x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ანჯელინა ჯოლის ისტორია და ფოტოები

ანჯელინა ჯოლი - ანჯელინა ჯოლი ვოითი, ამერიკელი კინომსახიობი დაიბადა1975 წლის 4 ივნისს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, არის მსახიობ ჯონ ვოითისა და მარჩელინ ბერტრანდის შვილი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორიკინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი. მიუხედავად იმისა რომ ჯოლის დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში„ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).
ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს და მეორე მეუღლე ბილი ბობ თორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ჯოლი დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან. ჯოლიმ ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005), სადაც მომავალ პარტნიორ ბრედ პიტთან ერთად ითამაშა. 2007 წელს ჯოლიმ შეასრულა მერიენ პირლის როლი დოკუმენტური ტიპის დრამაში „ძლიერი გული“. ფილმი პირლის ამავე სახელწოდების მემუარებზე იყო დაფუძნებული. ის ასახავს მერიენის ქმრის, „უოლ-სტრიტ ჟურნალის“ რეპორტიორ დენიელ პირლის გატაცების ამბავს პაკისტანში. ჯოლიმ ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ნომინაციები მიიღო. 2008 წელს ჯოლიმ შეასრულა მთავარი როლი კლინტ ისტვუდის დრამაში„ჩანაცვლებული“. ჯოლიმ განასახიერა კრისტინ კოლინსი, ლოს-ანჯელესში მცხოვრები დედა, რომელსაც 1928 წელს შვილი გასტაცეს, პოლიციამ კი სხვა ბავშვი დაუბრუნა. ჯოლიმ ამ როლისთვის მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსის, კინომსახიობთა გილდიისა და BAFTA-ს ნომინაციები.



image
























14 წლის ანჯელინა ჯოლი

image























image














image
















image
























image

0
744
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
744
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0