x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელი ქალი თავის თავს გაჰყვა ცოლად
imageქორწილი გასული წლის ზაფხულში გაიმართა, თუმცა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის ეს ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.


42 წლის ქალბატონის უწინდელი სახელი დეზირე ლონგაბო(Desiree Longabaugh) გახლდათ, შემდეგ სახელი შეიცვალა და Beautiful Existence -ი დაირქვა, რაც ქართულად "მშვენიერ არსებას" ნიშნავს.


ქორწილი ფრანგმა ქალბატონმა გასული წლის ივლისში პარიზში გადაიხადა. საქორწინო ხარჯებმა 4900 ევრო შეადგინა გზის ფულის ჩათვლით: გადაფრენა აშშ-დან საფრანგეთში და ტურისტული ხარჯები.

image


Beautiful Existence-მა ქორწინება საკუთარ თავთან სკაიპით გააფორმა შესაბამისი ამერიკელი სპეციალისტის დახმარებით, თავის თავზე დაქორწინებულმა ქალბატონმა განცხადა, რომ ამ ქორწინებამ საბოლოოდ გაანთავისუფლა პარტნიორის ძებნისგან.


ქალბატონს წინა ქორწინებიდან ორი ვაჟი დარჩა.ათწლიანი ქორწინების და მტკივნეული განშორების შემდეგ ქალმა გადაწყვიტა, რომ ტრადიციული ქორწინება მისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ საუკეთესო გამოსავლად თავის თავზე ქორწინება მიიჩნია, რითაც იგი ყველა ვალდებულებისგან თავისუფლდებოდა.

image

1
343
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
343
  
0 1 1