x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
თაღლითობა ეკლესიის სახელით

image ქართული მართმადიდებელელი ეკლესიისა და პირადად პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტი მავანთათვის ბიზნესის კეთების საშუალებად იქცა. პატრიარქის სახელით ფულის მთხოვნელთა გახშირებული პრეცედდენტების გამო, სრულიად საქართველოს კაოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განცხადება გააკეთა: ”მე მივეცი ლოცვა კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, რომ ხატი მიაბრძანონ ოჯახებში და პარაკლისი შეასრულონ სრულიად უფასოდ, არავითარი ფული საჭირო არ არის. მაგრამ გამოჩნდნენ ერის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ხმას პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვდივართო, ეს სიმართლე არ არის”. პატრიარქი ასევე მრევლს მოუწოდებს, რომ მოძღვრის გარეშე მისული ერის ადამიანი, თუნდაც ხატით, სახლში არ მიიღოს.
ეს არაა ერთადერთი შემთხვევა როცა ეკლესიის სახელით ხდება სპეკულირება. ბოლო დროს საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული გახდა წმინდა მატრონას მონასტრის სახელით ცნობილი ცომი. რომელიც ოჯახური ბედნიერების მომტანად ითვლება და თანდართული რეცეპტით იყიდება. თუმცა როგორც გაირკვა, არნიშნულ ცომს წმ.მატრონას დედათა მონასტერთან არანაირი კავშირი არ აქვს, მეტიც საპატრიარქო მრევლს სიფრთხილის გამოჩენას Uურჩევს მსგავს სპეკულაციასთან მიმართებაში და მოუწოდებს საზოგადოებას, არ შეიძინონ ეს საეჭვო წარმომავლობისა და საშიში რეცეპტის ცომი.
საპატრიარქოს პრესცენტრმა ასევე უარყო პურის წარმოებასთან კავშირი, არადა თბილისის არაერთ მაღაზიაში “იბერია 2010“ მიერ წარმოებული “უსაფუარო” და “მცენარეული საფუარით” გამომცხვარი დოლის პური იყიდება, რომელსაც “საპატრიარქოს პურის” სახელით იცნობს საზოგადოება.
საპატრიარქოსთანსთან ეკონომიურ კავშირს უარყოფს შ.პ.ს. “იბერია 2010” ის დამფუძნებელი გივი გორგიაშვილიც: ” ეს არ არის “საპატრიარქოს პური”, უბრალოდ საპატრიარქოდან წამოვიდა იდეა ჯანმრთელი პური დამზადებულიყო, ამაზე არაერთხელ უსაუბრია თავად პატრიარქს ქადაგებებისას. დავინტერესდით ამ იდეით და გამოვეხმაურეთ პატრიარქის სურვილს. გვინდოდა ძველი ტრადიციებით პურის წარმოება აღგვედგინა და თურქული საფუარის ნაცვლად, რომლის მავნებლობაზე ბევრს საუბრობენ, გამოგვეყენებინა მცენარეული საფუარი. კურთხევა მივიღეთ პატრიარქისგან, რის შემდეგაც დავიწყეთ წარმოება, სხვა სახის კავშირი საპატრიარქოსთან არ გვქონია.ჩვენს დოლის პურში საფუარის ნაცვლად ვიყენებთ სვიის ყვავილზე დამზადებულ გამაღვივებლს, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია. მოსახლეობა ამ პურს ყიდულობს იმიტომ რომ სუფთა პურია და საპატრიარქოს სახელი არაფერ შუაშია”.
სხვათაშორის, საფუარების მიმართ უნდობლობა ერთიორად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ საეკლესიო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სათაურით :“პური აღარაა სამარხვო პროდუქტი?! ” სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში პური ცხვება თურქული საფუარით, რომელსაც ურევია კვერცხი ( მცირე ალბათობით ხორცის თუ ძვლის ნახარშიც).
აღნიშნულმა სტატიამ მრევლში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქსეროასლებითაც კი ავრცელებდნენ, ბევრმა პროტესტიც გამოუცხადა თურქულ საფუარს. ძალიან მალე კი მაღაზიებში გამოჩნდა ახალი დასახელების მცენარეული საფუარიანი პური, რომელსაც გამყიდვლები “საპატრიარქო პურის” სახელით აცნობდნენ მოსახლეობას.
მომხმარებელი არჩევანის გაკეთებისას ნდოობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სწორედ აღნიშნულ დასახელებას მიიჩნევს, რაც ამ წარმოების პურის პოპულარობას ერთიორად ზრდის.

0
593
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0