x
თურქეთის პრეზიდენტმა თვითმკვლელი ბიჭი გადაარჩინა, რომელიც ხიდიდან ხტებოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ახალგაზრდა მამაკაცს სუიციდი გადააფიქრებინა. ასე იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური მომხდარზე, რომელიც სტამბოლში მოხდა.

თურქეთის პრეზიდენტის კორტეჟი ბოსფორის ხიდზე გადიოდა, სწორედ ამ დროს იყვნენ მობილიზებულნი სამართალდამცავები.

კაცი დეპრესიაში იყო ოჯახური პრობლემების გამო. პოლიცია 2 საათის განმავლობაში ცდილობდა კაცის გადაფიქრებას-როგორც იტყობინება დოგანის საინფორმაციო სააგენტო.გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ პრეზიდენტმა მანქანა გააჩერებინა და პირადი მცველები თვითმკვლელთან დასალაპარაკებლად გაუშვა.

როდესაც დაცვის წევრებმა მამაკაცს უთხრეს, რომ მანქანაში პრეზიდენტი იმყოფებოდა და მას პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა, ის ჯებირიდან გადმოვიდა და თვით ერდოღანს გაესაუბრა. დიალოგის შემდეგ მამაკაცმა თავის მოკვლა გადაიფიქრა და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ საინფორმაციო საგენტოს განუცხადა და დადო პირობა, რომ მამაკაცის ოჯახს დაეხმარებოდა. image

0
94
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა ლეჟავა
თეონა ლეჟავა
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0