x
image
alex999
Mediator image
ელ ჩაპო დაიჭირეს!
მექსიკის მსოფლიოდ ცნობილი ნარკობარონი ელ-ჩაპო დაიჭირეს.


მექსიკის პრეზიდენტის, ენრიკე პენია ნიეტოს განცხადებით, მსოფლიოს

ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ნარკობარონი, ზედმეტსახელად ელ ჩაპო


დაკავებულია. ელ ჩაპომ დაახლოებით 6 თვის წინ მოახერხა მექსიკის

ერთ-ერთ კარგად დაცულ ციხიდან გამოქცევა. მას 6 თვის განმავლობაში

თითქმის მთელი მექსიკის პოლიცია ეძებდა, როგორც ჩანს საბოლოოდ მოახერხეს მისი

დაკავება.


image


მექსიკის პრეზიდენტს თვითერის სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი ჰქონდა:

"მისია შესრულებულია, გუცმანი დავაკავეთ! მინდა მთელს მექსიკას გავაგებინო, რომ

ცნობილი ნარკოლიდერი, ხოაკიმ გუცმან ლოერა, ზედმეტსახელად ელ ჩაპო კვლავ

დავიჭირეთ..."


image


ელ ჩაპოს დაკავება!


მექსიკის საზღვაო და სახმელეთო ძალების განცხადებით, უშიშროების ძალების

მიერ ჩატარებულ სპეც-ოპერაციაში ელ ჩაპოს 5 მცველი დაიღუპა. სპეც-ოპერაცია

ჩატარდა ქალაქ სინალოასთან ახლომდებარე სოფელ მოს-მოკისში, სადაც

ნარკობარონი თავის მცველებთან ერთად ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ელ ჩაპო დააკვეს, მისი 5 მცველი მოკლეს,

ხოლო უშიშროების ძალების ერთი თანამშრომელი დაიჭრა.















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
137
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0