ნაგვის ურნით ყინულზე მოსრიალე ბრიტანელი, ამ ვიდეომ ინტერნეტის ახალ "ვარსკვლავად" აქცია.
2016, 17 თებერვალი, 14:31
ნაგვის ურნით ყინულზე მოსრიალე ბრიტანელი, ამ ვიდეომ ინტერნეტის ახალ "ვარსკვლავად" აქცია. ბრიტანელი ალან მაილსმა, რომელიც გლოსტერშირის საგრაფოში ცხოვრობს, ერთ დღეს დილით გადაწყვიტა საკუთარი ეზოდან გამოეგორებინა ნაგვის ურნა და კომუნალური სამსახურის ნაგვის გამტან მანქანამდე მიეტანა. მაგრამ ბატონი ალანი "შეეჯახა" პრობლემას: ეზო ძლიერი ყინვის გამო იმდენად ძლიერად მოიყინა, რომ ალანს იმ რამდენიმე მეტრის გავლა, რომელიც მას ღობეს აშორებდა ძალიან გაუჭირდა. ალანმა როგორც კი წაიწია წინ ღობისაკენ, იმდენჯერ დაუსრიალდა ფეხიც და ნაგვის ურნაც, ამიტომ ისევ თავიდან უწევდა გადალახული მანძილის თავიდან გადალახვა. როგორც იქნა ბოლოს ალანი მიხვდა რა ხერხით მოეხერხებინა ნაგვის ურნა მიეგორებინა ღობესთან, სადაც მას კომუნალური სამსახურის ნაგვის გამტანი მანქანა და მისი მომსახურე პერსონალი ელოდა. ალანის მოქმედებას უყურებდა და იღებდა მისი მეუღლე, ხოლო მათი გოგონები მამის შემყურე სიცილით "იჭაჭებოდნენ" დედასთან ერთად (კადრს მიღმა ისმის მათი სიცილი). მაილსის გადაწყვეტილება თავად გაეტანა ნაგვის ურნა კომუნალური სამსახურის ნაგვის მანქანაში ჩასაცლელად გახდა მიზეზი, მისი ოჯახის წევრების და კომუნალური სამსახურის თანამშრომლების სიცილისა.