x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
"რაც შეეხება პატრიარქს - მასზე აუგი სიტყვა არც დედაჩემისგან მსმენია ოდესმე და არც მამაჩემისგან."-ირაკლი კაკაბაძე დის სტატუსს ეხმიანება.


image


ირაკლი კაკაბაძე სოციალური ქსელით თავისი დის, ნინია კაკაბაძის სტატუსს ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს:

"ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ დედაჩემთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია აღარ არის ცოცხალი. უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება რატომ ლანძღავდა დედაშენი პატრიარქსო? რომ ვეკითხები ეს სისულელე საიდან მოგივიდათ თავშიო, მეუბნებიან შენმა დამ ამას ოფიციალური სტატია მიუძღვნაო. მე ჩემი დის მოსაზრებებზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. უბრალოდ ამდენი კითხვა რომ ისმება დედაჩემის, ნათია ამირეჯიბის თაობაზე - ამაზე ძალიან ცალსახად და უაპელაციოდ შემიძლია ვთქვა შემდეგი:

პირველ რიგში, დედაჩემისგან არასდროს და არანაირ პირობებში არ გამიგია პატრიარქის განკითხვა მის ავეჯთან ან კიდევ სასახლის რაიმე სხვა მოწყობილობასთან დაკავშირებით. ჩემი გამოცდილებიდან ასეთი რამე არ მომხდარა. უფრო მეტიც - მე შევესწარი ჩემი მშობლების პირველ შეხვედრას პატრიარქთან, თუ არ ვცდები 1978 წლის ზაფხულში, ბათუმში, სადაც მისი უწმინდესობა ეწვია ბებიაჩემის დას, ქალბატონ თამარა ნაკაშიძეს. ამ შეხვედრის შემდეგ ორივე - მამაჩემიც და დედაჩემიც ძალიან ნასიამოვნები იყო და საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა კათალიკოს პატრიარქს. სხვა შეფასება ჩემი მშობლებისგან პატრიარქის შესახებ მე არასდროს გამიგია.
რა თქმა უნდა ის მართალია, რომ ნათიას, ისევე როგორც მამაჩემს ძალიან არ უყვარდათ ბურჟუაზიული ცხოვრების სტილი - იგივე მეშვანობა, მატერიალიზმი და ვეშჩიზმი. ამაზე ორივე მათგანი თავის წიგნებშიც და საჯარო გამოსვლებშიც ბევრს ლაპარაკობდა. დედაჩემისთვის, ისევე როგორც მამაჩემისთვის, რაღა თქმა უნდა უკიდურესად მიუღებელი იყო თანამედროვე ცხოვრების სტილი, სადაც ადამიანის გასაქონლება ხდება და ბურჟუაზიული დამოკიდებულებები სჭარბობს. ამ ჭირს ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აკრიტიკებდნენ. ის ღირებულებები, რომლებზეც თანამედროვე პოლიტიკური ისტაბლიშმენტი დგას (გამონაკლისების გარდა), მათთვის რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელი იყო.
რაც შეეხება პატრიარქს - მასზე აუგი სიტყვა არც დედაჩემისგან მსმენია ოდესმე და არც მამაჩემისგან. ვინმეს თუ ამის დამადასტურებელი ფაქტი აქვს ან ჩანაწერი მზად ვარ მოვუსმინო - თუმცა ეჭვი მეპარება ნებისმიერ ასეთი ინსინუაციის აუთენტურობაში. პირიქით, 1979 წელს დედაჩემიც და მამაჩემიც ირანის ისლამურ რევოლუციასაც შეხვდნენ სიხარულით, რადგან მათ მიაჩნდათ რომ როგორც საბჭოთა, ისე დასავლური მატერიალიზმი არის დამღუპველი კაცობრიობისათვის და მიშელ ფუკოსი არ იყოს, ისინიც ფირქობდნენ რომ მსოფლიოს ნამდვილი "სულიერი რევოლუცია" სჭირდება. თანამედროვე ლიბერალიზმის იდეალი არასდროს ყოფილა არც მამაჩემის და არც დედაჩემის იდეალი. პირიქით ორივე მათგანის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხელოვნების ნაწარმოები იყო ლუის ბუნუელის "ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი".
ეს არის ჩემი გამოცდილება საკუთარ დედასთან, საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობისა, რომელიც მხოლოდ გასულ წელს შეწყდა. ამ გამოცდილების საბუთად შემიძლია მოვიყვანო მათი ნაშრომები და საჯარო გამოსვლები, სადაც ისინი ყველაზე მეტად ბერდიაევის სტილის ეგზისტენციალიზმის სულს ეთანხმებოდნენ და არამც და არამც საბჭოთა ან ბურჟუა მატერიალიზმის სულს. სხვა ადამიანების გამოცდილებაზე მე პასუხს ვერ ვაგებ. და არც ის ვიცი რა საბუთებს ეყრდნობიან ისინი, როდესაც გარდაცვილი ადამიანების სახელით საუბრობენ.

მეტ კომენტარს მე აღარ გავაკეთებ."
image

0
1113
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0