x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
გარდაიცვალა დევიდ ბოუი
image69 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი როკ-მუსიკოსი დევიდ ბოუი.მომღერალი ბოლო 18 თვე კიბოს ებრძოდა.მისი უკანასკნელი ალბომი მის დაბადების დღეს 2016 წლის 8 იანვარს გამოვიდა სახელწოდებით "Blackstar".უფრო ადრე მომღერალმა გადაიღო უკანასკნელი კლიპი "Lazarus", რომელიც ამ უკანასკნელ ალბომშია შესული.



დევიდ ბოუი(ნამდვილი სახელი დევიდ რობერტ ჯოუნსი) დაიბადა ლონდონში, ბრიქსოლის რაიონში, 1947 წლის 8 იანვარს.



პირველ დიდ წარმატებს მუსიკოსმა 1969 წელ მიაღწია, როდესაც მისმა კოსმიური ხანის მინი მელოდრამამ, სიმღერამ "Space Oddity" ბრიტანეთში ჰიტ-სინგლებში მე-5 ადგილი დაიკავა.

image


1970-იანი წლების ბოლოს პერიოდული კომერციული წარმატებების შემდეგ, 1980 წელს ბოუიმ ბრიტანეთის ჰიტ აღლუმები დაიპყრო სიმღერით "Ashes to Ashes". მომდევნო წელს ბოუის და ჯგუფ Queen-ის ტანდემი სიმღერით "Under Pressure" ბრიტანეთის ჰიტ აღლუმების სათავეში მოექცა. კიდევ უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად 1983 წელს, როდესაც ალბომიდან Let's Dance ერთდროულად სამი სინგლი იქცა ჰიტად.


თავისი კარიერის მანძილზე, დევიდ ბოუის გაყიდული აქვს 130 მილიონზე მეტი
ალბომი და ბრიტანეთის პოპ მუსიკის ისტორიაში 10 ყველაზე გაყიდვად
მუსიკოსების სიაშია შესული.ხოლო 2002 წელს "100 ყველაზე უდიდეს ბრიტანელების"სიაში 29-ე ადგილი დაიკავა.

2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა ყველა დროის 100 საუკეთესო ხელოვანს შორის მას 39-ე ადგილი მიაკუთვნა.აღებული აქვს ორ-ოჯერ "გრემის"და BRIT Awards პრემია.1996 წლის 17 იანვარს იგი "როკ-ნ-როლის დიდების" დარბაზში შეიყვანეს.

დევიდ ბოუი იყო მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი, არანჟირების ავტორი, აუდიო ინჟინერი და მსახიობი.


6
249
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
249
  
2016, 11 იანვარი, 19:17
წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო))))
2016, 11 იანვარი, 14:29
რა ჯგუფებს ვკარგავთ :დფლოიდი გნრ ეისიდისი მეტალიკა. ბლექ საბათი.მაგრამ გვჩება რეიდიოჰედი არქაივი პლასიბო :დ
2016, 11 იანვარი, 14:07
ეგრე ჰო....
2016, 11 იანვარი, 14:03
ეგ ვიგულისხმე მეც :დ დაბერდნენ და მიყვებიან ახლა ერთმანეთს ალბათ
2016, 11 იანვარი, 14:01
კიდე მოკვდა ვინმე რომ? ერთი ლემი მოკვდა მოტორჰედიდან
2016, 11 იანვარი, 13:59
man who sold the world გაგეზიარებინა უკეთესი იქნებოდა :დ ისე წელს მიყვნენ რაღაც მუსიკოსები ერთმანეთს :|
0 1 6