x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
7 ჯოჯოხეთური ადგილი დედამიწაზე!
დედამიწა მრავალფეროვნებით არის აღსავსე. ჩვენს პლანეტაზე არის ულამაზესი

ადგილები, რომლებსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში "სამოთხეს" ვუწოდებდ, მაგრამ

არის ისეთი ადგილებიც, რომელიც ნამდვილად ჯოჯოხეთურ შთაბეჭდილებას

ტოვებს ადამიანზე.



image


წარმოგიდგენთ 7 ჯოჯოხეთუ ადგილს დედამიწაზე, რომლებიც უნდა ნახოთ...


1. ყარაჩაის ტბა - რუსეთი


image


მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ადგილი. ეს არის ბირთვული ნარჩენების

ნაგავსაყრელი რუსეთში. ამ დაბინძურებულ ადგილზე საკმარია სპეციალური

ნიღბის გარეშე 10 წუთით გაჩერება და თქვენი ორგანიზმი რადიოაქტიური

დასხივებით მოიწამლება.


2. სან პედრო სულა - ჰონდურასი


image


მსოფლიოს ყველაზე საშინელი ქალაქი არის სან პედრო სულა, რომელიც მდებარეობს

ჰონდურასში. ქალაქში კრიმინოგენია უმაღელს დონეზეა. სან პედრო სულაში

ყოველდღიურად, საშუალოდ 5 ადამინი კვდება.


3. ნიოსის ტბა - კამერუნი


image


ეს არის ტოქსიკური ტბა, რომელიც წარმოიქმნა ვულკანების ჩაქრობის და კრატერების

ნალექების შედეგად. შიგადა შიგ ამ ტბაზე აირების აფეთქება ხდება, უკანასკნელი

ინფორმაციით, ერთ-ერთ აფეთქებას 1700 კამერუნელის სიცოცხლე შეეწირა.


4. დანაკილის უდაბნო


image


National Geographic-მა ამ რეგიონს „დედამიწის უმკაცრესი ადგილი უწოდა“.

ამ ადგილზე არარსებობს, რომ იწვიმოს. ტემპერატურა ძალიან ხშირად 50 გრადუსს

სცდება. ეს არის ერთ-ერთ ადგილი მთელს მსოფლიოში, სადაც ცხოვრება

ფაქტიურად შეუძლებელია.


5. იელოუსტოუნის კალდერა


image


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი, მოქმედი ვულკანი, რომლის ამოფრქვევასაც

შესაძლოა დიდი კატასტროფა მოჰყვეს... აფეთქების შედეგად, შესაძლოა მთელს

მსოფლიოში შხამიანი აირი გაფანტოს.


6. გველის კუნძული - ბრაზილია


image


რატომღაც ყველასთვის, ამ ჩამოთვლილთაგან ყველაზე საშინელი ადგილი ეს

ითვლება. ამ კუნძულზე მოგზაურობა აკრძალულია. ვინაიდან აქ ბინადრობენ

მსოფლიოს ყველაზე საშინელი და შხამიანი გველები. ყოველ ნაბიჯში

შესაზლებელია დიდ, შხამიან გველთან შეხვედრა.


7. ანტარქტიდა


image


ჩამოთვლილთაგან ყველაზე უსაფრთხო ადგილი, მაგრამ მაინც საშინელი.

საათში 300 კმ/სთ სიჩქარის ქარი და -90 გრადუსი ყინვა. თქვენი აზრით,

აქ შესაძლებელია, რომ ადამიანმა იცოცხლოს?












მადლობა ყურადღეისთვის!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
235
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0