x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
რუსეთში სერიულ მკვლელთა ოჯახი დააკავეს
imageდამნაშავენი ისევ საკუთარმა სიხარბემ გამოაშკარავა.


სერიული მკვლელობები ხდებოდა ურალში, სოფელ ნეივო შაიტანსკში.ჯერ კიდევ დეკემბრის თვიდან ერთმანეთის მიყოლებით იკარგებოდნენ ადამიანები, ხოლო მათ გვამებს პოულობდნენ გზის პირას ან ტყეში..


ამ მკვლელობების ერთმანეთთან დაკავშირება არც არავის უცდია იქამდე, სანამ გამოძიება საკუთარ ხელში არ აიღო ადგილობრივმა უბნის ინსპექტორმა.


-პოლიციაში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიკარგა მაშინვე, როგორც კი ბანკიდან კრედიტი აიღეს.მოწმეთა განცხადებით გაუჩინარების წინ ისინი სვეტლანა ს.-თან ერთად ნახეს.


image

დაკითხვის შემდეგ დანაშაულში გამოტყდნენ 40 წლის სვეტლანა ს. და მისი 26 წლის ქმარი ილია მ.სერიულ მკვლელობებში აგრეთვე მონაწილობდა სვეტლანას უფროსი ქალიშვილის საქმრო, 27 წლის ვიაჩესლავი.


როგორც გამოძიებამ დაადგინა, სვეტლანა ჯართის გადაყიდვით იყო დაკავებული, ხშირად ფულს თანასოფლელებზე აპროცენტებდა, ვინც ვერ იხდიდა ვალს, სთავაზობდა ბანკიდან კრედიტის გამოტანას.


კრედიტის აღებაში "ეხმარებოდა" სხვა თანასოფლელებსაც, ეს კატეგორია იყო ძირითადად მსმელი ან უმუშევარი ადამიანები.სვეტლანა მორიგ მსხვერპლთან ერთად მიდიოდა უახლოეს ქალაქ ალაპაევსკში, აფორმებდნენ ბანკში სესხს, შემდეგ სვეტლანა მსხვერპლს "მაღარიჩის" აღსანიშნავად უფასოდ დასალევს სთავაზობდა.


ამის შემდეგ ბანდიტებს მსხვერპლი ტყეში მიჰყავდათ და იქ კლავდნენ, ხოლო თანხას თვითონ ითვისებდნენ.


პოლიციამ სამი დაკარგულის გვამი აღმოაჩინა, დანარჩენი უგზო-უკვლოდ დაკარგულების ძებნა გრძელდება.

ოჯახის 4 წევრი დაკავებულია, ამჟამად გამომძიებლები არკვევენ, მონაწილეობდა თუ არა დანაშაულების სერიებში უმცროსი ქალიშვილი.


სვეტლანა ს. ორჯერ იყო გათხოვილი.ჰყავს ორი ქალიშვილი:მე-11 და მე-6 კლასელი.სვეტლანას პირველმა ქმარმა თავი მოიკლა.

image




1
620
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
620
  
2016, 23 თებერვალი, 22:42
,,შაითანსკი,, მომეწონა ))))
0 1 1