x
image
alex999
Mediator image
10 მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა, რომელიც საზოგადოებას დაუმალეს (+ვიდეო)
XX- საუკუნე მსოფლიოსთვის სისხლიან საუკუნედ ითვლება. ორი მსოფლიო ომი, რომელსაც მილიონობით ადამიანი შეეწირა, გამუდმებით მიმდინარე სამოქალაქო

ომები და ცივი ომი, რომელსაც ასევე ძალიან ბევრი მსხვერპლი მოჰყვა... მაგრამ ამ

ყველაფერს თუ დაემატება ის ფაქტიც, რომელსაც მასიურ ხოცვა-ჟლეტას ვუწოდებთ,

ნამდვილად მივხვდებით წარსულის დაუნდობელ ისტორიას. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ისტორიის 10 მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტას, რომელიც


საზოგადოებას დაუმალეს...



image





1. პარიზის ხოცვა-ჟლეტვა, 1961 წელი


image


1961 წელს ალჟირის გამოყოფის საპროტესტო აქციაზე, ფრანგულ პოლიციამ

30 000 -მდე დემონსტრანტი დაშალა. უბედური შემთხვევა დაფიქსირდა

საპროტესტო აქციაზე, მიღებული ბრძანებით, პოლიციელებმა ხალხს ცეცხლი

გაუხსნეს და ზოგიერთი აქციის მონაწილე ხელკეტებით სცემეს და მოკლეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ მაშინვე გადაწყვიტა ამ ამბის დამალვა

და გამოაცხადა, რომ აქციის 3 მონაწილე იყო მოკლული. 37 წლის შემდეგ

საიდუმლოს ფარდა აეხადა და გაირკვა, რომ აქციის დროს 200 ადამიანზე

მეტი დაიღუპა.





2. აშანინკას ტომთა ხოცვა


image


პერუს ტროპიკულ ტყეებში აშანინკას ტომი ცხოვრობდა, რომლებიც იზოლირებულნი იყვნენ საზოგადოებისგან. თუმცა 2014 წელს ნარკომოვაჭრეებმა, რომლებმაც ტომის საცხოვრებელი ადგილი გაიარეს, ცეცხლი წაუკიდეს მათ სახლებს და უმეტესობა მოკლეს. იმის გამო, რომ ტომი მოშორებით ცხოვრობდა, დანაშაული ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ტომის წევრებმა ბრაზილიაში იმოგზაურეს და მკვლევარებს ამბავი შეატყობინეს.





3. მკვლელობები ბენტინკის კუნძულზე


image


აბორიგენთა ტომები საუკუნეების განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდნენ კუნძულ

ბენტინკზე, რომელიც მდებარეობს ავსტრალიაში, მაგრამ მოულოდნელად

ყველაფერი შეიცვალა... 1911 წელს კუნძულის დიდი ნაწილის მმართველი მამაკაცი, სახელად მაკენზი გახდა და მან ადგილობრივების ძირ-ფესვიანად ამოძირკვა

გადაწყვიტა. ჩატარებულ იქნა ხოცვა-ჟლეტის რეჟიმი, რამაც ადგილობრივები

თითქმის გადააშენა. ამ ფაქტის შესახებ საზოგადოებამ წლების განმავლობაში

არაფერი იცოდა, მოგვიანებით, 1980 წელს ყველაფერი გამოაშკარავდა,

მაგრამ მაკენზი მაგ დროისთვის უკვე მკვდარი იყო.





4. ბატანგ კალის ხოცვა-ჟლეტა


image


1948 წელს მალაიზიაში პლანტაციებში მომუშავეები ბრიტანელმა ჯარისკაცებმა დახოცეს. თუ რა მოხდა დეტალურად, გაურკვეველია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 50 ქალი და ბავშვი ერთ სატვირთოში ჩასვეს და წაიყვანეს, მამაკაცებს კი ტყვია დაახალეს თავში.





5. მასიური მკვლელობები მაი ლაიში


image


ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ისტორიის ყველაზე დიდი სირცხვილი...

ეს იყო 1968 წელს, როდესაც სამხედრო ძალებმა ვიეტნამის ქალაქ მაი ლაიში

500-ზე მეტი დაუცველი მოქალაქე დახვრიტეს და გააუპატიურეს ქალები.

ქალების გაუუპატიურება ჯგუფურად მოხდა, დამალული სამარცხვინო ფაქტი

XXI- საუკუნეში ერთ-ერთ ოფიცერმა გამოაშკარავა, რომელიც ასევე მონაწილეობას

იღებდა ხოცვა-ჟლეტაში.





6. მასობრივი სიკვდილით დასჯა ირანში 1988 წელს


image


40 000-ზე მეტი პოლიტპატიმარი იქნა სიკვდილით დასჯილი. ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ არის მიზეზი, თუ რის გამო იყვნენ მოკლულები პატიმრები. არის

მხოლოდ გავრცელებული ჭორი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ ჩინოვნიკის

წერილის მიღების შემდეგ გადაწყდა პოლიტპატიმრების ხოცვა.






7. ვაგალას ხოცვა-ჟლეტა


image


1980 წელს სიტუაცია გამძაფრდა ადგილობრივ კლანსა და კენიის სახელმწიფოს

შორის. კენიელმა ჯარისკაცებმა კლანის წევრები სცემეს და შიმშილით დახოცეს,

მოგვიანებით ვინც ამ სირთულეების გადატა მოახერხეს, არც ისინი დატოვეს

ცოცხალი. გადარჩენილები ცეცხლში დაწვეს.





8. 1950 წელს მკვლელობები კორეაში


image


კორეული ომის დროს სამხრეთ კორეის მთავრობამ ათიათასობით კომუნიზმში ბრალდებული ადამიანი მოკლა. ამ ფაქტის შესახებ 40 წლის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი და მხოლოდ 2008 წელს მოხდა გვამების აღმოჩენა და საიდუმლოს ფარდა აეხადა.





9. კატინის ხოცვა-ჟლეტა


image


მსოფლიოსთვის ცნობილი კატინის ტყის ხოცვა-ჟლეტა. ეს მოხდა სტალინის

ბრძანებით. სსრკ-ს მეთაურის ბრძანებით, პოლიციამ 22 000-ზე მეტი

პოლონელი სიკვდილით დასაჯა. სტალინი მიიჩნევდა, რომ ისინი კომუნისტური მოძრაობისთვის სახიფათონი იყვნენ. საბჭოთა კავშირი უარყოფდა

პასუხისმგებლობას აღნიშნულ ფაქტზე მანამ, სანამ 1990 წელს

გორბაჩოვმა საქვეყნოდ არ აღიარა დანაშაული. ამ ფაქტის შესახებ რუსული

ფილმიც არის გადაღებული, გირჩევთ უყუროთ, ძალიან საინტერესოა.





10. ჰაიდარბადის ხოცვა-ჟლეტა


image


1948 წელს განვითარებული საზარელი მოვლენები, ინდოეთის ისტორიაში

ყველაზე კარგად დამალულ საიდუმლოებას წარმოადგენდა. 1948 წელს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ჯავაჰარლალ ნერუმ ინდოეთის ჯარს უბრძანა ჰაიდერბადში შესვლა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერმა უარი განაცხადა

ახლად ჩამოყალიბებულ ინდოეთის რესპუბლიკასთან მიერთება. როდესაც

ნერუმ გაიგო, რომ ამ შემთხვევას მოქალაქეები შეეწირნენ, მან გამოძიების

ბრძანება გასცა. გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ 27 000-დან 40 000-მდე მუსლიმი იყო მოკლული. ამ ფაქტის შემდეგ, ინდოეთში დაიძაბა

ურთიერთობა ისლამისტებს და ბუდისტებს შორისაც. მოგვიანებით

ისლამური ქვეყნების მკაცრი რეაქციაც მოჰყვა და ქვეყანაში როგორც იქნა,

მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ყველა მოქალაქეს შორის.







მადლობა ყურადღებისთვის!


















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი










5
1826
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1826
  
2016, 5 აპრილი, 10:42
შინაარსობრივად კარგი სტატიბი იწერება, მაგრამ აშკარაა, რომ მათი ავტორი არცთუ კარგად იცნობს ქართულ გრამატიკას. ასევე აღსანიშნია, რომ სტატიები ღარიბი ენითაა ნაწერი. იქნებ გაითვალისწინოთ?
2016, 23 მარტი, 0:13
კარგი სტატიაა!!! ძალიან მომეწონა.
2016, 22 მარტი, 16:12
ძალიან საინტერეოააა...
2016, 22 მარტი, 14:25
მადლობაა
2016, 22 მარტი, 14:25
საინტერესოა
0 1 5