის მთებში თავგადასავლებს ეძებდა. 3 კვირის შემდეგ,

სტუდენტების ოჯახის წევრებმა პოლიციელების დახმარებით დაიწყეს

სტუდენტების ძებნა. 1 კვირის შემდეგ მიაგნეს კარავს, რომელიც დაგლეჯილი

იყო. ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმს გავს, მაგრამ რეალურია, თითქოს

სტუდენტებს რაღაც არსება გამოეკიდა არეულ ფეხის ნაბიჯებს მიაგნეს, სადაც

იპოვეს პირველი მათგანის გვამი, რომელსაც თვალები ჰქონდა მხოლოდ ამოთხრილი.

მოგვიანებით ახლომახლოს იპოვეს დანარჩენი რვა გვამიც, რომლებსაც სხეულის

სხვადასხვა დაზიანებები ჰქონდათ. ერთ-ერთ მათგანს
ენა ქონდა ამოგლეჯილი, იურის მძიმე თავის ქალის ტრამვა აღმოუჩინეს ყველაზე უცნაურად კი ექსპერტიზის დროს სპეციალისტებმა რადიაციის შედეგად მიღებული მუქად შეფერილი ცხედრების კანი მიიჩნიეს. დღემდე უცნაურია თუ რამ

დახოცა ეს ახალგაზრდა სტუდენტები, რომლებიც დიატლოვის უღელტეხილში

გარდაცვლილი იპოვნეს.

imageimage

image

1959 წლის 2 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ახალგაზრდებს მთელი რუსეთი და მსოფლიო გლოვობდა, მათ დაკრძალვაზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, ისინი იმედოვნებდნენ რომ ყველაფერს ფარდა აეხდებოდა, თუმცა დღემდე ამ შემთხვევას ახსნა ვერავინ მოუძებნა.

imageimage













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

3
8094
16-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
8094
  
2016, 6 მაისი, 17:12
სხვათაშორის ეხლა ამერიკელებმა რომ გადაიღეს ფილმი დიატლოვის ჯგუფზე მე ვფიქრობ რომ რეალობასტან ახლოსა... უბრალოდ ბოლოს იქ ტელეპორტაციების და ტოვლის კცების არ მჯერა მაგრამ საიდუმლო ბაზა რომ აქვთ და სამხედროების მოკლულები რომ არიან ტიტქმის დარწმუნებული ვარ!:)
2016, 4 აპრილი, 14:45
Aset kitxvebs mecnierebic ver cemen pasuxs
2016, 4 აპრილი, 14:26
ფრედი ჯექსონის მოჩვენებაში მინიმუმ სამი ადამიანია უხერხულ მდგომარეობაში, თუ ეს მითითებული ადამიანი ფოტოს გადაღების მომენტში მაგ ადგილზე არ იდგა, მაშინ ვის გადაეფარა? რადგან თუ მის ადგილზე არავინ იდგა, რატომ ჩაეკვეხა უხერხულად გადაღებისას სურათზე აღბეჭდილი ზედა მწკრივში მარჯვნიდან მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადამიანი???????
0 1 3