x
image
alex999
Mediator image
6 ადამიანი, რომლებიც ცხოველებმა გაზარდეს!

ბოლო დღეებში უცნაურ მოვლენებმა ძალიან გამიტაცა, რასაც ვკითხულობ ვთარგმნი და თქვენთვის ვამზადებ. სულ ცოტა ხნის წინ წავაწყდი ისეთ ვიდეორგოლს, სადაც აღწერილია 6 ადამიანი, რომლებიც ცხოველებმა გაზარდეს. გადავყწვიტე ეს თემა თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩვენ მსობლიურ ენაზე. მოდი ერთად ვნახოთ ის 6 პიროვნება, რომლებიც ცხოველებმა გაზარდეს....




image





1. ვანია უდინი


image


7 წლის ვანია უდინს დედა ცხოველებთან ერთად უვლიდა. მას ცხოვრება ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად უწევდა. დედამისს საერთოდ არ ანაღვლებდა ვანიას მომავალი, არაფერს ასწავლიდა და ნორმალურად არც კვებავდა. რამოდენიმე წლის შემდეგ, ვანიამ ჩიტების ენაზე დაიწყო ლაპარაკი, ადამიანური რაც იცოდა ისიც კი
დაავიწყდა. ფრინველების მიერ გაზრდილ ბავშვს უკვე ფრენის სურვილიც ჰქონდა. ამ ფაქტის გასაჯაროვებასთან ერთად, ვანიას დედას, დედობის უფლება ჩამოართვეს, ხოლო ვანია დღესდღეობით კვლავ სამედიცინო ცენტრში მკურნალობს.










2. კამალა და ამალა


image


კამალა და ამალა ეს ორი გოგონა მგლებმა გაზარდეს, ეს არის სრულიად რეალური ისტორია. ერთ დღეს ნადირობისას მგლებს ჩამორჩნენ და ადამიანების გარემოცვაში მოჰყვნენ. ადგილობრივები მაქსიმალურად ცდილობდნენ დების ადამიანობისკენ ადაპტაციას, თუმცა ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. მათ ღამით არ ეძინათ, მგელივით ყმუოდნენ და შინაურ ფრინველებს ხოცავდნენ. უფროსი და კამალა უმი ხორცით იკვებებოდა... 1921 წელს პატარა ამალა გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა უფროს დაზე, მან თავის დის საპატივსაცემოდ გლოვა დაიწყო, შემდეგ ნელ-ნელა ადამიანურ თვისებებსაც ეჩვეოდა. დღემდე უცნობია კამალას ბედი. გავრცელებული ჭორით, წლის შემდეგ კამალა ტყეში
მგლებთან დაბრუნდა.













3. "კატების შვილი"


image


2008 წელს ჩვილს მამაც გარდაეცვალა და დარჩა უპატრონოდ. კატებმა მას თავშესაფარი

მოუძებნეს, საკვები გაუნაწილეს, სიცივეში გაათბეს და სუფთად ზრდიდნენ... დაახლოებით 9 თვის შემდეგ, პოლიციამ ჩვილის პოვნა მოახერხა, დღეს პატარა უკვე კარგად ცხოვრობს, მას საკუთარი სახლი აქვს და 37 კატა ჰყავს.








4. ჯონ სებუნია



image


ჯონის ოჯახში ხშირი იყო ძალადობა. ერთ დღესაც, როდესაც ჯონის მამამ დედა ცემით მოკლა, შეშინებული ჯონი გაიქცა უღრან ტყეში. 4 წლის ჯონი მას შემდეგ, ველურ ტყეში მაიმუნებმა გაზარდეს. 1991 წელს ჯონი ადამიანებმა შემთხვევით იპოვეს, დღესდღეობით ჯონს შუძლია ლაპარაკი და სიმღერაც.









5. სუჯიტ კუმარი


image


ბავშვობიდან საქათმეში დამწყვდეული კუმარი ბოლოს უკვე ქათამივით იქცეოდა. დღეს კუმარს 2 წლის ბავშვის ჭკუა აქვს.







6. ოქსანა მალაია


image


5 წლის ასაკში ოქსანა მშობლებმა მიატოვეს. ის 5 წლის მანძილზე ძაღლებთან ერთად იზრდებოდა. როდესაც ის იპოვეს, იქცეოდა როგორც ძაღლი, ყეფდა, უმ ხორცს ჭამდა, იღრინებოდა..... მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალი ჰქონდა ადამიანის. ოქსანას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დღეობით უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ ჯერ ისევ ძაღლის თვისებების მატარებელია.


























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი






1
2629
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2629
  
2016, 5 ივნისი, 18:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1