x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
თვალებში ჩარჩენილი საშინელება...
ამბობენ-თვალები ადამიანის სულის სარკეაო.მათში ხომ პიროვნების ხასიათი, ინტელექტი ჩანს.თუ ადამიანს გადატანილი აქვს დიდი უბედურება, განსაცდელი, შიში- ყველაფერს ამოიკითხავთ მის თვალებში.


შემოგთავაზებთ რამდენიმე სურათს, რომელზე გამოსახული თითოეული ადამიანი დიდი ტრაგედიის მატარებელია.ეს ნამდვილად ჩანს მათ თვალებში.



ავღანელი გოგონას, ბიბი აიშას სურათი შემთხვევით მოხვდა taim-ის გარეკანზე.აიშა თორმეტი წლის გაათხოვეს.მეუღლე მას მუდმივად სცემდა და ამცირებდა.თვრამეტი წლის იყო გაქცევა რომ სცადა.მაგრამ დაიჭირეს და მეუღლეს მიუყვანეს.დასჯის მიზნით მან აიშას ცხვირი და ყურები დააჭრა...


image



ეს ვიეტნამელი გოგონა სამუდამოდ დარჩა ინვალიდი იმ ქიმიური იარაღის გამო, რომელსაც ამერიკელები იყენებდნენ .ისინი პერიოდულად ჯუნგლებზე აფრქვევდნენ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს...


image



თორმეტი წლის დიეგო ფრაზაო ტორკვატო ვიოლინოზე უკრავს თავისი მუსიკის მასწავლებლის დაკრძალვაზე.



image



კორეის ომის შედეგად ღვიძლი ძმები საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.მრავალი წლის შემდეგ მათ მიეცათ უფლება ერთმანეთი ენახათ.ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა მათი დამშვიდობების სცენა.



image



ავღანეთში დაჭრილი სამშვიდობო მისიის დანიელი ჯარისკაცი.რიცხვი 5 შუბლზე ნიშნავს იმას, რომ ჭრილობა შეხვეული აქვს ხუთ საათზე.


image




რვა წლის სირიელი ბავშვი ავტომატით პოზირებს.ფაქტიურად მას ბავშვობა არ ჰქონია....


image



ეს ბიჭი 1994 წელს რუანდაში გენოციდის მსხვერპლია.ის სიკვდილის ბანაკში სასწაულის წყალობით გადარჩა.მსგავს ბანაკებში მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.



image



1945 წელს მოკავშირეებმა აღბეჭდეს გათავისუფლებული ებრაელები.უკანა ხედში ჩანს მატარებელი, რომლითაც მიჰყავდათ სიკვდილის ბანაკში...


image



ამ ინდოელი გოგონას სურათით უნდოდათ საზოგადოების ყურადღება მიექციათ სიღარიბეზე ინდოეთში.


image



ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თამაში ჩატარდა 1989 წლის 15 აპრილს.სტადიონ ''ხოლსბოროზე'' ჭყლეტვაში დაიღუპა 96 და დაშავდა 766 გულშემატკივარი...


image



ეს გოგონა - ერთ-ერთია ხიროსიმის ატომური აფეთქების ათასობით მსხვერპლიდან.



image



მფრინავმა ანტონიო მეტრუჩომ სურათი გადაიღო სამოცდათორმეტ საათიანი საბრძოლო გაფრენის შემდეგ...


image



პაკისტანელი ბავშვი სურათზე, ჭლექითაა ავად.ამ დაავადებას ყოველწლიურად 300 ათასი პაკისტანელის სიცოცხლე მიაქვს...


image



პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცი სანგარში იმიტომ არ იცინის, რომ კარგ ხასიათზეა.ეს ფსიქოლოგიურ ტრამვაზე მიუთითებს ...



image


შავკანიანი ბავშვი თვალის ალბინიზმითაა ავად...


image


ამ სურათების თვალიერებისას ცივი ჟრუანტელი გივლის ადამიანს ტანში.

2
861
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
861
  
2016, 30 იანვარი, 14:23
"დავიგრუზე" ჩვენ ლარის კურსის დაცემაზე ვდარდობთ და ხალხი სად ცხოვრობს და როგორ ცხოვრობს. ...
2016, 30 იანვარი, 2:46
კაია გავაზიარე
0 1 2