x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
იტალიაში დააკავეს მედდა,რომელიც 13 პაციენტის მკვლელობაშია ბრალდებული
image


იტალიაში დააკავეს 55 წლის მედდა, რომელიც 13 პაციენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.


55 წლის ფაუსტა ბონინო(Fausta Bonino ), რომელსაც ჟურნალისტებმა უკვე შეარქვეს "სიკვდილის ანგელოზი" ქალაქ პომბინოს(ტოსკანას რეგიონი)საავადმყოფოს ანესტეზოლოგიის და რეამინაციის განყოფილებაში მუშაობდა.


პაციენტების ასაკი, რომლებიც მოკლული იქნენ 2014-2015 წლებში 66-იდან 88 წლამდე მერყეობდა.როგორც გამოძიება აცხადებს, ბონინო წვეთოვანში ურევდა პრეპარატს, საუბარია ანტიკოაგულიანტზე, რომელიც პაციენტში ძლიერ სისხლდენას იწვევს.



პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო საავადმყოფოში ძიება, როდესაც აღმოჩნდა, რომ ბოლო ხანებში საგრძნობლად იმატა დაწესებულებაში სიკვდილიანობამ.

image

პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ეჭვმიტანილს.ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებმა შეისწავლეს საავადმყოფოს სტატისტიკის ისტორია, აღმოჩნდა, რომ ბონინოს ყველა გარდაცვლილთან ჰქონდა შეხება.


თუ რა იყო მკვლელობების მოტივი, ჯერჯერობით დაუდგენელია, როგორც კი იგრძნო ბრალდებულმა, რომ პოლიცია მისით დაინტერესდა მაშინვე ქალაქ პიზაში გადაბარგდა.

სამართლადამცავებმა ბრალდებული იქვე აიყვანეს.

0
217
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0