x
საქართველოს ცნობილი ფინელი მწერალი ემი ინტერნატა ეწვია

image26 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში ცნობილი ფინელი მწერალი ემი იტერნატა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო მწერლის ქართველ მკითხველთან შეხვედრა. სტუმრების უმეტესობას ბავშვები წარმოადგენდნენ მათ მშობლებთან ერთად. ასევე იყო სხვა ''კატეგორიის'' წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაიტერესებული მწერლის შემოქმედებაზე. სწორედ ამ დღეებში(26, 27, 28, 29ნოემერი) აღინიშნა წიგნის დღეები და მწერლის ჩამოსვლა საქართველოში.
ემი იტერნატამ ისაუბრა ფინურ ლიტერატურაზე. იმ იდეალებსა და პრობლემებზე, რომელიც მას ამოძრავებს. მისულ სტუმრებს ასევე გააცნო თავისი მიზნები, მისწრაფებები და მოლოდინები.სტუმრებმა შეიტყვეს ემის მოსაზრება როგორც, ფინურ ასევე მსოფლიო ლიტერატურაზე. ისაუბრა თანამედროვე მწერლებზე.
ემი იტერნატა მსოფლიოში აღიარებული ფინელი მწერალია, რომელიც დაიბადა 1976 წელს.ამჟამად ცხოვრობს ლონდონში და ერთდროულად წერს ორ - ფინურ და ინგლისურ ენაზე. ''წყლის საიდუმლო'' მისი სადებიუტო წიგნია, რომელიც 2012წელს გამოიცა და უდიდესი გამოხმაურება მოყვა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით თინეიჯერი მკითხველის მხირადან.
image''წყლის საიდუმლო'' უკვე19 ენაზეა თარგმინილი, მათ შორის უკვე ქართულად.
ამ პერიოდის განმავლობაში ემი იტერნატას ''წყლის საიდუმლოს'' პუბლიკაციებით გამოეხმაურსნენ მსოფლიო პრესის წამყვანი გამოცემები. ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი ''გარდიანი'' წერს:''ამ სამწერლო დებიუტის და თავად მწერლის სახელს კიდევ არაერთხელ გავიგონებთ, რადგან მისი კალმის წვერი უაღრესად აქტუალური თემების გარშემო ლამაზად მოძრაობს''.


imageექსპო ჯორჯიაში მისულმა სტუმრებმა უამრავი რამ შეიტყვეს ემის შესახებ. როგორ მიაღწია მწერალმა დიდ წარმატებას. რა ასაკიდან გაუჩნდა მას წიგნებისადმი ინტერესი.რას ფიქრობდნენ მისი ნიჭის შესახებ მშობლები, მასწავლებლები. ''თრგუნავდა'' თუ არა ემი ბიბლიოთეკარს? ამის შესახებ მოკლე ინტერვიუს მოგაწვდით.
- რა ასაკიდან დაინტერესდით მწერლობით?
- შეიძლება, ითქვას მწელობით პატარაობიდანვე ვიყავი დაინტერესებული. ძალიან მიყვარდა კითხვა, ვაკეთებდი ჩანაწერებს.სიმართლე გითხრათ არასდროს მიყვარდა ჩემი ჩანაწერის ვინმესთვის''გამხელა'', თუმცა ახლა ასე არ ვფიქრობ, პირიქით მიყვარს როდესაც ვიღებ შენიშვნებს, კრიტიკას და მე ამ ყველაფერს ვითვალისწინებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნავს საკუთარი ნაწარმოების ''გაშიშვლებას''.
-როგორ გაიხსენდებდით ბავშვობის ერთ დღეს?
ბავშვობა მეტად ხალისიანი მქონდა. სულ წიგნებს ვკითხულობდი, წიგნები ძალიან მიყვარს. ბიბლიოთეკა ჩეთმთან ძალიან ახლოს იყო, ამიტომ სულ დავდიოდი წიგნები მომქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს არ იყო არანაირი ელექტრონული ხელსაწყო, რომ ბიბლიოთეკარს მოეძებნა წიგნები. ამიტომ მიბრაზდებოდა(იცინის) და მშობლებს საყვედურობდნენ...მე კი სულ წიგნებით დავდიოდი. ასევე ჩემს ოჯახთან ერთად დავდიოდი პიკნიკზე, ბუნებაში და ძალიან ვხალისობდი.
-მომიყევი, შენი დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ. ვიცი, რომ ისინი მხარში გედგნენ და რჩევებს გაძლევდნენ..
დიახ, მასწავლებლები მუდამ მეუბნებოდნენ, რომ მე ვიქნებოდი წარმატებული.მამხნევებდნენ.. ისინი გვერდით მედგნენ მუდამ და ბუნებრივია შენიშვნებსაც მაძლევდნენ.
-რას ეტყოდი მომავალ მწერლებს, იმათ ვისაც ''ეშინიათ'' თავიანთი ნაწარმოებების გამოქვეყნება..
პირველრიგში, მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. არ შეშინდნენ...არ შეშინდნენ, იმით რომ ვინმეს არ მოეწონება, გააკრიტიკებენ. ძნელია, როდესაც შენს ჩანაწერს აქვეყნებ, მაგრამ ეს ღირს. რადგან შენ ხვდები შეცდომებს, უფრო მეტს იგებ, ითვალისწინებ ხალხის აზრს, მათ შეხედულებებს. მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე ახლაც მახსენდება ჩემი პირველი ჩანაწერი, უფროსწორედ ''ნაჯღაპნი''და ახლა ამაზე ძალიან მეცინება. მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- როგორია თვენი ერთი სამუშაო ან თუნდაც ჩვეულებრივი ერთი დღე?
ჩემი დილა იწყება ერთი ფინჯანი ჩაით. როგორც ავღინშნე ვკითხულობ და ჩანაწერებსაც ვაკეთებ ბუნებაში. ძალიან მიყვარს მცენარეები, ყვავილები და ზოგადად ბუნება, ამიტომ ვცდილობ, რომ ჩანაწერებზეც ასეთ გარემოში ვიფიქრო. ძალიან მიყვარს ჩაი, ამიტომ წერისას მას მივირთმევ.ვცდილობ დრო ფუჭად არ''დავხარჯო'' ყველაფერი გავაკეთო ის რა მე შემიძლია. მაქსიმალურად ვიხარჯები. ვცდილობ დრო მეგობრებსაც დავუთმო..

ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადავუხადო ემის, ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის, იმისათვის, რომ თავისი თვალთახედვა, მოსაზრებები და შეხედულებები ლიტერატურის შესახებ გაგვაცნო.



თეონა ლეჟავაimage

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა ლეჟავა
თეონა ლეჟავა
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0