x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134700
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509033
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი აღარ არის. რას წერენ ცნობილები ამის შესახებ სოციალურ ქსელში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ, ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებაში ყოფნა მისთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა.
„ძვირფასო თანამემამულენო, ყველა ადამიანს აქვს არჩევანის საშუალება.
დღემდე ჩემი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც
არჩევანი მაკისრებდა, როცა ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის
შექმნა თუ კარიერის არჩევა. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დასრულდა. მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხიმგებლობა ერის წინაშე. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა. მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი - თავისუფლება და ღირსება. ჩვენი მასშტაბური რეფორმებით შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციოალური კეთლდღეობისთვის. მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს - გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ ვიალიბეალიზაცია, რითაც შეუქცევადი გახდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში" - განაცხადა პრემიერმა.
ყოფილმა პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა ოჯახს გადაუხადა და
განაცხადა, რომ მეუღლის თანადგომის გარეშე, ვერ შეძლებდა, მისთვის ყველაზე
ძვირფასი საქმე ასეთი შემართებით ეკეთებინა.
„მე მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს -
ნუნუკას, ასევე ჩემს შვილებს - ნიკოლოზს, ანდრიას და გაბრიელს. სწორედ
ნუნუკას თანადგომის გარეშე, მე ნამდვილად ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით
მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე - ჩემი ხალხის და ქვეყნის სამსახური.
ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო,
ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხით. ამიტომ მე დღეს
ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად.
ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ძლიერი და ამაყი ერის მფარველი“, -
განაცხადა ღარიბაშვილმა.

image

პრემიერ მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ცნობილმა ქართველებმა გააკეთეს კომენტარები. აი რას წერენ ისინი:

ნანუკა ჟორჟოლიანი


"ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები" აი ამას რომ ამბობს, განსაკუთრებით კომიკურია''.

“ვნერვიულობ თავს ქვევით როგორ დაწევს:) ნამეტანი აბზეკილი ჰქონდა ცხვირი''.

ნიკა გვარამია

“საკუთარი "თავისუფალი არჩევანით" მოგვიხსნა ბატონმა ბიძინიმ
ირაკლიპრემიერი? და სუფლიორზე კითხვით გადადგომა არაა ორიგინალური და
დასაფასებელი? "ზატო", ოსკარებივით დაამთავრ''.

თინა მახარაძე

გუშინ ვნახე, ვიღაცებს ესალმებოდა.

ელისო კილაძე

ბატონო პრემიერო, თქვენც დაგიდგებათ დრო, როცა გიღალატებენ მეგობრები და დარჩებით მარტო !
გადადგომის შემდეგ ბევრი დრო გექნებაათ ფიქრისთვის და დარწმუნებული ვარ,
ყველაზე ხშირად ის ისტორია გაგახსენდებათ, რომელზეც ახლა დავწერე..სწორედ
მაშინ მიხვდებით, რომ არანაირი გავლენა, ფული და თანამდებობა მეგობრების
გაწირვად არ ღირს.
ეს ბუმერანგის პრინციპია და აუცილებლად ბრუნდება უკან !!!
ელისო კილაძე.2015 წლის 28 იანვარი!

გიორგი ნაზღაიძე

ირაკლი ან მოსვლა რა იყო და ან წასვლა.
პ.ს . სახიდან ღიმილი ვერ მოვიშორე, განხორციელებულ რეფორმებზე.





0
449
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0