x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ვენდობი რომ დასთანხმდეს ცოლობაზე ჩემ მაგივრად - უსინათლო გოგონას პოსტი რომელიც ჩაგაფიქრებთ
image


შშმ პირის ცხოვრება საქართველოს პირობებში. გამოცდილებიდან გამომდინარე ვწერ, ჰაერზე ნაჯღაპნი არავის გეგონოთ! ბოლოში, რომ ცენზურას თავზე ვაჯდები მაპატიეთ.


როდესაც საკუთარ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას აკეთებ.
მინდობილობის ტექსტი უნდა გაითვალისწინო აუცილებლად, რომელიც ნოტარიუსით უნდა დაამტკიცო. მე ესა და ეს, ვენდობი ამა და ამ პიროვნებას, რომ პირადობის მოწმობის დამადასტურებელ მოწმობას მოაწეროს ხელი ჩემ მაგივრად.
იმიტომ, რომ მე ვიცი ხელის მოწერა, მაგრამ უსინათლო ვარ!
კრედიტის გამოტანის დროს. მივდივართ ახლიდან ნოტარიუსთან ვიხდით ხელმეორეთ ათ თუ თხუთმეტ ლარს და ვაკეთებთ შემდეგი ტექსტის მინდობილობას.
მე ესა და ეს, ვენდობი ამა და ამ პიროვნებას, რომ საკრედიტო ხელშეკრულებას, რომელიც ჩემია მოაწეროს ხელი თანხმობის ნიშნად ჩემ მაგივრად.
იმიტომ, რომ მე ვიცი ხელის მოწერა, მაგრამ უსინათლო ვარ! საზღვრის გადაკვეთის დროს. ისევ მივდივართ ნოტარიუსთან და ვაკეთებთ ახლიდან მინდობილობას ვიხდით იგივე თანხას, იმედია არ გააძვირებენ და ვწერთ ტექსტსს. მე ესა და ეს, ვკვეთ საზღვარს და ვენდობი ამა და ამ პიროვნებას, რომელიც ჩემთან ერთად მოდის. აწერს ხელს ნდობით აღჩურვილი პირი პასპორტს ხელს ჩემ მაგივრად. იმიტომ, რომ მე ვიცი ხელის მოწერა, მაგრამ უსინათლო ვარ! დარწმუნებული ვარ, რომ ქორწინების სახლშიც იგივე მოთხოვნებია. მივდივართ ნოტარიუსთან და ვწერთ.
მე ესა და ეს, ვენდობი ამა და ამ პიროვნებას, რომ ჩემი ბედნიერების დღეს მოვიდეს ქორწინების სახლში ან იუსტიციის სახლში და ჩემს მეუღლეს მოუწეროს ხელი და დასთანხმდეს ცოლობაზე ჩემ მაგივრად. იმიტომ, რომ მე ვიცი ხელის მოწერა, მაგრამ უსინათლო ვარ!


სადაც არასდროს პრობლემები არ შემქნია, ესაა საქართველოს ბანკი და კომპანია ბილაინი! დიდი მადლობა თქვენ, რომ თავს მაგრძნობინებთ სრულყოფილ ადამიანად და მიყვარხართ მე თქვენ. არა ადაპტირებული გარემოს მსხვერპლი მაგდანა ვარ მე. frown ემოცია იმიტომ, რომ მე ვიცი ხელის მოწერა, მაგრამ უსინათლო ვარ!
შემიძლია თუ არა, რომ მინდობილობის გარეშე ავდგე და ტუალეტში შევიდე?"



წერს უსინათლო მომღერალი და წამყვანი მაგდა ბეჟანიშვილი სოციალური ქსელში.

1
516
6-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
516
  
0 1 1