x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508652
წაიკითხეთ და გააზიარეთ! "X Factor-ია" თუ რა ჯანდაბაცაა- ნინო ლაბარტყავა კულისებს მიღმა მოვლენებზე
მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ამას უფრო საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს". ასევე დიდი აჟიტირებით ჩაიარა მისმა პოსტმა, სადაც ამბობდა, რომ ყველა ლგბტ-ს ერთ დიდ საქათმეში სიამოვნებით გადაასახლებდა. ახალ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს ხალხის არც ეს რეაქცია ადარდებდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო მიწვეული გასულ კვირას "ნანუკას შოუში", სადაც თემად იყო "სექსი" და ნინო ძველ პოზიციაზე დარჩა, რომ საჯარო სექსი- ამორალობაა.


image

image

რამოდენიმე საათის წინ კი საკუთარი facebook-ის გვერდზე ახალ კომენტარს დებს, სადაც ამხელს იქს-ფაქტორის კულისებს მიღმა მიმდინარე მოვლენებს საჯაროდ, რომელსაც რაღა თქმა უნდა უცვლელად შემოგთავაზებთ:


"წაიკითხეთ და გააზიარეთ! არ არსებობს, ეს რომ არ ვთქვა და "იქს–ფაქტორია" თუ რა ჯანდაბაცაა, ერთი კარგად წაიკითხონ!!! ეს ულამაზესი გოგონა არის ჩემი მეგობრის შვილი, ჩემი პატარა მეგობარი Anastasia Gvinianidze. პირადად მე, არაერთხელ მომისმენია მისი ნამღერისთვის და პირდაპირ ვიტყვი – ყოველთვის გაოცებაში მოვყავდი იმ ნიჭს, იმ ხმას და შესრულების იმ კულტურას, რაც ამ უკარგეს გოგოს აქვს... მე თავად მაქვს მუსიკალური შვიდწლედი დამთავრებული და ყრუ ნამდვილად არ ვარ! გადასარევად ვარჩევ, რას ნიშნავს ცუდი, კარგი და შესანიშნავი ნამღერი!
ხოდა, გუშინ ანასტასია "იქს–ფაქტორის" შესარჩევ ტურში გავიდა, მაგრამ მომდევნო ტურში არ გადაიყვანეს, ახლა არ ხარ მზად, შემდეგ წელს უკეთესი იქნებიო...
ახლა მთავარი! სიმღერა, რომელიც ანასტასიამ იმღერა, იყო თვითონ გადაცემის მომზადებაში ჩართული პირების შერჩეული და ანასტასიას არ მისცეს სხვა, უფრო ძლიერი სიმღერის არჩევის საშუალება, სადაც თავის მონაცემებს მაქსიმალურად გამოავლენდა. სამაგიეროდ, სიმღერის არჩევის უფლება მისცეს სხვა კონკურსანტებს, უფრო მეტიც – იმაზეც კი იზრუნეს, რომ კონკრეტული მონაწილეებისთვის მთელი კომფორტი შეექმნათ, რათა მათ ის სიმღერა ემღერათ, რაც უნდოდათ! ანასტასიას იმის უფლებაც კი არ მისცეს, რომ ბოლობოლო, მისთვის შეტენილი სიმღერის ცოტა სხვა ვერსია მაინც ემღერა! რა ხდებოდა კულისებს მიღმა, ამას ანასტასიას დედა Nino Nakvetauri ძალიან კარგად აღწერს, ეს იყო სრული განუკითხაობა და ორმაგი სტანდარტების ყველაზე ნათელი გამოვლინება: იმისთვის, რომ შექმნან შოუ, საშინელ მამაძაღლობებს აკეთებენ და ამით ხელს კრავენ გოგოს, რომელსაც არც გარეგნობა დაეწუნება, არც ჭკუა აკლია და მითუმეტეს, მართლა შესანიშნავად მღერის!!!
ანასტასიასთან არც ინტერვიუ ჩაწერეს იმ დღეს, როგორც ამას სხვა მონაწილეებთან აკეთებდნენ და აგდებით მოექცნენ და ასეთი ანერვიულებული გოგო გადის სცენაზე, მღერის სიმღერას, რომელსაც ვერ იტანს და რომელიც მას სპეციალურად შეურჩიეს!!!
არაერთხელ გამხდარა საჯარო, რა ხდებოდა რეალურად ამ "გრანდიოზული შოუს" კულისებში, რას უჩალიჩებდნენ მონაწილეებს და ვინ იყო ხოლმე თავიდანვე ფავორიტი! მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ამას თავად ხედავ, როცა რეალურად რწმუნდები იმ სიბინძურეში, რაც ამ გადაცემის მიღმა ხდება და რასაც ხალხი ვერ ხედავს!
იცით, რა? ანასტასიას რომ ძალიან დიდი, წარმატებული მომავალი აქვს, ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება, ვინც მას ვიცნობთ! მაგრამ აი, თქვენ რა გეშველებათ? როდემდე უნდა დადგათ ასეთი "გრანდიოზული შოუები" ბავშვების ნერვების და მათ ფსიქიკაზე ცუდად ზემოქმედების ხარჯზე???
განსაკუთრებით, გიორგი გაბუნიას მივმართავ: "კარგი ხარ მანამდე, სანამ პირს გააღებო", ასე უთხრა სცენაზე მდგომ, ისედაც დაძაბულ, ნანერვიულებ ანასტასიას... გაბუნია, შენ ხომ არ გძმარავს??? იმიტომ, რომ შოუ დადგა, ყველაფერი როგორ უნდა იკადრო??? კაცი ხარ, თუ პრობკა???
გავარტყი მაგ შენს "იქს–ფაქტორს" და მიდგომებს!!! კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რეალურად როგორ იდგმება ეგ "გრანდიოზული შოუ" და რა "ობიექტურობასაც" აქვს ადგილი!!! პირადად მე, ჟიურის წევრ სოფო ნიჟარაძეზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, მან რეალობაზე თვალი ვერ დახუჭეს და შოუს გამო არ დაუწყია "გაბუნიობა", მაგრამ აი, დანარჩენების თავზე კი გავიარე!!! თქვენი მიკერძოებული პრიორიტეტები ვატირე მე!!!"- წერს გაბრაზებული ნინო.



imageimage



ეს კი ანასტასიას დედის კომენტარი:

image

0
167
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0