x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბიზნესმენმა ქორწილში 18 000 ქვრივი დაპატიჟა
imageამ ჟესტით ჯიტერდნა პატელს სურდა გაეფანტა ძველი ინდური ცრურწმენა, რომ ქვრივი ქალის ქორწილში დაპატიჟებას უბედურება მოაქვს.


ძველად ინდოეთში დაქვრივებულ ქალებს წვავდნენ, დღეს რა თქმა უნდა ასე აღარ იქცევიან, სამაგიეროდ ქვრივ ქალს ქორწილში არავინ პატიჟებს.ცრურწმენის მიხედვით ეს ცუდის ნიშანია.


ბიზნესმენმა ჯიტერდნა პატელმა ქალაქ მეჰსანადან უმცროსი ვაჟის, რავის ქორწილში 18 ათასი ქვრივი მიიწვია, იუწყება "The Times of India."


საზეიმო ცერემონიალი სოფელ დეროლში გაიმართა, რომელიც უძველესი ტაძრებით განთქმულ ქალაქ ჰიმატრაგანის მახლობლად არის.



"მე მთელი გულით მინდოდა, რომ ახალდაქორწინებულები დაელოცათ ქვრივებს, რომლებიც საზოგადოებამ გარიყა, მათი დასწრება ქორწილში ითვლება როგორც უბედურების მომტანი, მაგრამ ეს მხოლოდ ცრურწმენაა და სხვა არაფერი."–განაცხადა ბიზნესმენმა.

image



1
285
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
285
  
2016, 29 იანვარი, 12:20
ყოჩაღ ჯიტერდნა :)
0 1 1