x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უმძიმესი ტრაგედია- დაღუპულია სამი ბავშვი.

image



ტრაგედია მოხდა 28 იანვარს ქალაქ პეტროპავლოვსკში.სამი რვა წლის მოსწავლე ბიჭი, პირველი საშუალო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები, გაკვეთილების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.რამდენიმე მეტრში იყო თერმოტრასის ჭა ამოთხრილი და უყურადღებოდ მიტოვებული.2, 5 მეტრის სიღრმის ორმო ცხელი წყლით იყო სავსე.სამართალდამცავების მიერ დადგინდა, რომ ჯერ ერთი ბავშვი ჩავარდა.დანარჩენები ცდილობდნენ ჩანთით ამოეყვანათ, მაგრამ თვითონაც ჩავარდნენ.მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინაა დამნაშავე, ვინ დატოვა უყურადღებოდ საშიში ობიექტი.პეტროპავლოვსკში 29 იანვარი გლოვის დღედაა გამოცხადებული.გადადებულია გასართობი ღონისძიებები.სატელევიზიო გადაცემებიდან ამოღებულია მთელი რიგი გადაცემები.ქალაქი გლოვობს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.imageimage
imageimageimageimage



ქალაქის მოსახლეობა შემოღობილ ორმოსთან თოვლზე ალაგებს უამრავ ყვავილებს და სათამაშოებს .ათასობით ადამიანი მიდის ტრაგედიის ადგილზე.ხელოსნები და მუშები განაგრძობენ სარემონტო სამუშაოებს დაზიანებული თერმოტრასის აღსადგენად.


imageimageimageimageimage



უკვე დაკავებულია ''კამჩატსკენერგოს'' ფილიალის უფროსი.ადამიანი, ვინც პასუხისმგებელი იყო მიმდინარე სამუშაოებზე.მიმდინარეობს გამოძიება მუხლით-'' გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილის გამოწვევა''.






0
400
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0