x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მტაცებლების სამყაროდან, ველური კადრები!
ველური ბუნებას კანონები არ აქვს! ამ საკითხზე თუ დაიწყებთ მსჯელობას, მაშინ
ეს სტატია გამოგადგებათ დასაბუთებისთვის.


აფთრისებრთა ოჯახის ძუძუმწოვრები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან.

ხალებიანი აფთრის სიგრძე 120 სმ და 160 სმ-მდე იცვლება, კიდურები 25 დან

35 სმ-მდე, ხოლო წონა 50 დან 85 კგ-მდე იცვლება. სიცოცხლის ხანგრძლივობა


ბუნებაში 25 წელი, ხოლო ტყვეობაში 40 წელია. ხალებიანი აფთარი, ყველაზე დიდია აფთრებს შორის, უმეტესად, გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ საჰარიდან მოყოლებული მთელს სამხრეთში, გარდა უკიდურესი სამხრეთისა და კონგოს აუზის ტერიტორიისა. მას შეხვდებით, როგორც უდაბნოში, ასევე ბუჩქნარ და ტყიან

ადგილებშიც. მას გააჩნია გრძელი უხეში ბეწვი, რომელიც შეფერილია მუქ ყვითლად,

ან ხაკისფრად და დაჰყვება არასიმეტრიული მუქი ლაქები. კიდურები, სახის წინა

ნაწილი და კუდის ბოლო მუქი ყავისფერი ან შავია. ზურგზე ჯაგრისებრი ფაფარი ეზრდება.


image


აფთრები ნადირობენ ჯოგებად, როგორც აფრიკული გარეული ძაღლები.

ეს ორი მტაცებელი, როგორც ჩანს ერთმანეთსაც არ ინდობენ.


ახლა ვნახოთ რა არის აფრიკული გარეული ძაღლი?


აფრიკული გარეული ძაღლი - მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველს ძაღლისებრთა

ოჯახიდან. რომელიც გავრცელებულია მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე.

მას აფრიკაში მოიხსენიებენ, ასევე აფრიკის მონადირე ძაღლად. იგი საკმაოდ სწრაფი

ცხოველია და ძალუძს 70 კმ/სთ სისწრაფის განვითარებას, რაც მას დიდად ხელს

უწყობს პატარა ზომის ცხოველებზე ნადირობაში. დიდი სისწრაფის შენარჩუნება

მას დიდ დისტანციაზეც შეუძლია.


image


აფრიკის მონადირეებმა, ამჯერად აფთარი აიყვანეს მიზანში. აფთრის მაარტოობით

ისარგებლეს და თავს დაესხნენ.


image


მტაცებელი რომელიც შეავიწროვეს, საკმაოდ ჯიუტი და ძლიერია. აფთარს

გაქცევაც კი არ უფიქრია. ეს კადრები დამონატაჟებულმა კამერამ დააფიქსირა

სამხრეთ აფრიკის "Sabi Sand Rezervi"-ის ტერიტორიაზე.


image


საცოდავი აფთარი მონადირე ძაღლების წინააღმდეგ თავდაუზოგავად იბრძვის.


image


ბრძოლით დაღლილი აფთარი, ძაღლებისგან თავის დასაღწევად მდინარეში შევიდა.

ცურვა-ცურვით გაღმა მხარეზე გავიდა და სიცოცხლეც შეინარჩუნა.


ნახეთ ორთაბრძოლის სხვა კადრებიც...


imageimageimage








აფრიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყანაში, ტანზანიაში ველური ბუნების
ფოტოგრაფებმა საოცარი ფოტოები გადაიღეს....


ერთი და იგივე წყალში მობინადრე ნიანგი და ყარყატი...


image


როგორც ჩანს ორივეს ძალიან მოშივდა, ორივე საკვებს ეძებს და ამასობაში
ნიანგმა როგორც იქნა დაიჭირა თევზი. დაუჯერებელია, მაგრამ რეალობაა ის ფაქტი,
როდესაც ნიანგმა თევზი დაიჭირა და მის გადაყლაპვას იწყებდა, ამ მომენტში
ყარყატმა ნიანგის პირიდან თევზის მოპარვა სცადა...


image


ნახევარი თევზისთვის ყარყატმა სიკვდილს თვალებში ჩახედა....


imageimage
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

7
720
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
720
  
2016, 28 იანვარი, 20:41
:-D ჯიგარი ხარ
2016, 28 იანვარი, 20:28
ბლო 2 სურათი ძაან ღადაობაა კაი რაღაცეებს ჩითავ ხოლმე ბოლო ხანებში განსაკუთრებით
2016, 28 იანვარი, 20:27
კაია
2016, 26 იანვარი, 23:32
მაგარია აპტარი
2016, 26 იანვარი, 16:55
საშინელები არიან ეს გარეული ძაღლები..ყველა გაურბის,თვით ლომებიც კი ერიდებიან
2016, 26 იანვარი, 16:45
ჯიგარი ხარ
2016, 26 იანვარი, 16:40
საგოლ ძალიან მაგარია ალექს
0 1 7