x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თეა პერტაია: ქურდობის ფაქტი მაღაზიის ვიდეოკამერებზე აისახა

imageშინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია სუპერმარკეტ „ზღაპარში“ მომხდარ ქურდობის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება.


როგორც ცნობილია საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის მამა სამართალდამცავებმა დააკავეს და შემდეგ ხელწერილის დადების შემდეგ გაუშვეს.

"• ქურდობის ფაქტი აისახა მაღაზიის ვიდეოკამერებზე;


• მაღაზიის დაცვამ და მენეჯერმა შეატყობინა პოლიციას და მოხდა შესაბამისი რეაგირება, რაც კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი;

• მხილებული პირი ხელწერილით გაუშვეს;

• სამინისტროს საზოგადოებასათან ურთიერთობის დეპარტამენტის სტანდარტი
საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება ჩვენს
ინტერესებში შედიოდეს;

• შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა, თემის დელიკატურობიდან
გამომდინარე, ამ ფაქტის გასაჯაროება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. ამავე
მიზეზით, ჩვენ ახლაც თავს ვიკავებთ ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან.


P.S.გაკვირვებული, მართლა გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია ასეთი ფაქიზი თემებით..."

image

0
288
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0