x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტატუ ინტიმურ ადგილზე-ნუ იჩქარებთ თორემ ინანებთ
image


მტვერსასრუტი "Henry the Hoover", მართლაც სიმპატიური რამაა, მაგრამ არა იმდენად, რომ მისი გამოსახულების ტატუთი დაიმშვენო ყველაზე ინტიმური ადგილი.


როდესაც ლუის ფლინტი(Lewis Flint)16 წლის იყო მან ცნობილი მტვერსასრუტი პირდაპირ ინტიმურ ადგილზე მიიხატა, თან მთლიანი ატრიბუტებით, მილით და ელექტროსადენით, ის ფიქრობდა, რომ ეს ძალიან მაგარი რამე იყო!


დღესდღეობით ლუისი 21 წლისაა და ბარმენად მუშაობს, მან ამას წინათ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემას შესჩივლა, რომ გოგონებთან არაფერი გამოსდის.


image


როგორც მან აღნიშნა, ამას წინათ გაიცნო თავის ოცნების გოგონა, ყველაფერი კარგად მიდიოდა იმ დღემდე, სანამ ინტიმური სიახლოვეს გადაწყვიტავდნენ.დაინახა რა გოგონამ მტვერსასრუტი ინტიმურ ადგილზე, იკითხა:"ეს რა არის?"– ადგა, ჩაიცვა და წავიდა.


რა თქმა უნდა თითქმის ყველა ჩვენთაგანს თინეიჯერობის პერიოდში რაღაც სისულელე ჩაუდენია. ფლინტი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ მთელს ინგლისში ცნობილი გახდა, ხოლო როდესაც მისი ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა, კომენტარების მიხედვით მან დასკვნები გამოიტანა.


"ქალებს მტვერსასრუტი არ სჭირდებათ, ისინი მთელი ცხოვრება დაგცინებენ"-ასეთი იყო ერთ-ერთი კომენტარი.


სატელევიზიო ინტერვიუში ლუისმა განაცხადა რომ ტატუს ლაზერით მოშორება უნდოდა, თუმცა 30 წამზე მეტი ვერ გაუძლო და ექიმს გამოექცა.(???)


"ეი ძმაო, რომელი უფრო ცუდია, -ლაზერისგან გამოწვეული ტკივილი თუ, მთელი ცხოვრება დაცინვა და სექსუალური თავშეკავება?"(კიდევ ერთი კომენტარი)


image

ჯერჯერობით ლუისი ისევ მტვერსასრუტის ტატუთი "დამშვენებული" დადის, რა იცი იქნებ გამოჩნდეს კიდეც გოგონა, რომელსაც მისი ინტიმურ ადგილზე მიხატული მხიარული "Henry the Hoover"-ი მოეწონოს კიდეც.

image

0
415
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0