x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ვარსკვლავთა წყვილები, რომლებიც "ბავშვობიდან ერთად მოდიან"

ვარსკვლავთა წყვილები, რომლებიც "ბავშვობიდან ერთად მოდიან"


ძლიერი და ხანგძლივი "სასიყვარულო ურთიერთობები" ვარსკვლავთა შორის ძაიან ცოტაა. მაგრამ არიან ვარსკვლავები, რომლებიც დიდი ხანია ერთად მოდიან, ერთად დასძლიეს "ბარიერები" და არიან ბედნიერნი თავიანთ ოჯახთან ერთად.


1. რობერტ დაუნი უმცროსი და სიუზან დაუნი ( ლევინი )


ისინი 13 წელია რაც ერთად არიან. სიუზანთან შეხვედრა დაუნისთვის "ხსნა" იყო, მან მალევე დაივიწყდა თავისი "ცუდი ჩვევები" ამ ადამიანის გამო.

image
















2. ადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი

51 წლის მანძილზე ერთად არიან. მათი სასიყვარულო ურთიერთობა უკვე ნახევრ საუკუნეზე მეტია გრძელდება. "ისინი ამდენი ხანია ერთად არიან და მაინც რა ძლიერ უყვართ ერთმანეთი" - ამბობენ მათი მეგობრები.


image















3. ოზი ოსბორნი და შერონ ოსბორნი

37 წელია ერთად არიან. როდესაც ოზი "გააგდეს" ჯგუფიდან შერონმა ის მიიღო საკუთარ ბინაში და დაიწყო მათი "რომანტიული" ურთიერთობები. სამი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. მათ ჰყავთ სამი შვილი. სირთულეების მიუხედავად ისინი დღემდე ერთად არიან. "მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს" - აცხადებს ოზი ოსბორნი.


image











4. სტინგი და ტრუდი სტაილერი

34 წელია ერთად არიან. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ შორეულ 1982 წელს. აქედან მოყოლებული ერთად არიან, განუყრელად. "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შევძლებდი დამეძლია ჩემი ვნება ერთი ადამიანის დახმარებით. რა თქმა უნდა, უკეთესია იცხოვრო, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც გიყვარს და რომელსაც შენ უყვარხარ." - ამბობს სტინგი.


image













5. ლიზა კუდროუ და მიშელ შტერნი

21 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი გაიცნეს 1987 წელს, მაგრამ ლიზამ ის არ მიიღო "სერიოზულად". რამოდენიმე წლის შემდეგ სერიალი "მეგობრების" გადაღებებისას ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან დაიწყო მათი რომანი და მალე ქორწილიც გადაიხადეს. მათ ჰყავთ შვილი და აქვთ ბედნიერი ოჯახური ცხოვრების 21 წელი.


image













6. ბენ სტილერი და კრისტინ ტეილორი

17 წელია ერთად არიან. ისინი ერთმანეთს წვეულებაზე შევხდნენ და ეგრევე მიხვდნენ, რომ ეს ბედისწერა იყო. მას შემდეგ 17 წელი გავიდა, მათ ორი შვილი ჰყავთ. "საქმე იმაშია, რომ მე რომანტიკოსი ვარ. ყოველთვის ველოდი პრინცესას, თეთრ რაშზე ამხედრებულს და დარწმუნებული ვიყავი, რომ შევხვდებოდი მას." - აცხადებს ბენ სტილერი.


image















7. ბიონსე ნოულსი და ჯეი-ზი

14 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს. ისინი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდნენ თავიანთი რომანის ისტორიას.



image














8. ჯეიმს ბელუში და ჯენიფერ სლოუნი

18 წელია ერთად არიან. 1998 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი გაუჩნდათ. "ცოლმა მასწავლა ყველაზე მთავარი - სიყვარული" - ამბობს ჯეიმს ბელუში.


image















9. სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი

21 წელია ერთად არიან. მათი რომანი დაიწყო 1995 წელს, 3 წლის შემდეგ სინდი კროუფორდმა თვითონ შესთავაზა რენდი გერბერს დაქორწინება. შედეგი ასეთია - 17 წელია ცოლ-ქმარნი არიან და ჰყავთ ორი შვილი. "ეს ჩემი პირველი ურთიერთობაა, რომელიც მეგობრობით დაიწყო. ყველას გირჩევთ ასეთ ვარიანტს." - ამბობს სინდი კროუფორდი.


image
















10. ჰიუ ლორი და ჯო გრინი

27 წელია ერთად არიან. ჰიუ ლორი და ჯო გრინი ცდილობენ ერთი წუთითაც კი არ დაშორდნენ ერთმანეთს, იმისდა მიუხედავად, რომ მათ ოჯახურ ცხოვრებაში იყო რთული პერიოდიც. "მე და ჯო ერთმანეთს მშვენივრად ვავსებთ. და მე ვგრძნობ, რომ რაც უფრო დიდი დრო გადის მით უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს." - ამბობს ლორი.


image

0
516
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0