x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
უმუშევარი ხართ და ვაკანსიას ეძებთ? მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ
სიდუხჭირე, ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" მიხედვით, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობების უფლება, რომელიც აუცილებელია როგორც მისი, ისე მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, სამწუხაროდ დღეს ასე არ არის. რომ აღარაფერი ვთქვა ლარის კურსის ინფლაციასა, გაძვირებულ პროდუქტსა თუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის უმუშევრობაზე, დღეს ისედაც ცხადია ჩვენი თანამოქალაქეების გაჭირვების და თვიდან-თვემდე თავის გატანის ამბები. ერთეულებს აქვთ დამაკმაყოფილებელი სამსახური, ერთეულები მცირედიდაც კმაყოფილდებიან, ერთეულები კი დღემდე ეძებენ სამსახურს და ყველა უბედურებასთან ერთად, თაღლითი კომპანიების კლანჭებში ხვდებიან. დიახ, არ მოგეჩვენათ, "თაღლითი კომპანები", რომლებიც მშიერი და უმუშევარი ხალხის იმედებს ვითომ ამართლებენ და ამ დროს ფულს "ცანცლავენ", საგრძნობლად მომრავლდა.


image

რამოდენიმე დღეა facebook-ის მომხმარებელმა თიკა აბაშიძემ ერთ-ერთ ჯგუფში გააზიარა ამბავი, რომელიც პირადად გადახდა, მომხმარებლებს მოუწოდა გაეზიარებინათ, რათა ბევრს წაეკითხა და თავიდან აეცილებინათ ის სიმწარე და ცრუ იმედი, რაც თავად გადახდა. მის პოსტს კი უცვლელად შემოგთავაზებთ:



სულ რაღაც ერთი კვირაა რაც მუშაობის დაწყება გადავწყვიტე, რაღა თქმა უნდა ჩავუჯექი საიტებს: jobs.ge gancxadebebi.ge myjobs.ge dasaqmeba.ge და ა.შ. ზემოთ აღნიშნულ ერთ-ერთ საიტზე ვნახე ვაკანსია შემდეგი ტექსტით :- "კერძო კომპანიას სასწრაფოდ ესაჭიროება კადრები ოფისში სამუშაოდ, დღეში 5საათი, ანაზღაურება 700ლარი, თქვენი მოვალეობა იქნება ოპერატორობა და საბუთების დახარისხება, დაინტერესების შემთვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე." მეც მეტი რა მინდოდა, ვიფიქრე ტუზი დამეცა და ბედს ვსინჯავთქო, მაშინვე დავრეკე აღტაცებულმა. ზარზე მიპასუხა გოგონამ, რომელმაც მკითხა რამდენი წლის ვიყავი და ჩემთვის მჭირდებოდა თუ არა ეს სამსახური, ჩემი პასუხის შემდეგ კი მეორე დღეს 10-დან 12 საათამდე გასაუბრებაზე დამიბარეს, თანაც კარგად დამარიგეს, რომ რეგისტრატურაში მენეჯერი თამარ ზამბახიძე უნდა მეკითხა. მეორე დღეს მართლაც მივედი გასაუბრებაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა დამხვდა. 15 ადამიანი შეგვიყვანეს ოთახში, სადაც ე.წ. კერძო კომპანიის დირექტორი ქ. შორენა კალანდაძე დაგვხვდა. გამოგვკითხეს მოკლედ საკუთარ თავზე, შეგვავსებინეს CV და გვითხრეს, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგვიკავშირდებოდნენ. იმავე დღის 8 საათისთვის მივიღე შეტყობინება, რითაც მომილოცეს სამსახურში აყვანა და მეორე დღის 1საათისთვის იგივე მისამართზე, შარტავას 14ა-ში დამიბარეს. ძალიან გამიხარდა, ფიქრის დროც აღარ მქონდა, მეორე დღეს გავიქეცი კონტრაქტის დასადებად, მაგრამ იქ მისულს "ჰოი საოცრება" დამხვდა. ვიყავით იმაზე მეტნი ვიდრე წინა დღეს. შევედით გასაუბრებაზე და ქ.შორენა გვიცხადებს, რომ ჩვენ მის ანგარიშზე უნდა ჩავრიცხოთ ფული, კერძოდ 37 ლარი, რათა გავიაროთ 4დღიანი სტაჟირება, შემდეგ დავდოთ კონტრაქტი და თურმე ბანკი სახელფასო ბარათიდან 20 % აღარ ჩამოგვაჭრის. სახლში მოსულმა სასწრაფოდ დავრეკე 09-ში, სადაც გავარკვიე, რომ მათი პროფილი არის "ტრეინინგ ცენტრი, კვალიფიკაციის ამაღლება", რამაც კიდევ უფრო დამაეჭვა ამ ყველაფერში. ბოლომდე მივყევი და კავარკვიე, რომ არსებობს 2 ახალი შ.პ.ს. კერძოდ : "ბიზნეს აკადემია"; "საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი"(პეკინის 21), სადაც მიყავთ გამოუცდელი, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, პირდებიან მუშაობის დაწყებას, კონტრაქტის დადებას და ამ დროს უბრალოდ ფულს სძალავენ ყოველ მისულს, 4დღიანი კურსების შემდეგ კი ძაღლივით გარეთ აგდებენ. კომპანიები 2თვეა რეგისტრირებულნი არიან და ყოველ დღე საშუალოდ 30 ადამიანს ასულელებენ. ძალიან გთხოვთ ბრთხილად იყოთ!- წერს ქალბატონი თიკა აბაშიძე.



image

5
974
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
974
  
2016, 6 აპრილი, 17:12
წესით კი უნდა მიხვდე ეგრევე, მარა ხალხს ისე უჭირს იოლად იჯერებს იმას, რაც თვითონ უნდა რომ მასე იყოს და ამიტომ ებმება ხალხი იოლად. მძლივს გადავაფიქრებინე 2 გოგოს ამასწინათ მანდ მისვლა, 100 %-ით მეც არ ვიცოდი რომ თაღლითობა იყო, მაგრამ არ ჩანდა რეალური და ბევრი ტვინი ვუბურღე და ბოლოს დამიჯერეს
2016, 5 აპრილი, 16:43
ეხლაც კი დევს ესეთი განცხადება, ეგრევე მიხვდები რომ დღევანდელ სამუშაო ფონთან შედარებით ზედმეტად კარგი პირობები აქვთ. ღირსები არიან თაღლითობის გამო მიუქსიო პოლიცია, მაგრამ ამათ გამო თავს არ შეიწუხებენ ეგენი, სასამართლოში ჩივილით კიდე თავად უფრო მეტი დაგეხარჯებათ და კაცმა არ იცი რამდენი ხანი გაგრძელდება პროცესი.... ყველაფერში გვეტყობა რომ ხლისუფლება ჩვენზე ზრუნავს, არა? :)
2015, 11 დეკემბერი, 21:51
უნდა მიხვიდე და ეგრევე სასუნთქ გზებში ჩათხარო
2015, 10 დეკემბერი, 16:39
გუშინ დავრეკე ამ განცხადებაზე მეც ვიფიქრე მეშველა რაცხათქო, როცა დეტალურად ვეკითხებოდი სამსახურის შესახებ თუ რას წარმოადგენს და რას ემსახურება კონკრეტულ კითხვებზე არ მიპასუხა მობრძანდით გასაუბრებაზე და გაარკვევთ თქვენ თვითონო რა კითხვებს მისვამთ რამბავიაო გაგიჟდა და გამითიშა ტელეფონი. ამ გამოკითხვიდან მეტნაკლებად ის გავიგე რომ ამ სამსახურში რეკლამირებას უწევდნენ თავიანთ პროდუკტებს კერძო კომპანიებს უნდა დაკავშირებოდი და შეგეთავაზებინა პროდუკტი ანუ უნდა შეატენო როგორმე რომ იყიდონ. ასეთ სამსახურებში როგორც ვიცი გამომუშავებაზეა ხელფასი და რამდენ პროდუკტსაც შეტენი კომპანიებს იმ გაყიდულის რამოდენიმე პროცენტი დაგერიცხებათ. ამ სამსახურში მისაღებად გასაუბრების დროს კი მართლაც ფულს გახევენ აფერისტობით წინასწარ. ძალიან დიდი ხანია რაც ეს განცხადება ახლდდება და ახლდება საიტებზე. რაც იმის მანიშნებელია რომ აქ აფერისტობას აქვს ადგილი და გასაუბრებაზე მისულ ხალხს ატყუებენ და მერე აგდებენ ვითომდა ვერ გამოდექი კაი თანამშრომელიო.
2015, 10 დეკემბერი, 9:25
უუუფ რამდნია მაგისთანა..უბრალოდ განცხადების შინაარსით უნდა მიხვდე,რომ აფიორა..გაურკვევლი ფირმა,გაურკვეველი აბსტრაქტული სამუშაო და მაღალი ანაზღაურება...
0 1 5