x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
"მამაჩემი არ მელაპარაკება... მე რომ მხედავს სააკაშვილი ახსენდება..."
image
სატელევიზიო ტელეშოუ "ნანუკას შოუში" ერთ-ერთ სტუმრად მომღერალი ნინა წკრიალაშვილი იყო. გადაცემა შვილებისა და მშობლების ურთიერთობას შეეხებოდა.

ნინამ გადაცემაში მამასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამა მას პოლიტიკის გამო თვეობით არ ელაპარაკება, კერძოდ კი მიხეილ სააკაშვილის გამო თვეობით არის მასთან გაბუტული:

"არ მელაპარაკება იმიტომ რომ, მე რომ მხედავს სააკაშვილი ახსენდება...

ყოველ საღამოს, მეგობრებთან ერთად ღვინოს რომ მიირთმევენ თუ ვისკის, მირეკავს და ესე იწყებს, შენი და სააკაშვილის დედა...


-სადღაა სააკაშვილი, აღარ არის... რაღა დროს სააკაშვილია... მაინც დღემდე მიშა ვგონივარ, რომ მიყურებს..."

მამასთან პრობლემები ნინა წკრიალაშვილს ყოველთვის ჰქონდა:

" სულ მქონდა ესეთი ტიპის პრობლემები, პერიოდულად თვეების განმავლობაში არ მელაპარაკებოდა... ვცდილობ ხოლმე, რომ აი, ჟარგონს ვიტყვი "ვეტენები", რომ მამიკო, მამიკო, რაღაცა... მაგრამ მოხდება მერე ისევ რაღაც, ერთხელ კიდევ დალავს და ისევ შენი და მიშასი.... რა შუაში ვარ მიშასთან..."

"თვითონ არ მელაპარაკება, მერჩის, გონია რომ ვარ ქვეყნის მტერი და ასე შემდეგ...

ეხლა ცოტა გაგვიგრძელდა, სექტემბრის მერე არ მელაპარაკება... დაბადების დღეც რომ არ მომილოცა, მეგონა რომ უკვე ძალიან მძიმედ არის... მაგის დაბადების დღეა მარტში და მე დავურეკავ და შევურიგდები... ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე მეტად ნერვიულობს, რომ არ მელაპარაკება, ძააან განიცდის, მაგრამ მაინც არ მელაპარაკება..."

"რატომღაც, ბოლო პერიოდში ამოიჩემა, რომ ძაან ტიტველი ვდგავარ სცენაზე და ჩაცმული სცენაზე გინახივარ როდესმე? ართულებს ყველაფერს..."

"სინამდვილეში ის ხდება, რომ მე და მამას აბსოლუტურად ერთნაირი ხასიათი გვაქვს, უბრალოდ სხვადასხვა ღირებულებები და შეხედულებები გვაქვს."

საბოლოოდ კი ნინა წკრიალაშვილმა განაცხადა, რომ "მამა-შვილობა ყველანაირ პოლიტიკზე, ყველანაირ ჩაცმულობაზე მნიშვნელოვანია" ....



imageimageimageimage

0
947
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
947
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0