x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ამადეო მოდილიანი

imageგენიოსები ხომ საუკუნეში
ერთხელ იბადებიან? არ ვიცი, რამდენად შეიძლება დავეყრდნოთ ამ უკვე საკმაოდ გაცრეცილ
ფრაზას, მაგრამ ვიცი, რომ 1882 წლის 12 ივლისს, ლივორნოში (იტალია), დედამიწას კიდევ
ერთი გენიოსი, არაჩვეულებრივი ხელოვანი შეემატა. ეს გახლდათ ამადეო მოდილიანი. მისი
მამა ბანკირი გახლდათ, დედა კი ებრაელი მასწავლებელი. ის მეოთხე, ყველაზე უმცროსი შვილი
გახლდათ. მამა გაღატაკდა, ადრე გარდაიცვალა. პატარა მოდილიანი კი დედამ და დეიდამ აღზარდეს. იგი ვიზუალურად რაფინირებული და დახვეწილი იყო.
რადგანაც ევგენია
(დედა) წარმოშობით იყო მარსელიდან, მოდილიანიმ ფრანგული ენის შესაწავლა დაიწყო ადრეულ
ბავშვობაში, რამაც შემდეგ გაუადვილა ინტეგრაცია პარიზში. ითვლება, რომ დედის რომანტიულმა
ნატურამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე. დედამისის
დღიური, რომელსაც იგი აწარმოებდა ამადეოს დაბადების შემდეგ, არის ერთ-ერთი დამადასტურებელი
წყარო მხატვარის ცხოვრებისა.


11 წლის ასაკში
მოდილიანი დაავადდა პლევრიტით, ხოლო 1908 წელს – ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი
სენი იყო. ეს გახდა უკუქცევადი წერტილი მის ცხოვრებაში. მისი დედის მონათხრობით, ციებ-ცხელებისას
მას აბოდებდა იტალიელი ოსტატების შედევრები, აგრეთვე აღმოაჩინა თავისი დანიშნულება
- მხატვრის სახით. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა დართეს ამადეოს ნება მიეტოვებინა
სკოლა, რათა შეესწავლა ხატვისა და და ფერწერის გაკვეთილები ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში.


აკადემიაში მან
შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება.


1906 წლიდან კი
გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო
და კონსტანტინ ბრინკუში, მათ დიდი გავლენა იქონიეს მოდილიანის შემოქმედებაზე. მოდილიანი მხოლოდ მხატვრობით როდი იყო დაკავებული? 1909-1914 წლებისათვის მისი ძირითადი შემოქმედება
ქანდაკება გახლდათ... თუმცა, შვება ბოლოს მაინც ხატვაში ჰპოვა. მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია.
თუმცა, ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე მისმა პეიზჟმაც. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია
ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი.


თუმცა, ძირითადად
, ამადეო მოდილიანი ყოველგვარ მიმართულებათა მიღმა იყო დარჩენილი. მას ხატვის საკუთარი
სტილი გააჩნდა. ხატავდა ნაზი მონასმებით. მისი პორტრეტები გამოირჩევა წაგრძელებული
თავის ფორმებით, მაღალი კისრით. საოცარია მოდილიანისეული თითქოს უმარტივესი, მაგრამ
საოცრად მეტყველი თვალები...


მოდილიანის ცხოვრებაზე
დიდი გავლენა იქონია საფრანგეთმა. თითქოს მხატვარი სწორედ პარიზის ბოჰემურმა ცხოვრებამ
შეიწირა.


სხვადასხვა ქვეყნებიდან
პარიზში (რომელიც მაშინ ხელოვანთა ერთგვარი ნავსაყუდელი გახლდათ), ჩამოსული მხატვრები
სახელოსნოებს იაფად ქირაობდნენ. მოდილიანის სახელოსნოს გვერდზე, სუტინის სახელოსნო
აღმოჩნდა. სუტინი ნარკოტიკებს ეძალებოდა, ლოთობდა კიდეც. თუმცა მოდილიანთან მაინც დამეგობრდა.
სუტინის არეულმა ცხოვრებამაც საკმაო ზეგავლენა იქონია მოდილიანზე, თუმცა მისი ალკოჰოლზე
მიძალება, და შემდგომ მასზე მწვავე დამოკიდებულება მაინც სიყვარულმა იმოქმედა. მას
ერთი ინგლისელი ჟურნალისტი ქალი შეუყვარდა, რომელმაც გონება დააკარგვინა და თავგზა
აუბნია. ქალმა მიატოვა, მოდილიანი - გალოთდა.



მიუხედავად ასეთი
ტანჯული ცხოვრებისა, ხელოვანის ცხოვრებაში მაინც იყო ერთი ნათელი (საოცრად კაშკაშა)
წერტილი. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი ქალი ჟანა... ჟანა, რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა
მოდილიანის. მათ ქალიშვილი ჰყავდათ. მიუხედავად მშობლებისმიერი წინააღმდეგობებისა და
სხვა დაბრკოლებებისა, ჟანა მიჯაჭვული იყო მოდილიანს. როდესაც ახალგაზრდა ქალს, მეუღლე
35 წლის ასაკში ტუბერკულიოზით გარდაეცვალა, მის მუცელში კიდევ ერთი ბავშვის გული ფეთქავდა.
მოდილიანი ხშირად ხატავდა ჟანას. და ყველა მისი პორტრეტი საოცრად მეტყველი, და ემოციურია,
შეუძლებელია, მათი ხილვისას გულმა ასიათასჯერ არ გაამძაფროს ცემა, შეუძლებელია არ გაგიჩნდეს
განცდა რომ, სადაცაა ეს პატარა, მუშტისოდენა სხეულის ნაწილი მკერდს გაგიგლეჯს. აი,
სწორედ ეს გახლავთ მხატვრის ძალა. ნამდვილ, ჭეშმარიტ ხელოვანს შესწევს უნარი, ადამიანის
სხეულსა და სულში შეაღწიოს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჟანამ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მოდის
(ასე უწოდებდნენ მეგობრები და ახლობლები) მიუძღვნა. მისი სიკვდილი კი ვერ გადაიტანა
და საკუთარი სიკვდილიც მასვე მიუძღვნა. საკუთარი და მათივე დაუბადებელი ბავშვის სული,
რომელიც ჯერ კიდევ ჟანას სხეულში ფეთქავდა, ქალმა მეუღლეს აჩუქა. ამაღელვებელია ეპიტაფია
მისი საფლავის ქვაზე:


„აქ განისვენებს
ჟანა, რომელსაც მოდის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო“...


მოდილიანი ცხოვრების წლებში არ უღიარებიათ გენიოსად, ამიტომ
თავის სარჩენად საკუთარი ნახატების გაყიდვა უწევდა, იგი ბარში მიდიოდა (სადაც მხატვრები
იკრიბებოდნენ ხოლმე) და ბარის მომხმარებლებს ხატავდა ხოლმე.


ერთხელ, როდესაც
მოდილიანმა ბარში ორი ქალი დახატა, ქალებმა ცხვირი აიბზუეს და დაიწუნეს გენიალური მხატვრის
გენიალური ორი შედევრი. დაწუნებული ნახატები არ შეიძინეს და წავიდნენ. ამ დროს, ბარში
იჯდა ლადო გუდიაშვილიც, რომელიც გააოცა ქალების ქმედებამ, მოდისთან მივიდა და ჰკითხა,
როგორ არ მოეწონათ ეს ნამუშევრებიო, მოდილიანს გაეღიმა, უპასუხა : „შენ გესმის ხელოვნება,
მათ -არა“... ლადოს ასეთმა ქმედებამ მოდილიანს უბიძგა ეს ორი ნახატი სწორედ ლადოსთვის
ეჩუქებინა. ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ გაგვაჩნია ესოდენ ძვირფასი განძი,
მოდილიანის ორი ორიგინალი.


ძალიან რთული იყო
მოდილიანის ცხოვრება, ასევე რთული იყო მისი ხელოვნების ნიმუშების გაგება მისი თანამედროვეთათვის...
თუმცა რა გასაკვირია, ჩვენ, უბრალო მოკვდავებს არ ძალგვიძს ჩავწვდეთ ისეთ გენიალურ
და უკვდავ ხელოვნებას, როგორსაც მოდილიანი ქმნიდა.


ისევე როგორც გენიოსთა
უმრავლესობა, მოდილიანიც არავინ აღიარა სიცოცხლეში, ის ვერ გახდა პოპულარული თავის
თანამედროვეებში. თუმცა, მისი სიკვდილის შემდგომ, მისმა ნამუშევრებმა არნახულ წარმატებას
მიაღწიეს. რა გასაკვირია? გენიოსი ადამიანები ხომ დროს უსწრებენ? მოკვდევებს კი მათი
შემოქმედების აღსაქმელად, ხშირად საუკუნეებიც კი გვჭირდება....

0
292
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0