x
როგორ ვაკონტროლოთ აგრესიის გამოვლინებები

იმისათვის რომ გავიგოთ თუ როგორ ვებრძოლოთ აგრესიას
ჯერ უნდა გავიგოთ რა არის ის და საიდან მოდის, რა იწვევს მას.

აგრესია რთული სადეფინიციო სიტყვაა, რადგან მრავალ განსხვავებულ
მნიშვნელობას აერთიანებს. მაგარლითად, ე.წ. უწყინარი ქცევები, ასევე აგრესიაა და სასტიკი, დიდი ზიანის მომტანიც. ამ სიტყვის დეფინიცირებას ბიჰევიორისტები შემდეგნაირად ახდენენ - აგრესიულია ის ქცევა, რომელიც ავნებს ან მიაყენებს ვნებას სხვას. ამ განმარტებიდან გამომდინარე ქცევა იქნება აგრესიული მხოლოდ იმ შეთხვევაში თუ ის ვინმეს ზიანს მიაყენებს, რაც სრულყოფილ ახსნას ვერ იძლევა. ამიტომ საჭიროა სხვა განმარტებაც, სადაც მხოლოდ აქტიობის შედეგზე კი არ იქნება მითითება, არამედ აგრესიული სახის აქტიობის განზრახვაზეც. ე.ი. აგრესიის უფრო სწორი დეფინიცია იქნება, თუ მას ვუწოდებთ ქცევას ან განზრახვას ისეთი აქტიობისა, რომელიც ვნებას მიაყენებს სხვას.

აგრესიამაშ ჩვენ განვმარტეთ აგრესია, ახლა უნდა გავიგოთ მისი
წყაროები. არსებობს მიზეზების კლასიფიკაცია, სადაც გამოიყოფა აგრესიულობის სამი ძირითადი წყარო. ესენიაა: 1. შინაგანი დეტერმინანდები; 2. გარეგანი პირობებით აღძრული მოთხოვნილება; 3. არსებულ სოციალურ პირობას მიმატებული წარსული გამოცდილება.
შინაგან დეტერმინანდებში იგულისხმება ადამიანის აგრესიულობის
ბუნებრივიობა, ჩვენიდან, შინაგანიდან წამოსული აგრესია. ასეთ ინსტინქური აგრესიის თეორიები არსებობს, ლორენცის თეორია, მაკდაუგოლის ფსიქოლოგიური თეორია და ფროიდის ფსიქოანალიზური თეორია. ისინი ხსნიან აგრესიას როგორც შინაგან დეტერმიანტს, სადაც აგრესია ბუნებრივი მდგომარეობაა და საჭიროა მისი მოთოკვა და სუბლიმირება.

მეორე წყაროს- აგრესიას, როგორც გარემოპირობით განპირობებულ
მოთხოვნილებას, ემხრობიან სოციალური ფსიქოლოგები. ამას ხსნის ე.წ. „დრაიფ
თეორიები“, რომლის ავტორები არიან ფეშბახი, ბერკოვიჩი და სხვები. ყველა ამ თეორიის მიხედვით გარკვეული გარემო პირობები ადამიანის მოტივირებას ახდენს აგრესიული ქცევის განხორციელებისკენ. ეს არის რეაქცია, ნეგატიური აფექტი არასასურველ მოვლენაზე, შესაბამისად მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.

ბოლო აგრესიის წყაროში კი ის ახსნილია, როგორც წარსულში დასწავლილი, წარსული გამოცდილებით მიღებული, რომელიც თავს იჩენს ან არა არსებული სიტუაციური პირობიდან გამომდინარე. ამ შემთხევაში დასწავლილი აგრესიული ქცევა გამოვლინდება კონკრეტული სოციალური და სიტუაციური დეტერმინანდების შემთხევავაში, როგორიცაა მაგალითად პროვოკაცია, ფრუსტრაცია.


ჩვენ გავარჩიეთ თუ საიდან მოდის აგრესია, ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა ავირიდოთ/ გავაკონტროლოთ ის. ამისთვის არსებობს მრავალი მეთოდი.
ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ახსნილია კათარზისის თეორიით, რომლის მიხედვით აგრესია უნდა იყოს გამოხატული, გადატანილი სხვა საგანზე.
მისგან უნდა დავიცალოთ . ეს, რა თქმა უნდა, აგრესიის, როგორც შინაგანი დეტერმინანტის შემთხვევაში. თუმცა ბევრი კვლევა მიუთითებს ამ ხერხის უარყოფით მხარეებზეც. ასევე აქვს უარყოფითი მხარე დასჯას, როგორც აგრესიის შემაკავებელს, თუმცა გარკვეული გაგებით ეს მეთოდიც ეფექტურია. ამისთვის საჭიროა მისი რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებით გამოყენება, მაგალითად დასჯა დაუყოვნებლივ უნდა მოყვებოდეს ქცევას. ის უნდა მოსდევდეს არასასურველი ქცევის ყველა შემთხვევას და უნდა იყოს მტკიცე. აგრესიის შემაკავებელი იქნება საპირისპირო ქცევის დაკვირვებით სწავლაც, ანუ არააგრესიული ქცევის ექსპოზიცია, გაწონასწორებული პირვნების ძლიერი, მისაბაძი მაგალითი. ასევე ისეთი სოციალური უნარების გავარჯიშება, რომელიც უბრალოდ აგვაცილებს აგრეესიის გამომწვევ სიტუაციას. ამ უნარების დაუფლებაში შესაძლოა დავეხმაროთ სხვას, ვასწავლოთ მას ისინი. აგრესიის გამოვლინების შემცირებაში არანაკლებ დაგვეხმარება მასთან შეუთავსებელი ისეთი რეაქციების გაღვივება, როგორიცაა იუმორი, ემპათია. აგრესიულობის დონე შემცირდება თუ ჩვენ ამ გრძნობებს ავღძრავთ ჩვენში, სიტყვაზე, შევხედავთ სიტუაციას
იუმორით.

ყველა ეს ტექნიკა განსხვავებული სიტუაციისა და აგრესიის მიზეზის გათვალისწინების შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ, როგორც უკვე ავღნიშე, ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ სხვას აგრესიულობის დონის შემცირებაში, მის კონტროლში და სხვებს შეუძლიათ ასევე დაგვეხმარონ ჩვენ.ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია
აგრესიულ ქცევების გამოვლინებასთან ბრძოლისას. ამისთვის პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდედეს ჩვენვე ვიყოთ გაწონასწორებულის პოზიტიური მაგალითი და მივბაძოთ სამაგალითო ადამიანებს და ამ გზით შეძლებისდაგავარად ვიქონიოთ ერთმანეთზე პოზიტიური გავლენა.

0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ბაირამაშვილი
ქეთევან ბაირამაშვილი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0