x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"ბოკალი" წითელი ღვინოს დალევა, 1 საათით სპორტით დაკავების ტოლფასია
ღვინო ალკოჰოლური სასმელია, წარმოებული ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი. წყნარი ღვინო ხარისხის მიხედვით არის ორდინალური, სამარკო და საკოლექციო. დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს ორდინალურს უწოდებენ, დაძველებულ მაღლხარისხოვანს კი - სამარკოს. განსაკუთრებით მაღალხარისხოვან ღვინოს, რომელსაც კასრებში საწარმოო დაძველების გარდა ბოთლებშიც აძველებენ (2-3 წლიდან განუსაზღვრელ დრომდე), საკოლექციო ღვინო ეწოდება. ღვინის დამზადების პროცესები მიმდინარეობს ძირითადად მუხის კასრებში, როფებში, რკინაბეტონის რეზერვუარებში, ლითონის ცისტერნებსა და ქვევრებში.


საქართველოში 575-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს საკრალური და კეთილშობილი დანიშნულება ჰქონდა. ერთხანს, ღვინის სამშობლოდ შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრება უფრო ძველ და უნიკალურ მასალას მიაგნო, რის შედეგადაც, სწორედაც რომ, საქართველო იქნა აღიარებული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიულ სამშობლოდ.


ახალი და უცხო არაა თქვენთვის, გარდა იმისა, რომ წითელი ღვინო იწვევს თრობას, ის უამრავი სარგებელის მომტანია. ბოლო კვლევების შედეგად, კანადის უნივერსიტეტ ალბერტში აღმოაჩინეს, რომ წითელი ღვინის 1 ბოკალი ტოლფასია სპორტულ დარბაზებში 1 საათიანი დახარჯვისა.


image



შედეგად დამტკიცდა, რომ რესვერატროლის შემცველიანობისა და სარგებელის გამო, რაც წითელ ღვინოს გააჩნია, ზრდის ეფექტურობას, აუმჯობესებს გულის ფუნქციას, აძლიერებს კუნთებს და სწორედ ისე მოქმედებს ეს უკანასკნელი, რასაც 1 საათიანი ვარჯიშის შედეგი იძლევა ორგანიზმისთვის. კვლევის ხელმძღვანელი დოქტორი Jason Dyke ურჩევს და მოუწოდებს ყველას მიიღონ ერთი ბოკალი წითელი ღვინო, ვინც ვერ ახერხებს რეგულარულად სპორტულ დარბაზებში წასვლას, რათა შეინარჩუნონ ფორმები.


რესვერატროლი საგრძნობლად ზრდის გულის სიჩქარეს და შედეგად ამაგრებს მას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ადამიანები, ვინც თითქმის ყოველდღიურად მიირთმევენ წითელ ღვინოს, არ ემუქრებათ დემენცია (დემენცია – დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით. ყველაზე მეტად დაავადება უჩნდება მოხუც ადამიანებს) და კიბო.


image


ასევე მინდა შემოგთავაზოთ სქემები, სადაც მითითებულია მაგიდის გაშლის პროცესში ჭიქების სწორად განლაგება და ასევე რომელ სადილს რა სახის ღვინო შეესაბამება.


imageimage


P.S. მე კი ისღა დამრჩენია კეთილი სურვილებით დაგემშვიდობოთ, გირჩევთ მიირთვათ რეგულარულად სუფთა, წითელი ღვინო, რაც გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს და შეგინარჩუნებთ ფორმებსა და ჯანმრთელობას.


0
372
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0