x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
შუა საუკუნეები

image შუა საუკუნეები ევროპის ისტორიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ტერმინი ‘’შუა საუკუნეები’’ სათავეს
იღებს XVIII საუკუნემდე, ამ დროს მეცნიერებმა ანტკურობის დასასრულიდან მის აღორძინებამდე ‘’შუა ‘’ ასევე‘’ბნელი საუკუნეები’’ უწოდეს, მათ შორის მოქცეულ 10 საუკუნეს.მაგრამ ისტორიკოსთა უმრავლესობა ძველი ისტორიის დასასრულად მიიჩნევს რომის იმპერიის დაცემას, შუა საუკუნეების დასაწყისად კი XVI საუკუნის პირველ ნახევარს.ევროპაში ეს დრო არის ხალხთა გადასახლების და ფეოდალური სისტემის ჩამოყალიბების დრო რომელიც 1000 წლამდე გაგრძელდა.საქართველოში კი ამ დროს მეფობდა ვახტანგ გორგასალი, მან განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, საფუძველი ჩაუყარა მცხეთიდან
თბილისში დედაქალაქის გადმოტანას, დააწესა კათალიკოსობა და საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა, მაგრამ ისტორიკოსთა აზრით საქართველოსთვის შუა საუკუნეები იწყება დაახლოებით 326 წელს.შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესია დიდ ძალას წარმოადგენდა. რომის პაპები უამრავ სიმდიდრეს ფლობდნენ.მათი კუთვნილება იყო შესანიშნავი სასახლეები და ციხესიმაგრეები.პაპები ცდილობდნენ ევროპის ქვეყნების მეფეები თავიანთი ხელისუფლებისთვის დაემორჩილებინათ. მიზნის მისაღწევად იყენებდნენ როგორც მოლაპარაკებებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაქირავებულ შეიარაღებულ რაზმებსაც. ძალაუფლებისთვის ბრძოლის დროს რომის პაპები არავითარი დანაშაულის წინაშე არ იხევდნენ უკან. ასევე ფეოდალები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ეკლესიების შენებაში, ამ პაექრობამ კი ამ ეპოქას უზარმაზარი და ულამაზესი ტაძრები დაუტოვა.ერთ–ერთი მათგანია მილანის საკათედრო ტაძარი ბაზილიკა, რომელიც ნებისმიერი რელიგიის ან ქვეყნის
ადამიანზე შთაბეჭდილებას მოახდენს.გოთიკური სტილის ტაძარი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.ის ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარია იტალიაში, ხოლო მსოფლიოში სიდიდით მეოთხე.მას დასჭირდა დაახლოებით 6 საუკუნე სრულად აშენებისტვის და არის 108 მეტრი სიმღლის.1386 წელს მეუფე ანტონიო დე სულაზომ დაიწყო ტაძრის მშენებლობა .დიდი და ახალი შენობა მალე ენთუზიაზმით გავრცელდა მოსახლეობაში და 300 მდე ადამიანი მუშაობდა ამ პროექტზე.ეს ტაძარი არის ‘’გოთიკური’’ სტილის, ეს სიტყვა მოგვიანებით დაერქვა, ’’გოთიკური’’ დამაკნინებელს ნიშნავდა . “გოთიკური” ხელოვნება, ეს იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. გოთიკური არქიტექტურა სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.გოთიკური სატაძრო არქიტექტურა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ევროპული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად, რადგან შუა საუკუნეების ხელოვნებისთვის ეს სტილი ძალზედ თამამი სიახლე იყო. ევროპაში გოთიკა უეცრად გაჩნდა და ზოგისთვის თავიდან მიუღებელიც კი აღმოჩნდა. აღორძინების ხანის იტალიელ მხატვარ ჯორჯო ვაზარის ის არ მოსწონდა და ამბობენ, თითქოს ამ მიმდინარეობას სწორედ მან შეარქვა სახელად “გოთური” – “ბარბაროსულის” მნიშვნელობით.გოთიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელია ტანწერწეტა, ზეცისკენ მისწრაფებული ტაძრები, წაისრული ფორმები, ახალი კონსტრუქციები, ქანდაკების, არქიტექტურისა და ფერწერის ღრმა სინთეზი, რომელთა ერთობლიობამაც მსოფლიოს მართლაც რომ შედევრები დაუტოვა.

0
1010
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადი კოვალენკო
ლადი კოვალენკო
1010
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0