x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
2015 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
1-გურამ მინაშვილი-გარდაიცვალა 1 მარტს 79 წლის ასაკში-ლეგენდარული კალათბურთელი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). მაირანოს სახელობის, თასის გათამაშების (იტალია) საუკეთესო მოთამაშე (1958).


1957-1964 წლებში იყო სსრკ ნაკრების წევრი. მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე
პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959, 1963), ევროპის
ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1953), სამგზის
მეორე (1959, 1960, 1961) და მესამე (1965) პრიზიორი.

image

2-ოთარ კობერიძე-გარდაიცვალა 9 მარტს 91 წლის ასაკში-ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი.ცნობილი გახდა ფილმებით:"ბაში-აჩუკი”, 1956 - (ბაში-აჩუკი), ”ქალის ტვირთი”, 1957 - (აკაკი), ”მე ვიტყვი სიმართლეს”1957 - (ოთარი)”სხვისი შვილები”, 1958 - (დათა), ”მამლუქი”, 1958 - (მაჰმუდი), ”დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, 1959 - (ლევანი), ”შეწყვეტილი სიმღერა”, 1960 - (გურამი). და სხვა.


image

3-კოტე თოლორდავა-გარდაიცვალა 11 აპრილს 34 წლის ასაკში.ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.
ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე თეატრში ათონელზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით.

image


4-მედეა კახიძე-გარდაიცვალა 2 მაისს 81 წლის ასაკში, პოეტი, 1950 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ ''ლიტერატურა და ხელოვნებაში''.
1955 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი კრებული ''სიყვარულის ასაკი''.
ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. თარგმნა იუგოსლავიელი პოეტი ქალის დ.
მაქსიმოვიჩის ლექსები ''მიწის სურნელი'', კრებული ''იუგოსლავიელი
პოეტები'', სომეხი პოეტის სევტქარადის ლექსები.

მ. კახიძის ლექსები მრავალ ენაზეა თარგმნილი.

image


5-რეზო ჩხეიძე-გარდაიცვალა 3 მაისს 89 წლის ასაკში-ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი, პროფესორი.


გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და
დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი“ (1959), „განძი“ (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი“ (1962), „ჯარისკაცის მამა“ (1964),
პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი
სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის
II საერთაშორისო კინოფესტივალზე, (ოთხივე 1965),

„ღიმილის ბიჭები“ (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, 1970), „ნერგები“ (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, (ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.

image




5-გურამ ბზვანელი-გარდაიცვალა 18 მაისს, 80 წლის ასაკში. ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე .ამა წლის 22 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გურამ ბზვანელის
შემოქმედებითი საღამოს გაიმართა, კონცერტის დასასრულს კი ვარსკვლავი
გაიხსნა.

image



6-ეთერ კაკულია-გარდაიცვალა 26 ივნისს 72 წლის ასაკში, ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა
საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.

image



7-ალექსანდრე შალამბერიძე-გარდაიცვალა 1 ივლისს, 57 წლის ასაკში.ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრი (1999, 2004).

image


8-ზაირა არსენიშვილი, -გარდაიცვალა 9 აგვისტოს 78 წლის ასაკში, მწერალი და სცენარისტი, მუსიკოსი.საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.


70-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა კინოში, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978, ერლომ ახვლედიანთან ერთად — სსრკ სახელმწიფო პრემია, 1980), „დღეს ღამე უთენებია“ (1983 — საქართველოს სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1984), „ორომტრიალი“ (1986), „ვალსი პეჩორაზე“ (1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ საეკრანო ვერსიისათვის (სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე, 1979),


მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა „ბედნიერება“ (ნუცა ალექსი-მესხიშვილი, 2009). იყო ავტორი რამდენიმე რომანისა, მ.შ., „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის“.

image


9-ზურაბ ბეგალიშვილი, -გარდაიცვალა 11 აგვისტოს 54 წლის, ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.1985 წელს ზურაბ ბეგალიშვილმა ითამაშა ალეკო ცაბაძის ფილმში "ლაქა". შეასრულა ნეგატიური პერსონაჟის, ამირანის როლი. შემდეგ იყო „ღამის ცეკვა“,
„ორმაგი სახე“ „ჭერი“, „ორფეოსის სიკვდილი“, „კალომასობა იოანესი“, „ნუცას
სკოლა“.

იყო თუმანიშვილისა და ფოთის თეატრის მსახიობი. 1999 წელს მამაკაცის
როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმ „ღამის ცეკვა“-ში, საქართველოს
კინო-აკადემიის პრიზი „ნატო“ აქვს მიღებული. აღმოსავლეთ-ევროპის III
კინოფესტივალზე კი ფილმ „თენდება“-ში თამაშისთვის გრან-პრი.

image


10-შოთა გამყრელიძე-გარდაიცვალა 23 აგვისტოს, 93 წლის ასაკში.რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ვერცხლის მედალის მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ავტორია 251 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ფსიქიატრიის პრობლემურ საკითხებს.

image



11-რეზო ჭეიშვილი-გარდაიცვალა 11 სექტემბერს, 82 წლის ასაკში, ქართველი მწერალი, დრამატურგი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი.გამოქვეყნებული აქვს მხატვრული წიგნები (ტომეულები, კრებულები და სხვა)
მრავალათასიანი (60000) ტირაჟებით, რუსულად და უცხო
ენებზეც. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია კინოსურათები. მათგან"ცისფერ მთებს" 1985 წელს მიენიჭა (სცენარისტს, დამდგმელ რეჟისორს, ოპერატორს და სხვა) საპჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია;
დაჯილდოებილია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.2012 წელს მიიღო პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

image


12-გუგული მგელაძე-გარდაიცვალა 29 ნოემბერს, 87 წლის ასაკში.— ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.მგელაძის ფილმებიდან
აღსანიშნავია „ბურთი და მოედანი“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“,
„ცისკრის ზარები“, „ბაგრატიონი“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ?“, „ძახილი“, „არ
დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, „ფესვები“ და სხვა.


მისი სამსახიობო ნამუშევრებიდან მაყურებლისთვის განსაკუთრებით
დასამახსოვრებელია როლები ფილმებში: „გიორგი სააკაძე“, „ახალგაზრდა
გვარდია“, „მშვიდობიან დღეებში“, „ორი ოკეანის საიდუმლო“ და სხვა.
image
13-ირაკლი ოჩიაური-გარდაიცვალა 4 დეკემბერს 91 წლის ასაკში, ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმში, ასევე იაპონიის, აშშ–ს და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.ჰქონდა პერსონალური გამოფენები იაპონიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, სირიაში და ნორვეგიაში.

image





0
1359
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0