x
image
natia.a
რას ყვებიან ადამიანები, რომლებიც "ერთსქესიანთა" ოჯახებში გაიზარდნენ - უნიკლაური პროექტი
image
ფოტოგრაფი გაბრიელა ჰერმანი ოთხი წელი მუშაობდა პროექტზე იმ ადამიანების შესახებ, რომელთა "მშობლები" ლგბტ საზოგადოებას მიეკუთვნებიან. ყველა მათგანი, მათ შორის თავად ფოტოგრაფი, რომელმაც საკუთარი ისტორიაც შეიტანა აღნიშნულ პროექტში, აშშ-ს მოქალაქეა.


1. ჰიუპი, გაიზარდა ორ მამასთან, ნიუ-იორკში.

image



"მეგობრებისა და ნათესავების ოჯახების შემხედვარე, ვხვდებოდი, რომ ჩემი ოჯახი არ არის ეტალონი. მესმოდა, რომ სხვებს გვერდით ჰყავდათ ადამიანი, რომელსაც ეძახდნენ დედას. მაგრამ მე არასოდეს მიგრძვნია რაიმეს დანაკლისი და არ დავტანჯულვარ იმის გამო, რომ არ ვიცნობ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს, თუმცა კი ხშირად ვფიქრობდი მათზე.


ვთვლი, რომ ჩემი გამზრდელი მშობლები ძალიან ყოჩაღები არიან და ძლიერ ქალად გამზარდეს. ზოგჯერ ვუფიქრდები, საიდან მოვხვდი მათთან, მაგრამ მალევე მიქრება ინტერესი, რა აზრი აქვს..."


2. პენსილვანიაში მცხოვრებ მარკს მამა საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციაში კოლეჯში წასვლის წინ გამოუტყდა.


image


"მამაჩემი გეია. ადრეც მესმოდა ეს, მაგრამ მხოლოდ ახლა ვიგრძენი მზად თავი იმისთვის, რომ სხვების თანდასწრებით ვაღიარო. ასევე ყოველთვის ვიცოდი, რომ თავადაც გეი ვარ - ეს დამეხმარა მამისთვის გამეგო. ყოველთვის ვამჩნევდი, როგორ ცდილობდა მამაჩემი დაემალა საკუთარ ქცევებსი ქალური მომენტები, ისევე, როგორც მე. უნდოდა ფეხი ფეხზე გადაედო და უცბად შეჩერდებოდა. ცდილობდა გამოესწორებინა საუბრის მანერა."


3. ელისონი ლესბოსელტა ოჯახში გაიზარდა. image
"ახალ სკოლაში გადავედი, რომელშიც ფორმირებული იყო შვილების ალიანსი ერთნაირსქესიან მშობლებთან. უჩვეულო იყო იმის გაცნობიერება, რომ ისინი მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას. იქ უკვე მე აღარ ვიყავი ერთადერთი, ვინც გეიებთან იყო დაკავშირებული და აღარ მწირდებოდა ჩუმად ყოფნა."

4. ლუკასი ფლორიდიდან. მისი მშობლები დაშორდნენ და როცა ბიჭი 15 წლის გახდა, დედა ყველაფერში გამოუტყდა.

image

"მე ტოლერქნტულ ადამიანად გამზარდეს და როცა დედა გამომიტყდა, რომ ლესბოსელი იყო, საკმაოდ ადვილად მივიღე ეს. უჩვეულო იყო, მაგრამ არა რთული. მისი ორიენტაციის გამო დედას უფლებები რაიმენაირად რომ დარღვეულიყო აუცილებლად მის გვერდით დავდგებოდი. მაგრამ არანაირი პრობლემა არა აქვს."


5. ჯეიმი ჩიკაგოში გაიზარდა, დედასთან და მის მეგობარ ქალთან ერთად.


image


"მე დედამ და მისმა პარტნიორმა ქალმა გამზარდეს. ბევრი მისი მეგობარი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. სეიძლება ითქვას, რომ ბევრმა სხვადასხვა ქალმა გამზარდა".


6. კალიფორნიელ აარონს ორი დედა ჰყავდა. 7 წლის იყო, როცა დედები ერთმანეთს დაშორდნენ და ბიჭი ბიოლოგიურ დედასთან და მამინაცვალთან ცხვრობდა.


image


"ჩემი დედები გაშორდნენ იმიტომ, რომ ჩემს ბიოლოგიურ დედას კაცი შეუყვარდა. ყოველთვის მესმოდა, რომ ჩემი ოჯახი სხვებისგან განსხვავდებოდა, მაგრამ ის ასეთია."


7. დენიელი ვაშინგტონიდან. მას ორი დედა და ოთხი მამა ჰყავს.

image

"როცა ოთხი წლის ვიყავი, დაქალთან ერთად ყოველთვის ოჯახობანას ვთამაშობდით. ის ყოველთვის დედის როლს ირგებდა. ერთხელაც მომბეზრდა ეს და ამის გამო წავიჩხუბეთ. ყვირილის გაგონებაზე დედაჩემმა მოირბიდა, როცა ჩხუბის მიზეზი გაიგო, შემოგვთავაზა დედის როლი გაგვეყო ერთმანეთში. მე აღვშფოთდი და ვუთხარი, რომ ეს წესებს ეწინააღმდეგება, დედამ კი შემახსენა, რომ მე თავად ორი დედა მყავდა."


8. ვანესა, შტატ ვირჯინიადან. 28 წლის იყო, როცა მამამ საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ უამბო.

image

"მე და ჩემ დას მისმა ამდენი ხნის ტყუილმა უფრო დაგვწყვიტა გული, ვიდრე არატრადიციულმა ორიენტაციამ".


9. ლოურენი კანზას-სიტიდან, შტატი მისური. მამამ სიმართლე გაუმხილა, როცა შვიდი წლის გახდა.


image

"ჩემი მშობლების დაშორების მთავარი მიზეზი მამაჩემის არატრადიციული ორიენტაცია იყო. მაგრამ ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ ჩემ ბიჭუნას ახლა ორი ბაბუა ჰყავს. მამაჩემის პარტნიორი ისეთივე მონაწილეობას იღებს ცემი შვილის ცხოვრებაში, როგორსაც ცემი მშობელი მამა."

10. მოსე ნიუ-იორკიდან, გაზარდა ორმა ქალმა.


image

"ჩვენ ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. გარდამავალ ასაკში ორივეს მიმართ სიძულვილს ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ეს წარსულს ჩაბარდა. მიყვარს ისინი და მოხიბლული ვარ მათით."

11. რობინი ნიუ-მექსიკოდან. გაიზარდა ორ დედასთან და ორ მამასთან ერთად.


image

"კოლეჯში სპეციალური სამართლის გაკვეთილებს ვესწრებოდი. ჩემთან ერთი ბიჭი სწავლობდა, რომელსაც ორი დედა ჰყავდა. ეს რომ გავიგე, ცოტა გული დამწყდა, რადგან მანამდე თავი განსაკუთრებული მეგონა. თუმცა გამეხარდა კიდეც, რომ ბოლოს და ბოლოს ჩემს გარემოცვაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც გამიგებდა."


12. დიანა ოსინინგიდან. 16 წლის ასაკში, როცა მშობლები უკვე გაშორებული იყვნენ. იგი თავად დაეხმარა მამას ეღიარებინა ჰომოსექსუალობა.


image


"მამამ მითხრა, რომ მე რომ არა დღესაც ისევ ჩრდილში იქნებოდა. არ აპირებდა არავისთვის ეთქვა, რომ გეია".


13. ზაქა ნიუ-იორკიდან, გაზარდა ორმა დედამ.

image

"ჩემი ოჯახის ყველა წევრი აყვანილია. პრობლემა მქონდა უფრო საკუთარი თავის შეცნობასთან და საკუთარი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვიდრე იმასთან დაკავშირებით, რომ ოორივე მშობელი მდედრობითი სქესის მყავს."


14. ელიზაბეტი ბოსტონში ცხოვრობდა. მამამ საჯარო აღიარება გააკეთა, როცა იგი კოლეჯში წავიდა.


image


"მამამ მითხრა, რომ ახლა საკუთარ თავთან ჰარმონიაში შეძლებს ცხოვრებას. მე ვკითხე, გეი ხომ არ იყო. ის დარწმუნებული არ იყო, რადგან მანამდე არ ჰქონდა ასეთი გამოცდილება. და როგორც მახსოვს, ჩემი შემდეგი ფრაზა იყო: "მამიკო, დარწმუნებული ვარ, რომ გეი ხარ."


15. კერი ნიუ-იორკიდან. 11 წლის იყო, როცა დედა გამოუტყდა, რომ ლესბოსელი იყო.


image


"მახსოვს, დედამ მომიყვა, რომ ბედნიერი იქნებოდა ქალს რომ გაჰყოლოდა ცოლად. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და გადავწვიტე, რომ თუ ასეა, მე ჩემს საუკეთესო დაქალზე დავქორწინდებოდი."




p.s. შეგახსენებთ, რომ პროექტი მომზადებულია ფოტოგრაფის მიერ, რომელიც თავადაც არატრადიციული ორენტაციის მშობლების მიერ არის გაზრდილი, ამიტომ, ვფიქრობ, აღნიშნული საკითხი მხოლოდ ცალმხრივად არის განხილული...



0
1016
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1016
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0