x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
"ძალიან ცუდი მაგალითი აჩვენა თავის ამომრჩეველს" - რას საყვედურობს ნოე სულაბერიძე მარიამ საჯაიას
imageპროდიუსერი ნოე სულაბერიძე პარლამენტარ მარიამ საჯაიას საჯაროდ გამოთქმული მოსაზრების გამო აკრიტიკებს. როგორც ცნობილია, კუმისში საარჩევნო უბანზე ყოფნის დროს, დეპუტატმა ამომრჩეველს „დაჩაჩანაკებული და დაჩიავებული ხალხი" უწოდა და მათში „წერა-კითხვის, პირადი ჰიგიენის, კულტურის პრობლემების სიმკვეთრეზეც“ გაამახვილა ყურადღება. სწორედ მის ამ გამოსვლას აკრიტიკებს პროდიუსერი ფეისბუქის პირად გვერდზე.


"თუ ჟურნალისტიკამ სქესი არ იცის, მგონია რომ არც პატივცემულ დეპუტატებს უნდა გააჩნდეთ. სწორედ ამიტომაც გენდერული თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, გადავწყვიტე ამ თემის გაშლა.


მე მაპატიეთ, მაგრამ ისევე როგორც ჩემს სტატუსებში ხშირად ნახსენები ოდიოზური ამხანაგები (ქალაქის მერზე რომ არ ვთქვათ არაფერი) მეზედმეტება საკანონმდებლო ორგანოში, აქაც მგონია, რომ ავრორამ ძალიან ნაადრევად გაისროლა. წინაზე თავი შევიკავე, როდესაც ასაკში დაკარგულმა ქვემოდხსენებულმა პატივცემულმა დეპუტატმა ვოლსკის მიმართ (რომლის ფანი გულწრფელად უნდა ვთქვა ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ) თავის ფამილიაური და დეპუტატისთვის შეუსაბამო ნასროლი რეპლიკით ძალიან ცუდი მაგალითი აჩვენა თავის ამომრჩეველს...მაგრამ ამ ბმულმა დამარწმუნა, რომ ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, სადაც მონოლოგის ბოლოს (გადახვალთ ალბათ ლინკზეც) მოთხოვნილი პირადი მეტეორი თუ არა, პირადი კურატორი მაინც აუცილებელია...


პირადი ჰიგიენის პრობლემებზე ყურადღების გამახვილება ეგეთი ცინიზმით, რეგიონში სადაც დიდი ალბათობით უმეტეს ოჯახებში შეიძლება შამპუნის საშუალებაც არ იყოს, (victorya secret-ის ყველა ორგანოს დეზადორანტზეც რომც არ გვქონდეს პრეტენზია) მგონია რომ ნორმალურ ქვეყანაში კანონმდებელისთვის პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი მაინც უნდა იყოს.



დიდი იმედი მაქვს რომ მისი ამხანაგი მეგობრები სამომავლოდ მაინც დაარიგებენ და აუხსნიან სხვაობას gallery-იში სათქმელ და გარდაბანში სათქმელ speech-ებს შორის." - წერს სულაბერიძე.


image
image


0
537
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0